ლერმონტოვი და მისი "Бежали робкие грузины"

ლერმონტოვი და მისი "Бежали робкие грузины"

გუშინ რა საინტერესო ეპიზოდი იყო „ფორმულაზე“:

მათე კირვალიძემ მის ვიდეობლოგში გაიხსენა გენიალური რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის ფრაზა პოემიდან Демон: "Недолго продолжался бой, бежали робкие грузины", რაც მოგვიანებით ითარგმნა, როგორც „გაიქცნენ ლაჩარი ქართველები“.

კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ რუსული სიტყვა Робкий იგივეა, რაც ქართული „ლაჩარი“.

არა მგონია მთლად ასე იყოს, მაგრამ ჩავთვალოთ და მივიჩნიოთ, რომ იგივეა.

დავუშვათ.

თუმცა აქ სხვა რამაა საინტერესო: სულაც არ არის გამორიცხული, ძლევამოსილი საიმპერატორო არმიის მამაც ოფიცერს, მიხეილ ლერმონტოვს, იმ დროს კავკასიაში მართლაც ამგვარი სტერეოტიპი დახვედროდა დაჩაჩანაკებულ, დავრდომილ...... გამანადგურებელი ლეკიანობის, ასევე საუკუნოვანი თურქობა/სპარსობის შედეგად დამარცხებულ, 1783 წელს კაპიტულირებულ საქართველოზე და ქართველებზე, რომ „Бежали робкие грузины“ დაეწერა - მაშინ იმპერიის ერთგულად მოკავშირე ერის შესახებ.

ანუ დიდმა პოეტმა დაწერა უბრალოდ ის, რაც მაშინ „ნახა“ (ვიმეორებ) დავდრომილი, დამაცხებული, დაჩაჩანაკებული და ისტორიული ძნელბედობის შედეგად დაგლახავებული საქართველოსა და ქართველების სახით.

არადა, იმავე ლერმონტოვმა სრულიად უშურველად აღწერა ჩეჩენი ხალხის, ზოგადად კავკასიელი მთიელების საარაკო მამაცობა და უშიშრობა, ვისაც თავად ეომებოდა.

მაგალითად აი ეს პოეტური შედევრი:

«Еще не родился такой человек, чтоб горы уставить гробами, чтоб сдвинуть Казбек дерзновенной рукой,

чтоб сделать чеченцев рабами!»

ანუ, აქაც, გენიალურმა (!) პოეტმა დაწერა და ა ღ წ ე რ ა ის, რაც რეალურად ნ ა ხ ა.

გეკითხებით: და მერე რა, ამით?

პუშკინმაც დაწერა ჩვენს ისტორიულად თანამოძმე, ძალიან ღირსეულ, უნიჭიერეს (საქართველოს მიმართ მრავალმხრივ დამსახურებულ) სომეხ ერზე: „Ты трус, ты раб, ты Армянин!!“

რაც ბევრად უარესი გრადაციაა, რასაკვირველია, ვიდრე „Робкий“

და...ისევ და ისევ...რა ამით?

სომეხ ერს რაიმე დააკლდება ამგვარი მონაჩმახით?

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ლერმონტოვის ყბადაღებულ ფრაზას უკავშირდება ანეკდოტური ეპიზოდი, რომელიც 1987 წელს მოხდა:

1981 წელს საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მცხეთასთან მისი ძეგლი დადგა.......

და, სხვათა შორის, მოიქცა აბსოლუტურად სწორად; იმიტომ, რომ ლერმონტოვის Мцыри ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენაა (!), ზოგადად, საქართველოს აღქმისთვის გრანდიოზულ რუსულენოვან (და არა მხოლოდ რუსულენოვან) კულტურულ სამყაროში, ვიდრე მისივე ბრიყვული „Бежали робкие грузины“.

