მეფე ერეკლე, ლეკიანობა და „გეორგიევსკის ტრაქტატი“
„გეორგიევსკის ტრაქტატი უბედურება იყო, რაკი სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინაო“.
კი მაგრამ......რომელ „სახელმწიფოებრიობაზე“ ლაპარაკობთ?
თვეში ორჯერ რომ ლეკთა მარბიელი რაზმები (ჩვეულებრივი გარეწარი ბანდიტები)2026-08-15 08:25:2 შემოესეოდნენ...... კვირეების განმავლობაში დაძრწოდნენ...... მოსახლეობას აწიოკებდნენ....... ქალებს მასობრივად აუპატიურებდნენ ქმრების და შვილების თვალწინ....., საქონელი მიჰყავდათ მრავალრიცხოვან ტყვეებთან ერთად, მონებად აქცევდნენ.....ეკლესიებს ძარცვავდნენ....... ამას „სახელმწიფოებრიობა“ ქვია?
ცოტა ზომიერად მაინც თქვით დალოცვილნო.
აი, ასე მაგალითად:
„რა სამარცხვინო და უსუსტესი სახელმწიფოებრიობაც არ უნდა ყოფილიყო, ფორმალურად ხომ მაინც „სახელმწიფო“ ერქვა, რუსეთმა კი სულ გააუქმა, ავტოკეფალია მოსპო, ათასწლოვანი სამეფო ტახტი გადააგდო და გუბერნიად გვაქცია, თუმცაღა...... ის სამარცხვინო „ლეკიანობა“ კი შეწყვიტაო“.
აი ეს იქნებოდა პატიოსანი და სწორი პოზიცია.
პატიოსანი პოზიცია დიახაც იმის აღიარებაა (რასაც გიმალავთ ე.წ. „ქართული ისტორიოგრაფია“) რომ ერეკლე მეორის მთავარი პრობლემა ირანი, ირანის შახები და ოსმალეთი არ ყოფილა.
მისი მთავარი პრობლემა, რამაც „გეორგიევსკი“ განაპირობა ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი, სწორედაც ეს გამანადგურებელი ლეკიანობა იყო, რომლის შეჩერებაში მას ირანის შახები მიზანმიმართულად არ ეხმარებოდნენ, რაკი ასე აწყობდათ: „გახდით ირანის ჩვეულებრივი პროვინცია, მიიღეთ ისლამი და აი ნახავთ თუ არ დაგეხმარებითო“
ჰოდა ერეკლემაც იქით გაიწია, საიდანაც, იმედი ჰქონდა, იმ მტანჯველი და გამანადგურებელი ლეკიანობის წინააღმდეგ (მაინც) დაეხმარებოდნენ ოღონდ ისე, რომ სამეფოს შეუნარჩუნებდნენ
ეს იყო სინამდვილეში მისი მთავარი მოტივი!!
რუსები (ისევე, როგორც ირანელები) არაფერსაც არ დაეხმარენ, მოატყუეს!
თუმცა „ჩრდილოეთისკენ გახედვით“ ის პირუტყვი აღა მაჰმადი სულ გააცოფა და თბილისიც მოარბევინა
გმირი მეფე კრწანისში დამარცხდა და პოლიტიკურად მოკვდა. შემდეგ კი ფიზიკურადაც გარდაიცვალა.
მის კუბოსთან 20 000 ჩოხოსანი „ვაშშშშკაცი“ იდგა მრისხანე სახეებით, თუმცა მათი დიდი ნაწილი კრწანისის საბედისწერო ბრძოლისას სადღაც ტრ...ში იყო იმ ჩოხებიანად შემძვრალი და 75 წლის მეომარი მეფის თხოვნა-მოწოდებაზე არც მისულა.
აი ამის შემდეგ კი, რაც მეფე ერეკლე პოლიტიკურად მოკვდა, მერე ფიზიკურადაც გარდაიცვალა, მისი სახელმწიფოც სიკვდილისკენ გადაიხარა და...... (ამას არ გეუბნებიან) ტახტის მემკვიდრემ, გიორგიმ, სანკტ-პეტერბურგს „მესიჯი“ გაუგზავნა: „ოღონდ ტახტს ნუ გააუქმებ და დანარჩენში „გეორგიევსკის ტრაქტატი“ სულაც დაგიხევიაო“.
იმანაც „საბოლოოდ დახია“, ოღონდ თვით ტახტიც მიაყოლა
აი თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის.
სრული დაწრმუნებით შეიძლება ითქვას: თემურ ლენგის შემოსევებთან და შაჰ-აბასის ეთნოწმენდასთან ერთად, XVII-XVIII საუკუნეთა „ლეკიანობა“ ანუ ჩრდილო კავკასიელთა მარბიელი შემოსევები ყველაზე დიდი უბედურებაა, რაც კი ამ საბრალო, მრავალტანჯულ ქვეყანას განუცდია მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.
ამას არ გეუბნებიან მეთქი, რაკი ქართული მატრაკვეცული ისტორიული ნარატივისთვის „უფრო პრესტიჟულია“ მთავარ საომარ მტრებად იმდროინდელი ზესახელმწიფოების, ირანისა და თურქეთის წარმოჩენა, ვიდრე...... „ვიღაც ლეკებისა“.
აბა „ლეკები ვინ აგდიან და ყრიან ჩვენთან შედარებით?“
სხვათა შორის, ეს „ლეკიანობა“, შეზღუდული ფორმით კინაღამ აღდგა 1998-1999-2000-2001 წლებში: თბილისიდან, პეკინის ქუჩის კუთხიდან (!) რომ ადამიანს (უცხოელ ბიზნესმენს) იტაცებდნენ პანკისელი ჩეჩნები და იქვე პოლიციის მანქანა გაჩერდა: „კოლეგებო ეჭვმიტანილის დაკავებაში ხომ არ დაგეხმაროთო“. ანუ პოლიციელები ეგონათ.
მერე იმდროინდელმა უბადრუკმა შსს-მ განცხადებაც გაავრცელა: „აბა ჩვენ როგორ წარმოვიდგენდით, რომ დედაქალაქის ცენტრიდან ასე დღისით-მზისით ადამიანს გამოსასყიდისთვის იტაცებდნენ............ თუმცა როდესაც დედაქალაქში კბილებამდე შეიარაღებლი ბანდა დაძრწის - ტყვიამფრქვევებითა და ნაღმსატყორცნებით შეიაარღებული, - ეს პოლიციის გადასაწყვეტი პრობლემა უკვე აღარ არისო“.
ამაში 100% მართალი იყო მინისტრი კახა თარგამაძე.
„მინიატურული მოდელია“ ის სამარცხვინო ამბავი იმისა, რა დღეში იყო გმირი მეფე ერეკლე მეორე.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი