რატომ „გამოუვიდა“ აზერბაიჯანს და არ გამოუვიდა საქართველოს ?

რატომ „გამოუვიდა“ აზერბაიჯანს და არ გამოუვიდა საქართველოს ?

ვიაზროვნოთ რთულად!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

და მაინც.....რატომ „გამოუვიდა“ აზერბაიჯანს 1994 წლიდან - 2023 წლისთვის ისტორიული გამარჯვების მოპოვება და არ გამოუვიდა საქართველოს 1993 წლიდან?

პასუხი: იმიტომ, რომ აზერბაიჯანში, საუბედუროდ (!) არ არსებობდა დემოკრატია, რამაც იმ ქვეყნის ელიტებს მისცა საშუალება 25 წლის მანძილზე გაეტარებიანთ „კონცენტრირებული“ საგარო/საშინაო პოლიტიკა უმთავრესი მიზნის მისაღწევად და მიაღწიეს კიდეც.

საქართველოში კი, საბედნიეროდ (!) არსებობდა დემოკრატია, არსებობდა ოპოზიცია, არსებობდა სიტყვის თავისუფლება, მუდამ არსებობდნენ „ალტერნატიული ელიტები“, რამაც არ მისცა საშუალება ხელისუფლებებს, გაეტარებიანთ კონცენტრირებული საგარეო/საშინაო პოლიტიკა, რითაც გენიალურად ისარგებლეს სეპარატისტებმა 1993 წლის შემდეგ, დღემდე.

მაგალითად, ასლან აბაშიძე თავის დროზე ოსტატურად ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს რაღაც იცოდა აფხაზეთის შესახებ ისეთი, რაც არ იცოდა, რასაც ვერ ხვდებოდა შევარდნაძე და საარჩევნოდ (საქართველოში, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, კონკურენტული არჩევნები მუდამ ტარდებოდა-დ.) აიძულებდა ამ უკანასკნელს ჩასულიყო სოხუმში და ამით ძალაუნებურად სეპარატისტული აპენდიქსი „გაეპრავებინა“.

აი ალიევები კი....არც ერთხელ არ დამჯდარან მოლაპარაკებებზე ყარაბაღელ სეპარატისტებთან 1994 წლის დამარცხების შემდეგ.

არც ერთხელ!!

Paradox!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

პრიმიტივებმა შესაძლოა დამაბრალონ, თითქოს მე ვამბობ, რომ „დიქტატურა კარგია“ და „დემოკრატია ცუდი“.

არა, ამას არ ვამბობ.

იმას ვამბობ, რომ დემოკრატია კარგია, ხოლო დიქტატურა - ცუდი ოღონდ.......აქვე იმასაც ვამბობ, რომ დემოკრატია და „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, ისევე, როგორც თვით ეს მთლიანობაც, ჩვენს პირობებში, ჩვენს რეგიონში (!), მსოფლიოს ჩვენს ნაწილში (!!) შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც „წყალი არ გაუვა“

ამგვარი ისტორიული გამარჯვება და შემობრუნება ილჰამის დამსახურება ნამდვილად არ არის.

ეს მამამისის, ბრძენი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დამსახურებაა, რომელმაც 1994 წელს, - ომში სასტიკად დამარცხების შემდეგ, - შეიმუშავა მიზანშეწონილი, აბსოლუტურად სწორი სტრატეგემა მომავალი 25 წლისთვის:

ა) არავითარი რუსული სამშვიდობო ძალები საოკუპაციო ხაზზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

ბ) არავითარი მოლაპარაკება სტეპანაკერტის სეპარატისტულ რეჟიმთან ანუ მათ „გასუბიექტურებაზე“, მათ „მხარედ“ აღიარებაზე კატეგორიული უარი;

გ) 25 წლის მანძილზე არავითარი კონტრპროდუქტიული, არაფრის მომცემი, უაზრო „ძიძგილაობა“ მოსკოვთან დროზე ადრე (!!) ანუ გამარჯვებამდე. ამით მოსკოვის ოსტატურად „მიძინება“ ეშმაკური დიპლომატიით, თითქოს ბაქო ეთანხმებოდა „აბამოსკოვირაშუაშიას“ თეზას, მაშინ როდესაც ახლა მაინც ხომ ცხადია: „შუაში კი არა თავში“ იყო და ეს ალიევებმა ძალიან კარგად იცოდნენ. ახლა ხომ გაამჯღავნეს ვინ მიაჩნდათ „შუაში?“

დ) მოძმე თურქეთთან კავშირების ყოველმხრივი განვითარება. ოღონდ გადამწყვეტ მომენტში მის „სცენაზე“ გამოსვლამდე ამ სტრატეგემის აფიშირებაზე და ხელშეკრულებათა გაფორმებაზე უარის თქმა.

ისევე, როგორც დროზე ადრე უარის თქმა NATO..... NATO-ს უაზრო, არაფრისმომცემ ყიყინზე მაშინ, როდესაც სწორედაც თურქეთი იყო NATO თუ იყო.

ჩვენს რეგიონში (!!) NATO არის თ უ რ ქ ე თ ი - არა გერმანია და თქვენ წარმოიდგიენთ არც აშშ.

თუმცა ქართული ე.წ. „პოლიტიკური აზრისთვის“ ეს ჩინურად გაუგებარია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა ახლა მთელი ეს ბრძნული სტრატეგემა შეადარეთ იმავე 25 წლის მანძილზე „ქართულ სტრატეგიას“.

უმწიფარსა და ინფანტილურს.

დაწყებული იმავე 1994 წლიდან.

იმიტომაც ვსხედვართ ისტორიულ ნეხვში ახლა.

ვიძახოთ „ბაქო მოსკოვის მონაა და.......“ „მაგას თურქეთი ეხმარებოდა და.......“

დახმარების მოპოვებას და გამოყენებასაც ჭკუა უნდა.

ისევე, როგორც უნარიანი (!) და რაც მთავარია მხარდაჭერისთვის მზადმყოფი მოკავშირის შერჩევას.

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი