რატომ არა ვართ დემოკრატია.

რატომ არა ვართ დემოკრატია.

სამწუხაროდ, არა ვართ დემოკრატია.

ჯერ მაინც ვერ მოვიპოვეთ დემოკრატია.

და მანამ არ ვიქნებით დემოკრატია, სანამ არ მოვიპოვებთ დემოკრატიის „ღერძულა ინსტიტუტს“, მის „ალფასა და ომეგას“, მის „ესენციას“, მის „გულის-გულს“, შინაარსსა და სულისკვეთებას, საფუძველთა-საფუძველს, გულანსა და დედაბოძს: ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა ს.

„ცვლილებას“ არა.

ცვალებადობას - ეს სხვაა.

იგი დგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სამჯერ მაინც (!) შეიცვლება ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი თ.

გერმანიაში და ბრიტანეთში სამჯერ კი არა ხუთჯერ და ათჯერ შეიცვალა, სანამ დადგებოდა ქდკ-ს 15წლიანი და „კონსერვატორთა“20 წლიანი მმართველობა.

მერე რამდენჯერაც გინდა.

მერე იყავი რამდენი ხანიც გინდა ჰელმუთ კოლი, ანგელა მერკელი და მარგარეტ ტეტჩერი.

ჩვენ ახლა ვართ „ჰიბრიდული დემოკრატია“, რომელსაც ორი უცდომელი კრიტერიუმით განასხვავებენ რუსეთისა და ბელორუსის მსგავსი მარაზმატული ავტოკრატიებისგან:

ა) მედია-თავისუფლება და

ბ) მსხვილი ბიზნესის „უშიშრობა“, დააფინანსოს ოპოზიცია.

26 ოქტომბრის არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული პარტია (ნიკა გვარამია) ფინანსური შესაძლებლობებითაც მეორე იყო.

ამან, ასევე მძლავრმა ტელევიზიამ და ნიჭიერად დადგმულმა პერფორმანსებმა განაპირობეს მისი განსაცვიფრებელი წარმატება.......ჩემი ხმის გარეშეც