რატომ და როგორ დავკარგეთ კოდორის ხეობა 2008 წელს?

რატომ და როგორ დავკარგეთ კოდორის ხეობა 2008 წელს?

კვლავ ატყდა ამბავი `რატომ დავკარგეთ კოდორიო`.

ბევრჯერ მითქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

ა) არავითარი ბრძანება თბილისიდან კოდორის დატოვების შესახებ არ ყოფილა! არ დაიჯეროთ ცრუპენტელობანი. ეს არის `ჩასველებულთა` მოგონილი ტყუილი

ბ) არავითარი `ალყა` არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან კოდორის ალყა შეუძლებელია სვანეთის დაპყრობის გარეშე. ეს არც უცდია არავის.

გ) არანაირი `რუსული ულტიმატუმი` არ ყოფილა, რომ `თუ კოდორიდან არ გახვალთ თბილისს ავიღებთო`.

ეს არის იმავე შიშით `ჩასველებულთა` ტვინში `მოხარშული` `გაპრავება`.

არც თბილისიდან უთქვამს ეს მათთვის ვინმეს - `ულტიმატუმი წაგვიყენეს კოდორთან დაკავშირებითო`

დ) 2008 წლის 7 აგვისტოს კოდორის ხეობაში იმყოფებოდა არმიის ერთი ბრიგადა. ანუ 2 000 კბილებამდე შეიარაღებული `მეომარი`. და შინაგანი ჯარის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 000 ასევე კბილებამდე შეიარაღებული `მეომარი`.

ხელისუფლება, რომელმაც 10 აგვისტოს ზუგდიდის უიარაღო მოსახლეობას მოუწოდა: `დანა/ჩანგლით და მამაპაპეული თოფებით ეომეთ ზუგდიდში შემოჭრილ მტერსო`, მეორე დღეს კოდორში გამაგრებულ 3 000 (!!!) კბილებამდე შეიარაღებულ `მეომარს` არ უბრძანებდა: ``გამოდით, თავს უშველეთ და იარაღი მტერს დაუტოვეთო``.

ვინც ამ ორ ფაქტს შორის კორელაციას ვერ ამჩნევს, ელემენტარულად გონებაჩლუნგი იდიოტია და მასთან კამათს აზრი არა აქვს.

ე) აფხაზ სეპარატისტთა იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მერაბ ქიშმარიამ, ასევე სეპარატისტთა სხვა ლიდერებმა, ომის მეთხუთმეტე წლისთავზე (ანუ ახლახანს) დაადასტურეს, რომ ულტიმატუმი ჰქონდათ რუსეთის არმიისგან - გენერალ შამანოვისგან: ``თუ კოდორს 12 აგვისტომდე არ აიღებთ, ძალაში შევა შეთანხმება სარკოზისთან, ჩვენ კოდორს ვეღარ დავბომბავთო``.

ასე თქვეს სიტყვა სიტყვით.

რუსეთს არც აწყობდა `აფხაზური კოდორი`, რადგან ამით აფხაზეთმა მოიპოვა პირდაპირი გზა და უშუალო კავშირი ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ მათ მონათესავე ჩერქეზული წარმომავლობის ეთნოსებთან. ანუ უკვე არა რუსული სოჭის გავლით, არამედ უშუალოდ.

ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ სცადეს აფხაზებმა 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კოდორის აღება (როცა ყოფილმა `ჯარმა` საკუთარ უმაღლეს მხედართმთავარს გამოასწრო სოხუმიდან) და არც უცდიათ 2008 წლამდე.

ვ) რუსები ინტენსიურად ბომბავდნენ კოდორს (მერედა რა, ამით? დაბომბვის თუ გეშინია ჯარში რა ჯანდაბა გინდა საერთოდ?), მაგრამ კოდორის არანაირი `შტურმი` არ ყოფილა და არც ერთ რუსულ ან აფსუანურ სახმელეთო დანაყოფს კოდორზე რაიმე შეტევით ოპერაციაში (გარდა დაბომბვებისა) მონაწილეობა არ მიუღია.

მათ შორის არც ზუგდიდიდან დაძრულან რუსები (!) ენგურჰესის კაშხლისკენ.

ზუგდიდის აღების შემდეგ, 11 აგვისტოს ენგურჰესის კაშხლისკენ ანუ სვანეთისკენ მართლაც დაიძრა აფხაზური ქვედანაყოფი (დიახ, დიახ, ეს ცალკე თემაა, რომ ის ტურები ზუგდიდში გამოჰყვნენ რუსებს გალიდან) ზუსტად იმ მიზნით, რომ კოდორში გავრცელებულიყო ეს ჭორი `ვაიმეეეეეეეე ალყას გვარტყამეეეეეეეეეეენ`.

ეს სეპარატისტთა სტრატეგია იყო: ``შევაშინოთ და გრუზინებიც გაიქცევიან, თორემ ამ ხეობის სამხედრო გზით აღება შეუძლებელიაო``.

იმუშავა `ბრწყინვალედ`. სამწუხაროდ.

თუ შევაჯამებთ, რა მოხდა რეალურად?

ბევრიც არაფერი: შიშით ჩაისვარენ და გამოიპარენ!

თან იარაღის ზვინები დაუტოვეს მტერს.

აი თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის.

ხოლო დიდება - აგვისტოს ომის გმირებს!

მადლობა უფალს და გიორგი ანწუხელიძის სულს, ასეთებიც გვყვანან იმ ომში.

ისტორიულად ქართველთა სულის საოხად.

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი

ფოტოზე (რომელიც არ არის ფეიკი!-დ.): კოდორის ხეობა, 2008 წლის აგვისტო: ძაღლთაპირი ნაძირლები ზემოდან სხედან საამაყო ამერიკული ეროვნული შაშხანა M4-ის ზვინზე.