გეოგრაფიის ბედისწერა
საშინელ დღეში ვართ.
პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს დასისხლიანება და ძვალთა მტვრევა.....
მაგრამ არა მხოლოდ
ამაზე არანაკლებ საზარელი ჩემთვის იყო შალვა პაპუაშვილის ინტერვიუ რ2ზე, პრემიერის საბედისწერო განცხადებამდე 1 დღით ადრე.
არავითარი ადეკვატური პასუხი მე არ მომისმენია პაპუაშვილის საზრისებზე მომდევნო დღეებში, არადა სულმოუთქმელად ველოდი.
არ ვაპირებ ციტირებას.
დავწერ მხოლოდ იმას, რაც პაპუაშვილმა არა მხოლოდ გაასიტყვა, არამედ ი გ უ ლ ი ს ხ მ ა.
და ამით გახსნა (როგორც სჩანს შეთანხმებული იყო, გასაგებია ვისთანაც), რა "ქიმია" მიმდინარეობს ახლა სახელისუფლებო წრეებში:
.მაშ ასე, რას გვეუბნება პაპუაშვილი:
......საქართველოს ეკონომიკა და საქართველოში სამუშაო ადგილები, ქართველი ხალხის შემოსავალი და ლუკმა- პური 95% ით დამოკიდებულია იმ სივრცეზე, რომელიცარ არის ევროპა, არ არის ევროკავშირი და არც ოდესმე იქნება ევროკავშირი....თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში, მოგვიწევს გავაუქმოთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ყველა მეზობელ ქვეყანასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ცენტრალურ აზიასთან......რუსეთთან....... იმ ვითარებაში, როდესაც არაფერი შეგვიძლია შევთავაზოთ ევროპულ ბაზრებს. ქართულ ღვინოს იქ არ მიიღებენ, ქართული მანდარინი სულ სხვა კონსისტენციისაა, იგივე ეხება სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციას. არანაირი ევროკავშირის დოტაცია სოფლის მეურნეობაზე არ ნიშნავს, რომ კახელ მევენახეს დაენიშნება პენსია 1000 ევრო თვეში, თუ საერთოდ ვერ გაყიდის ღვინოს.....ყაზახი ტურისტი და რუსი ტურისტი და არაბი ტურისტი ა(ღა)რ ჩამოვა მაშინ, როცა ფრანგები და იტალიელები არ ჩამოვლენ. მოლდოვა ევროკავშირს უშუალოდ ესაზღვრება, ჩვენ არა.....ისევე როგორც უკრაინა. მოლდოვას ისეთი პრომიუტერი ჰყავს იქ, როგორიც რუმინეთია, ჩვენ არა....,ჩვენ ზღვა უნდა გადავცუროთ. ძვირია....ამიტომ საერთოდ უნდა ვიფიქროთ.....გვაწყობს კიიიი....ეს ევროკავშირი.....თუკი სულ სხვა სივრცის ნაწილი ვართ.....
აი ასეთი იყო პაპუაშვილის ნარატივი.
და რა უპასუხეს ამ საშინელებას ქართველმა პროდასავლელმა პოლიტიკოსებმა?
ერთმა პოლიტიკანშამ, მეორე დღეს: "სამაგიეროდ, ევროკავშირის პასპორტით მსოფლიოს 178 ქვეყანაში შეგვეძლება უვიზოდ შესვლაო...."
მოიცათ...მოიცათ......ამას ვეუბნებით იმ კახელ მევენახეს? ყურძენი კი დაგილპება, მაგრამ სამაგიეროდ ფილიპინებზე უვიზოდ შეგიშვებენო?
ან იმ საწყალ ოზურგეთელ მარტოხელა ქალს, ქმარმა რომ მიატოვა, სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგა, 3 შვილს და მოხუც მშობლებს უვლის და ერთადერთი სარჩო ის აქვს ყოველ დილით ოზურგეთიდამ ბათუმის სასტუმროში მიდის სადაც სასადილოში მუშაობს და მისი ცხოვრება კი არა ს ი ც ო ც ხ ლ ე ტურიზმზეა დამოკიდებული?!
პასუხი სჭირდება მეთქი ამ ნარატივს!!
ჩემზე ბევრად მცოდნე და კომპეტენტური ხალხისგან!
ვინც იცის ის, რაც მე არ ვიცი!!
მხოლოდ გამიხარდება.
ოღონდ უფრო სერიოზული არგუმენტებით, ვიდრე ფილიპინებია.
იმიტომ, რომ ის პროცესები, რაც ახლა ტრიალებს..... როგორც ჩანს ბევრად ღრმაა და ხელისუფლება გვეუბნება ზუუუუუუუსტად იმას რაც 100 წლის წინ გვითხრეს ქართველმა ბოლშევიკებმა: "დავეტიოთ ჩვენს გ ე ო გ რ ა ფ ი ა შ ი! მას ვერ გავექცევითო!!"
ამაზე რომ ვფიქრობ, სულ მახსენდება შესანიშნავი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფენომენალური, დაუფასებელი, მაგრამ საოცრად ღრმა და წინასწარმეტყველური ფილმი: "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი ბაბუა".
ეს ფილმი ჯორჯაძემ 1988 წელს, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე გადაიღო და ახლადდაწყებული მოძრაობის რისხვაც დაიმსახურა.
არადა ამ თემაზეა ზუსტად: გეოგრაფიის ბედისწერაზე.
გთხოვთ ნახოთ და დააკვირდეთ.
ბოლოს და ბოლოს, საზრისსაც რომ თავი დავანებოთ ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია. მარტო ლოლაშვილი და ფირცხალავა რად ღირს.
მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ეს საზრისი მართალი იყოს.
მაშინ ტყუილად უცხოვრია ჩვენს თაობას..... და ჩვენი თავი ჯანდაბას..... მაშინ გამოდის ჩვენი შვილებიც სულ ტყუილად სწირავენ ახლა თავს.
დათო
რომი
2024 წლის 8 დეკემბერი.