რატომ და როგორ წააგეს ქართველმა ფოტოკორებმა რუსებთან
გრძელდება სკანდალი კრემლის (ТАСС) ფოტოგრაფის მიერ თბილისურ პროტესტებზე გადაღებული სურათის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფოტოკონკურსზე გამარჯვების გამო.
ეს ისტორია ადასტურებს, რამდენად ეშმაკურად მუშაობს კრემლის „საინფორმაციო არმია“ (პუტინის 2006 წლის ბრძანებულებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ცალკე სახეობაა - „სტრატეგიული სარაკეტო ძალების“ (РВСН) მსგავსად)....... და რა დიდოსტატურად ახორციელებს საინფორმაციო დივერსიებს.
იოლად ვერ მოიგერიებ.
აი ნახეთ: ქართველმა (და უკრაინელმა) ფოტოგრაფებმა იჩივლეს: კრემლის „ფოტო-ოფიცერს“ ჯილდო როგორ და რატომ მიანიჭეთო.
პასუხად World press photo-მ გააუქმა დაჯილდოვების ცერემონიალზე (!) ამ ФСБ-ს ოფიცრის მიწვევა და (ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ) ეს გააკეთა უფრორე არა ქართველი ფოტოგრაფების (ქართველების პროტესტს დასავლეთში იოლად „იკიდებენ“ ხოლმე 2008 წლიდან) არამედ უკრაინელი(!) ფოტოგრაფების პროტესტის გამო, რაკი იმავე „ოფიცერს“ მანამდე აქვს ნათქვამი ინტერვიუში ფრაზა „მარიუპოლის გათავისუფლების“ შესახებ.
ოღონდ.......World press photo-მ იმ რუს ფოტოგრაფს თვით ჯილდო კი არ გაუუქმა, არამედ მხოლოდ ჯილდოს მიღების ცერემონიალზე (!) მიწვევა გაუუქმა და თან დასძინა:
Executive Director World Press Photo, Joumana El Zein Khoury said:
“I hear those saying World Press Photo should reverse the jury’s decision, and it is true that we make a choice not to do so. However, if we disregard or retroactively change our rules in this case, what do we do for the next case or the one after that?
ანუ: ყური მოვკარი ვიღაცეები მოითხოვენ ჟიურის გადაწყვეტილება გავაუქმოთ (ჯილდოს მინიჭების შესახებ-დ.), მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ - უკანა რიცხვით ჩვენს წესებს ვერ შევცვლით, თორემ მერე რაღას ვიზამთო
და ეს წესები რაში მდგომარეობს ნახეთ, იქვე:
„awarded project was selected for its own merits - regardless of the identity of the photographer or their employer (which are not shared with the jury), or the views of the photographer. This entry was awarded in accordance with World Press Photo’s judging criteria.
(ფოტო დაჯილდოვდა საკუთარი ღირებულების მიხედვით - ფოტოგრაფის ან მისი დამსაქმებლის ვინაობის მიუხედავად (რომელიც ჟიურისთვის ცნობილი არ ყოფილა !!-დ. ესე იგი ანონიმურად) ან ფოტოგრაფის შეხედულებების მიუხედავად. ეს ნამუშევარი დაჯილდოვდა World Press Photo-ს შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად).
და რას უპასუხებთ?
ან ამ ღირსპატივცემულ არეოპაგს (World press photo) რას უპასუხებთ, რომელსაც პროფესიული თვალსაზრისით აბსოლუტურად უმწიკვლო რეპუტაცია აქვს ვიეტნამის ომიდან დაწყებული, ან თვით იმ კრემლის ფოტოგრაფს რას უპასუხებთ, ახლა რომ რუსულ ტელეარხებზე გამოდის ყოველ დღე და ზიზღნარევი ღიმილით დასცინის ქართველ კოლეგებს?
სულ კიდია იმას, დაჯილდოვებაზე მიიწვევენ თუ არა.
მთავარია, მისმა ფოტომ გაიმარჯვა! Выстрелило - ასე თქვა გუშინ Дождь-ზე.
თორემ ფულად ჯილდოს ФСБ-სგან მეტს მიიღებდა ამ წარმატებული სპეცოპერაციისთვის.
და რა არის გამოსავალი სინამდვილეში? - ამ უბადრუკი, უსუსური (და უშედეგო) „პროტესტის“ სანაცვლოდ?
ერთადერთი გამოსავალი (იყო): ქართველ ფოტოგრაფებს უნდა გადაეღოთ იმ რუსი ფოტოკორის აი ამ (იხილეთ ქვემოთ, ნამდვილი შედევრი -დ) ფოტოზე უკეთესი სურათი თბილისური პროტესტებიდან, ასევე გაეგზავნათ ანონიმურად World press photo-ს კონკურსზე და გაემარჯვათ.
გადაიღეს, გააგზავნეს, მაგრამ ვერ აჯობეს.
ჰოდა Vae Victis.
დათო
P.S. დიდ ფოტოხელოვანს, იურა მეჩითოვს არ უნდა აგინებდეთ პირდაპირ ეთერში!
უნარიანი, ნიჭიერი, შემძლე მეგობრები არ უნდა მოიძულოთ, თორემ მტრებთან ყველა შეჯიბრს და ყველა ბრძოლას წააგებთ.