დისკუსია დასავლურ მიდგომაზე, რომ `უკრაინა სხვაა და საქართველო-სხვა`

დისკუსია დასავლურ მიდგომაზე, რომ `უკრაინა სხვაა და საქართველო-სხვა`

მეგობრებო....მეთანხმებით თუ არა, რომ მაგარი ნაძირლობა იყო, ერთდროულად რამდენიმე ერთობ "იმპოზანტური" ქვეყნის და ჩვენი პარტნიორის მხრიდან......2008 წლის რუსული დამპლური აგრესიის, ასეულობით უდანაშაულო ადამიანის დახოცვის, ათეულობით ქართველი ქალის გაუპატიურების შემდეგ....სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნა მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მისაღებად?

არ მეთანხმებით?

თუ ჩამოვთვლი იმ ქვეყნებს, ალბათ მით უფრო არ დამეთანხმებით: მოდური ტერმინით " კონიუნქტურა" იყო ასეთი.

კონიუნქტურა და პრაგმატიზმი არ აპრავებს ნაძირლობას!

და....სულ ერთია, აქედან არ წაიშლება.

 

ყურადღებით გადავიკითხე კომენტარები. ზოგიერთი კლინიკური იდიოტის შეფასებას ტრადიციულად ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ ვშლი. აი სხვებს კი, ვინც მეუბნება, რომ ეს იყო მაშინ.....15 წელი გავიდა......ახლა ვიფიქროთ ახლანდელზე.....მაშინ კი....ახლა სხვაა......მინდა ვუთხრა, რომ უშვებთ ძალიან სერიოზულ სისტემურ, საზრისულ შეცდომას. თქვენ, კოლეგებო, ამოდიხართ იმ დებულებიდან, რომ ის ნაძირლობა, რაც მაშინ ჩაიდინეს დღეს აღარ განმეორდება საქართველოს მიმართ (!) რაკი არ განმეორდა უკრაინის (!) მიმართ. აი აქ მაქვს თქვენთან პრინციპული და საზრისის გამხსნელი კითხვა: მითხარით, დამისახელეთ, სად არის ამის მარკერი? სად არის მარკერი იმისა, რომ საქართველოს მიმართაც სხვა მიდგომა ექნებათ "რამე რომ იყოს", რაკი უკრაინის მიმართ აქვთ 2008 წლისგან განსხვავებული მიდგომა? ვიმეორებ კითხვას: საქართველოს მიმართაც რომ ახალი მიდგომა ექნებათ "რამე რომ იყოს", აი ეს საიდან ჩანს? დამიკონკრეტეთ. მე დაგისახელებთ საპირისპირო მიდგომის მარკერებს: რუსეთთან საქართველოს საკითხში(!) აგრძელებენ ტკბილ მუსაიფს ე.წ. "ჟენევის ფორმატის" ფარგლებში ვითომცდაა არაფერი. იმ დისკურსში, რომ უკრაინა სხვაა, საქართველო სხვა.არადა, ეს ფორმატი სხვა არაფერია, თუ არა 2009 წლის ობამა- მერკელისეული "წითელი კნოპკა" და "გადატვირთვის" პოლიტიკის გაგრძელება ანუ ოკუპაციის გაპრავება. ჩემი ინფორმაციით, როდესაც ზოგიერთმა პატრიოტმა ქართველმა დიპლომატმა წამოიკნავლა ფრთხილად: ეგება შევაჩეროთ ეს მავნებლური ფორმატი რაკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრაო, დაუცაცხანეს: "თქვენღა გვაკლდით ახლაო". ჰოდა აი ამ "თქვენღაგვაკლდითახლა" ს გათვალისწინებით გეკითხებით მესამედ: რა მარკერს ხედავთ, რომ საქართველოს ( და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ) შეიცვალა მიდგომა? მე ვერ ვხედავ ამის ნიშნებს. მე პირიქით, ბევრად უარესს ვხედავ მაკრონის გეოგრაფიული ინვექტივების გათვალისწინებით. თქვენ თუ ხედავთ, ბრძანეთ. გამიხარდება. დათო

 

რა, მართლა გადასარევი რა.....არაფერი ისე არ მითხრის ნერვებს, როგორც ის, როცა ჭკვიანი ადამიანი.....თუნდაც ჩემზე ბევრად ჭკვიანი, ასეთიც უამრავია......ჯიუტად აიგნორებს საზრისულ არგუმენტებს (რაკი კოგნიტურ დისონანსს უქმნის) და იმეორებს აკვიატებულს: "ეს იყომაშინ....ახლა სხვაა....ახლა უკვე სხვა მიდგომა აქვთ......"ჰოდა გეკითხებით, პატივცემულებო, დამისახელეთ ერთი მარკერი იმისა, რომ დასავლეთმა შეცვალა მიდგომა საქართველოს მიმართ(აცცცცცცცც) და დაქართველოს კონფლიქტების მიმართ(აცცცცცცცცცცცც) და საქართველოს ოკუპაციის მიმართ(აცცცცცცცცც) რაკი 2008 წლისგან განსხვავებული მიდგომა აქვს უკრაინის მიმართ?! უკრაინიდ მიმართ აქვს, მაგრამ საქართველოს მიმართ(აცცცცცცც) რომ მაშინდელისგან განსხვავებული კიდგომა აქვს ეს საიდან ჩანს? დამისახელეთ ერთი გაფაწყვეტილება, ერთი ნაბიჯი. ერთი თუნდაც.....რაიმე არსებითი განცხადება რაც თქვენს თეზისს დაადასტურებს. ერთი მაინც! ოღონდ საქართველოს ტერიტორიათა დეოკუპაციის და საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების დისკურსში. მართლა გამიხარდება მეთქი. დათო

 

და დიახ, უკრაინა მათთვის სხვაა, ხოლო საქართველო -სხვა. ასე იყო და ასე არის.იმიტომ რომ უკრაინა ყურის ძირშია, მათ ცივილიზაციას უშუალოდ ესაზღვრება, საქართველო კი სხვა გეოპოლიტიკურ და გ ე ო გ რ ა ფ ი უ ლ არეალში მოიაზრება მათ მიერ. ხვალ როგორ იქნება არ ვიცი, დღეს ასეა. აი თუ სიმართლე გნებავთ სიმართლე ეს არის და ამითვე აიხსნება მიდგომათა სხვაობა. მე ძალიან გამიხარდება თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი უ ე ჭ ვ ე ლ ა დ ნიშნავს დასავლეთის შეუდარებლად მეტ, არსებით, სისტემურ involement/engagement-ს საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობის და უსაფრთხოების საკითხებში. მაგრამ.....ეს მათაც იციან, რომ ამას ნიშნავს, ანუ თავის ატკივებას იმ სადეოკუპაციო პრობლემატიკით რაც მათთვის სრულიად უცხო და უჭიროა. უკრაინის და მოლდოვას ოკუპაციისაგან განსხვავებით. აი თუ სიმართლე გნებავთ მეთქი....

 

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.