რა უნდა დასავლეთს ჩვენგან?

რა უნდა დასავლეთს ჩვენგან?

ქართული სინამდვილის მთავარი გამოწვევა.

- - - - - - - - - - - - - - - - - -

ევროპა თუ გვინდა, ევროპელთა ნარატივს ყურადღებით უნდა დავაკვიდრეთ ხოლმე.

ათიდან ცხრა შემთხვევაში ევროპელი ოფიციალური ან საჯარო პირი (მეტადრე როდესაც იცის, რომ მის არტიკულაციას ოფიციალური, პოლიტიკური ჟღერადობა ექნება) არ იტყვის მხოლოდ „თავისუფალი პრესა“, არამედ Free and responsible press (თავისუფალი და პასუხისმგებელი პრესა).

ასევე ათიდან ცხრა შემთხვევაში, ევროპელი ოფიციალური ან თუნდაც მაღალი რანგის საჯარო პირი(!) არ იტყვის უბრალოდ „დემოკრატია“, არამედ Stable Democracy (სტაბილური დემოკრატია)

„სტაბილურ დემოკრატიაში“ იგი გულისხმობს კონსოლიდირებულ დემოკრატიას ანუ ისეთ დემოკრატიას, სადაც ხელისუფლებათა ცვალებადობა (არა „ცვლილება“ არამედ „ცვალებადობა“, როგორც ინსტიტუტი) არ იწვევს ომს, ქაოსსა და მარაზმს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

EU ელჩს გაძევებას უპირებენ მგონი და.....სრულიად ფუჭია: სანამ თუნდაც ერთი ევროპელი დიპლომატი იქნება საქართველოში, ევროპა მუდამ ყველაფერს იღონებს...... ამ ქვეყანაში თავისი „მებრძოლი კონტრაქტორების“ მეშვეობით........ რათა ეს ინსტიტუტი დაამკვიდროს.

სულ ყველა რომ გაყაროთ და ერთი დარჩეს, მაინც იბრძოლებს ამისთვის.

ეს მისი იდენტობა და ცივილიზაციური, ასევე ცივილიზატორული მისიაა.

ხოლო თუ ზემოთხსენებული ინსტიტუტის (ხელისუფლებათა ცვა ლე ბა დო ბის!!) დამკვიდრების მცდელობა გამოიწვევს არა „სტაბილურ დემოკრატიას“, არამედ ომს, ქაოსსა და მორიგ მარაზმს, უბრალოდ მხრებს აიჩეჩს, აგარიდებს თვალს გულგრილად, წავა და მიხედავს თავის საქმეს.

არანაირ გარანტიას იგი წინასწარ არ მოითხოვს „ალტერნატიული ძალისგან“.

ოღონდ არც თვითონ გასცემს რაიმე გარანტიას.

ეს მისი საქმე არ არის და არც აინტერესებს.

„გარანტიას“ ამ უბედური, მრავალგზის დამარცხებული, მრავალჯერ მარაზმსა და ქაოსში აღმოჩენილი ქვეყნის საცოდავად კონსოლიდირებული „სტატუს-კვო/ლოიალისტი“ მასა მოითხოვს!

თუმცა ვისგან, თავადაც არ ესმის.

ამაში მწარედ ცდება, რაკი პოლიტიკაში, ზოგადად, არანაირი გარანტიები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“ - ქართველი განმანათლებელის ეს მაქსიმა ამერიკის საელჩომ დააციტირა ერთ-ერთ კრიტიკულ განცხადებაში.

თუ არა და რაღას ვსწავლობდით მაშინ? გვესწავლა მხოლოდ „კომუნისტური მანიფესტი“ ახალი ჯიშის გამოსაყვანად. იქ „დემოკრატია“ ნახსენები საერთოდ არაა.

არც „სტაბილური“ არც არანაირი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არავინ არ არის ვალდებული, სტაბილური დემოკრატია აგიშენოს მას შემდეგ, რაც გაიძულებს (!) იყო დემოკრატია; თუნდაც არასტაბილური.

ეს მისი ვალდებულება არაა.

მას შეურაცხჰყოფს, რომ არა ხარ დემოკრატია.

და თან თავხედურად იძახი „ევროპული ქვეყანა ვარო“

ალიევებს არასდროს უთქვამთ „ევროპული ქვეყანა ვართო“.

ხოლო დემოკრატიის დამკვიდრების შემდეგ ომში, მარაზმსა და ქაოსში თუ ჩაიძირები კვლავ, ეს მისი შეურაცხჰყოფა არ იქნება.

ამით მხოლოდ საკუთარ თავს შეურაცხჰყოფ და არა ევროპას.

თანაც მისთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, „ხალხი ირჩევს თუ არა“.

თუკი თუნდაც კრისტალურად ზუსტი არჩევნების შედეგად არ დგება „ხელისუფლებათა ცვალებადობა“ (ანუ დემოკრატია) მაშასადამე, მისი აღქმით, თვითონ ხალხია არადემოკრატიულად ჩლუნგი და ლენჩი! მორჩა და გათავდა.

ღიად ამას არასდროს იტყვის (ოოოოოო...როგორ გეკადრებათ), თუმცა გარწმუნებთ, ზუსტად ასე უყურებს და აღიქვამს სინამდვილეში.

(აქვე: მერკელი რომ ოთხჯერ აირჩიეს გერმანელებმა ზედიზედ, მანამდე გერმანიაში ხელისუფლება ექვსჯერ შეიცვალა არჩევნებით~

ტეტჩერი რომ სამჯერ აირჩიეს ზედიზედ, მანამდე დიდ ბრიტანეთში ხელისუფლება რვაჯერ შეიცვალა არჩევნებით.... ანუ ეს სხვაა. მართლა სხვა.)

ასეა.

და დოჩანაშვილისა არ იყოს, ვიძახოთ ახლა „რატოოოოოომ?“

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი