დასავლური ცივილიზაციის კონტრაქტორი.

ამ ფოტომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფოტოკონკურსზე გაიმარჯვა;
მასზე ასახულია ქართველი გოგონა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტი, - 2024 წლის დეკემბრის გააფთრებული ბრძოლებისას რუსთაველზე.
ის, რაც საქართველოში ხდება უკვე რამდენიმე თვეა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესია, რომელსაც ალბათ მომავალში გამოწვლილვით შეისწავლიან ისტორიკოსები;
ისევე, როგორც 1988 - 1993 წლების პროცესებს;
რუსთაველზე დეკემბრის ბრძოლები კი არის მ ო ვ ლ ე ნ ა.
არა ფაქტი, არამედ მ ო ვ ლ ე ნ ა, რომელიც პროცესის შემადგენელია და მასზე მეტყველებს
მე არ ვიცი ვინ არის ეს გოგონა.
მაგრამ მოდით ერთად დავაკვირდეთ.
ჯერ შევნიშნოთ ნაკლებ მნიშვნელოვანი და ნაკლებ არსებითი: როგორ არის იგი აღჭურვილი (!), ანუ მომზადებული.... აირწინაღით, ზურგჩანთით, სადაც ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგო სითხე უდევს..... ალბათ იქვეა ბინტები, ბრძოლისას გამოსადეგი სხვა ნივთები, ასევე წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, სათადარიგო ტელეფონი და ა.შ და ა.შ.
მას არაფრის მოგონება არ სჭირდება და ხანგრძლივი ფიქრი, თუ რა მოიმარაგოს, სანამ „ბრძოლის ველზე“ გავა ყევლა რისკის და საფრთხის მიუხედავად;
არ სჭირდება ნუსხის შედგენა - შედგენილია დიდი ხნის წინ ჭკვიანი ხალხის მიერ უამრავი ამგვარი პროცესისა და მოვლენის გამოცდილებით მთელს მსოფლიოში.
აი ამის შემდეგ კი დავაკვირდეთ ბევრად მნიშვნელოვანს - ჰაბიტუსს:
შევნიშნოთ, როგორ აქვს „თავი მოვლილი“..... და რომ მთლიანობაში ამ ადამიანის ი ე რ ი მეტყველებს მაღალ ინტელექტსა და სოციალურ სტატუსზე.
სრულიად აშკარაა, რომ ჩვენს წინაშეა თ ა ვ ი ს თ ა ვ ა დ ი ადამიანი - იდეალისტი მყარი ღირებულებებით, გამოკვეთილი ამბიციით, პიროვნული დამოუკიდებლობისაკენ და თანასწორობისკენ შეუვალი სწრაფვით.....ამასთან „ძლიერი ქალი“ - სრულიად თავისუფალი ურთიერთობებში.... და ა.შ. და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰოდა დავსვათ საკვანძო კითხვა:
როგორ ახერხებს დასავლური ცივილიზიაცია, რომ ა ს ე თ მ ა ადამიანმა იბრძოლოს მისი ღირებულებისთვის? იბრძოლოს ამ ღირებულებათა გასაზიარებლად და გ ა ს ა ვ რ ც ე ლ ე ბ ლ ა დ? ყველა საფრთხის მიუხედავად იყოს „პიონერი“ შორეულ, ახლადაღმოჩენილ „მიწაზე“?
არადა, ხომ სრულიად აშკარაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაწყებული პროცესის ხერხემალი სწორედაც არასამთავრობი სექტორია(!) მისი 30-40 ათასიანი HR რესურსით, რაც ოჯახის წევრებთან და საახლობლო წრესთან ერთად კიდევ უფრო მეტია?!
მინიმუმ ორჯერ მეტი!!
რა თქმა უნდა ამ ანგარიშში გასათვალისწინებელია ის, რასაც ჩვენ „პირობების შექმნას“ ვუწოდებთ:
NGO სექტორს საქართველოშიც (და ყველგან) უმძლავრესი „ეკონომიკა“ აქვს და ამის უარყოფა სისულელეა ელემენტარულად.
მაგრამ.....უდიდესი სიცრუე იქნება მხოლოდ ამით აიხსნას მისი თავგანწირვა.
კვლავ დააკვირდით: განა ჰგავს იგი ადამიანს, რომელიც ასე იბრძოლებს იდეალისთვის, რისიც თავად არ სწამს?!
ის ხომ აშკარად იდეალისტია მისი მენტალობით?!!
ეს ადამიანი დასავლური ცივილიზაციის „კონტრაქტორი მეომარია“;
„ბრძოლის ველზე“ გამოვიდა მაშინ, როდესაც იმ ცივილიზაციის ღირებულებებს და ინტერესებს, მისი აღქმით, საფრთხე დაემუქრა
მისი „აღმძრავი“ არა იმდენად „ფასეულობანი“, რამდენადაც „ღირებულებებია“.
ქართულმა ენამ ეს ორი ცნებაც განასხვავა გენიალურად ისევე, როგორც მაგალითად „ხელისუფლება“ და ძალაუფლება.
ძლევამოსილი ევროპული ცივილიზაციის მეომარია!
ოღონდ..... იმ ცივილიზაციის ძლევამოსილებას ფასეულობა (მარტივად ე.წ. „ფული“) კი არ განაპირობებს, არამედ კულტურულ-ცივილიზაციური, ღირებულებითი მ ი მ ზ ი დ ვ ე ლ ო ბ ა!
პირველ რიგში პიროვნული თავისუფლების იდეალი.
ვერავინ დამარწმუნებს, რომ რა ფულიც არ უნდა გადაიხადოს ჩინეთმა (ან რუსეთმა), იგი შეძლებს „ბრძოლის ველზე“ გამოიყვანოს ასეთი (!!) ყაიდის ადამიანები იმ ოდენობით, მათ პროცესში გარდატეხა შეძლონ.
რომის იმპერიასაც ჰყავდა „კონტრაქტორები“, რომლებიც მისი ღირებულებებისთვის თავდავიწყებით იბრძოდნენ.
და აქვე დავაზუსტოთ: ტერმინს Empire მხოლოდ რუსულში აქვს ნეგატიური კონოტაცია.
თანაც ოდენ კომუნისტური ეპოქის ნარატივებში, რაც დღემდე გვამძიმებს.
რომის იმპერია რომ არ ყოფილიყო, თანამედროვე საკაცობრიო ცივილიზაცია საერთოდ არ იარსებებდა.
ევროპული ცივილიზიაცია კი უძლეველია მანამ, სანამ ძალუძს საკუთარი იდეალები გაუზიაროს და მიმზიდველი იყოს ამგვარი (!) თავისთავადი ადამიანებისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს, რაც დავწერე, იმპერსიონისტული ნარკვევია და მეტი არაფერი.
პოლიტოლოგიური ანალიზი სხვაა.
ძალიან მოკლედ: მე არ მჯერა და დღემდე ვერავინ დამარწმუნა, რომ ივანიშვილს და „ოცნებას“ მართლა „ჩელიაბინსკი“ უნდათ.
და რაკი ასეა, მოვიდა დრო, მომენტუმი, ზუსტად ამ „მომავალი საქართველოს“ განმასახიერებელი მშვენიერი ადამიანისთვის ორმხრივ კომპრომისზე იფიქრონ.