ამერიკული სანქციები და საქართველოს პროდასავლური სწრაფვა

ამერიკული სანქციები და საქართველოს პროდასავლური სწრაფვა

Ich kann nicht anders!

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილად განაცხადა, რომ დაასანქცირებს იმ კომპანიებს, რომლებიც თბილისში და ბათუმში რუსულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს მოემსახურება.

ანუ.....საქართველოს პირობებში ეს იმას ნიშნავს, რომ დაასანქცირებს თურქულ კომპანიას! იმიტომ, რომ ორივე აეროპორტს თურქული მხარე აკონტროლებს და მართავს.

ჰოდა აბა დავაკვირდეთ ახლა რეალურად (On the ground) როგორ მოიქცევა ვაშინგტონი და როგორ მოიქცევა ანკარა.

. . . . . . . . . . . . . . .

ვაშინგტონმა თურქული კომპანიები სტამბულსა და ანტალიაშიც დაასანქცირა იმავე მიზეზით მცირე ხნის წინ, თუმცა ერდოღანმა უმალვე შექმნა `ფეიკ-კომპანიები` სპეციალურად რუსული ავიაკომპანიების მომსახურებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ...მე ცოტა არ იყოს მწყინს, რომ აშშ არ ემუქრება სანქციებით არც მეზობელ სომხეთს და არც მეზობელ აზერბაიჯანს, სადაც ათჯერ მეტი რუსული რეისი სრულდება.

სინამდვილეში (!) ორივესთან, სხვადასხვა მიზეზით, ამერიკას ბევრად ღრმა ურთიერთობა აქვს, ვიდრე საქართველოსთან.

არ გაგიკვირდეთ. - ნამდვილად ასეა.

`ისინი ნატოს წევრობისკენ არ ისწრაფვიანო`

უკაცრავად....... უკაცრავად......დიდი ბოდიში...... ეს ``ისწრაფვიან`` რა ჯანდაბაა?

`წევრობა` სხვაა, `MAP` სხვაა და `სულ სხვა საქმეა`, მაგრამ `ისწრაფვის` რა ბედენაა მეთქი?

ანუ `სწრაფვა` ისჯება?

მესმის წევრობისას ისჯებოდე ან თუნდაც MAP-ის მიღების შემდეგ რადგან ერთიც და მეორეც პრივილეგიაა, ოფიციალური (!) სტატუსია და გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს შენი მხრიდან(აც) მაგრამ `სწრაფვა` რა სტატუსია?!

დიდი მეგობარი თუ პარტნიორი სამართლიანად უნდა გვექცეოდეს და მის წილ პასუხისმგებლობასაც კისრულობდეს. აბა სხვა როგორ?

ვიმეორებ: `წევრობა` სხვაა ან თუნდაც `MAP`, მაგრამ..... `სწრაფვა` რა ჯანდაბაა?

ამ `სწრაფვის` ტალღაზე 30-ზე მეტი ჩვენი გმირი ბიჭი დაიღუპა ავღანეთში.

ნათელი მათ ხსოვნას.

ისინი საქართველოსთვის დაეცენ!

გადასარევი რა.....გულმოდგინედ მიმტკიცებს ზოგიერთი, რომ Aspiration ანუ იმედი და ძალისხმევა (სამწუხაროდ უშედეგო) დ ა ს ჯ ა დ ი ა! ანუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმისთვის, რომ 25 წელია გვაქვს ეს იმედი და ძალისხმევა (მივისწრაფვით დასავლეთისკენ), ხოლო მეზობელი სომხეთი და მეზობელი აზერბაიჯანი არ უნდა დაისაჯონ რუსეთის მიმართ ასეთი და ბევრად უარესი საქციელისთვის იმიტომ, რომ ამგვარი იმედი და ძალისხმევა (არც შედეგიანი და არც უშედეგო 25 წელია) არც არასდროს ჰქონიათ.მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ სანქცირებული საქონლის 70% რომელიც რუსეთის ევროპულ ნაწილში შედის ევროკავშირიდან, შედის სომხეთის წყალობით!!! წაიკითხეთ გუშინდელი Financial times: ფორმდება როგორც ევროკავშირის ექსპორტი სომხეთში რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტით და....რჩება რუსეთში. აღარაფერს ვამბობ, რომ რაც ფოთისა და ბათუმის პორტებიდან შედის სომხეთში, ფორმდება და ბაჟდება ЕРАЗЭС წესებით და მერე იგზავნება რუსეთში, როგორც სომხური (!) საქონელი ლარსის გავლით. აზერბაიჯანი კიდევ ამაზე ბევრად მეტი და უარესი. საოცარი არგუმენტი ვნახე: ``სომხეთს ვერ დასჯის დასავლეთი, რაკი....ომშია და....ანუ ზერბაიჯანთან ომშია და......```კვლავაც უკაცრავად...უკაცრავად.......დიდი ბოდიში.....საქართველო ომში არ არის?! ჩვენი ტერიტორიები არ არის ოკუპირებული იმ ვითარებაში, როდესაც არათუ ალიანსის წევრები არა ვართ არამედ MAP-იც არა გვაქვს ანუ არანაირი რეალური ვალდებულება არავის არა აქვს საქართველო დაიცვას (არსად არ წერია არაფერი მ ს გ ა ვ ს ი) როცა რუსული ტანკები 30 კილომეტრში დგას თბილისიდან? ვინც ბოროტგანწყობილი არ არის გაიგებდა, ჩემი პოსტის დედააზრს: დასავლეთმა, დიახაც, კეთილი უნდა ინებოს და ამ მრავალტანჯულ ქვეყანას, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლოაბში უსასტიკესად დაისაჯა სწორედაც მისი პროდასავლური ასპირაციისთვის, მისცეს უსაფრთხოების რეალური, ოფიციალური, ქაღალდზე გაწერილი (!) გარანტიები. როგორ - სხვა თემაა. იქნება ეს MAP პირველ ეტაპზე თუ ევროკავშირის კანდიდატობა, თუ საქართველოს გადარჩენილ ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგება - სხვა თემაა მეთქი. ოღონდაც ნუ მომიყვებით რა ზღაპრებს, რომ ღარიბაშვილი და ივანიშვილი უარს იტყვიან. არ დაიჯეროთ. 

 

დათო