თუმცა იმდროინდელმა ე.წ. „საქართველოს სსრ მწერალთა კავშირმა“, რომელიც (სასაცილო, თუმცა საყვარელი)„უქარქაშო ხმლები-რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ“ ეთნონაციონალისტური იდეოლოგიით იკვებებოდა და კვებავდა ერს მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, დიდი აურზაური ატეხა: „მხარზე ჯვრის მონასტერი რატომ უდგას ლერმონტოვსო“.

ჰოდა ბოლოს მოახსნევინეს ის მონასტერი „მხრიდან“.

ახლა აღარ უდგას.

სინამდვილეში მთელი იმ აურზაურის მიზეზი ისევ და ისევ რუსი პოეტის ხსენებული ფრაზა იყო: „როგორ გაბედა "Бежали робкие грузины“ დაეწერა დედამიწაზე ყველაზე მეომარი ერის შესახებო“.

დღევანდელი გადასახედიდან მაინც ხომ მწარედ კომიკურია ეს ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც მოგვიანებით, 1988-2008 „ოცწლეულში“ მოხდა

ასეთივე უბადრუკი რეაქცია იყო შესანიშნავი რუსი მწერლის, ვიქტორ ასტაფიევის ლიტერატურულ პასკვილზე „Ловля пескарей в Грузии“.

ანუ ამაზრზენი ისტერიკა, თმების გლეჯა, კრემლის სვეტებიან დარბაზში გამართულ სსრკ „მწერალთა კავშირის“ ყრილობაზე სამარცხვინო ს ტ ვ ე ნ ა (რასაც იმავე დარბაზში ბუნებრივად მოჰყვა იმ დროს ყოველივე ქართულის ქება-დიდებით დაღლილ/მოქანცული და შევარდნაძის გამინისტრებით გაღიზიანებული რუსი მწერალი ქალის, მაია განინას „Грузины пошли на базар!“) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

ანუ არასრულფასოვნების ქვეცნობიერი კომპლექსი და...... რაც მთავარია, დამოკიდებულება სხვის შეფასებაზე!

აბა ასტაფიევს რომ ის ნოველა ესტონელებზე დაეწერა, ასეთ ისტერიკას კი არ მოაწყობდნენ: ერთს შეუკურთხებდნენ ესტონურად და უმალვე დაივიწყებდნენ - „წეროს და იკითხოს“.

ასეთია და სწორედაც ამგვარი უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული ეროვნული ელიტების დამოკიდებულება.

საქმეც ისაა, რომ ქართული ელიტები, სინამდვილეში, ქვეცნობიერად უკვე 1986 წელს (როცა ასტაფიევის „Ловля“ გამოქვეყნდა) და 1987 წელს (ლერმონტოვის ძეგლის გამო ამბავი რომ ატყდა) არ ყოფილან „დარწმუნებულნი“ ....... სოხუმის დაცემამდე წლებით ადრეც.

თორემ ესტონურ ელიტებს, ისევე როგორც სომხურ ელიტებს აქვთ იმდენი შეგნება, კაცობრიობის ისტორიიდან ეს უტყუარი დასკვნა მაინც გამოეტანათ: როგორი გენიოსიც არ უნდა იყოს პოეტი ლერმონტოვი, როგორი გენიოსიც არ უნდა იყოს პუშკინი, სახელოვნებო გენია სულაც არ ნიშნავს, რომ მისი მატარებელი ადამიანი....... არ შეიძლება იყოს პიტალო ყ . ე!

ამას უტყუარად ადასტურებს მეთქი კაცობრიობის ისტორია უუუუუამრავი კონკრეტული მაგალითით: შემოქმედებითი გენია ან ნებისმიერი სხვა გენია სულაც არ გამორიცხავს მისი მატარებელი ა დ ა მ ი ა ნ ი უბრალოდ ფალოსი იყოს და ამ პიროვნული პენისობის გამოვლინებებზე ისტერიკების მოწყობა უბადრუკი სისულელეა.

ებრაელებს „ვენეციელი ვაჭარი“ არ აუკრძალავთ.

Mein Kampf აკრძალეს, მაგრამ The Merchant of Venice - არა

2026 წლის 21 ოქტომბერი