ბიძინა, მიშა და საარჩევნო სლოგანი „საქართველო იმსახურებს უკეთესს“
026 წლის 26 მაისის წარმატებული ოპოზიციური აქციის დევიზმა „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ ფანატიკური, შეურაცხადი ფეისბუკ-ჯოგის ცოფიანი რეაქცი2026-06-08 17:35:17 გამოიწვია: „ეს რა სლოგანიაოოოოოოო“
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აბსოლუტურად უსარგებლო და (მეტიც) მავნე სლოგანია იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ემზადება რევოლუციისთვის! მაგრამ.....ეს არის უაღრესად კეთილშობილი, სწორი, მიზანშეწონილი, ჭკვიანური და ზუსტად, მიზნობრივად გათვლილი დევიზი, თუ ოპოზიცია უკვე ემზადება არა რევოლუციისთვის, არამედ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის!!
როგორც ჩანს ოპოზიციის „ტოპ-ტვინები“ მიხვდნენ, რომ საქართველოში არჩევნებს ვერაფრის დიდებით ვერ მოიგებენ თუ არ მიიმხრობენ არსებით ნაწილს იმ ელექტორალური კატეგორიისა, რომელიც მუდამ წყვეტდა „ხელისუფლების საკითხს“ ამ ქვეყანაში, დაწყებული 1995 წლიდან.
ეს არის ე.წ. (პირობითად) „ეტატისტი“ მათ შორის სტატუს-კვო/ლოიალისტი/ცვლილებებმოშიში/ ამომრჩევლის კატეგორია.
ყველაზე მრავალრიცხოვანი, თანაც კ ო ნ ს ო ლ ი დ ი რ ე ბ უ ლ ი კატეგორიაა, რომელმაც უზრუნველჰყო, რომ მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის სხვაობა მთელი 40% (!!) აღმოჩნდა.
იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციას მხოლოდ ელექტორატის მეორე კატეგორიამ ე.წ. „პროტესტულმა ამომრჩეველმა“ დაუჭირა მხარი.
თანაც დაქუცმაცებულად.
ამ კატეგორიის (ე.წ. „ეტატისტი“ მათ შორის სტატუს-კვო/ლოიალისტი/) ამომრჩევლის არსებითი ნაწილის მისამხრობად კი, 2028 წლის არჩევნებამდე აუცილებელია ოპოზიციამ იგი დაარწმუნოს, რომ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში გამოიწვევს არა მორიგ ისტორიულ კატაკლიზმებს, „პოლიტიკურ მიწისძვრებს“, ახალ ეპოქალურ ცვლილებებს, ზე-რადიკალურ ნაბიჯებს და მით უმეტეს ქვეყნის დაბრუნებას 1988-2008 წლების „სამარცხვინო დამარცხებათა სისხლიან ოცწლეულში“, არამედ უბრალოდ......მოვა „ოცნებაზე“ უკეთესი (!), უფრო ქმედითი, უფრო „გამკეთებელი“ და კრეატიული ხელისუფლება, რომელიც გაზრდის ბიუჯეტს იმაზე მეტად, ვიდრე დღესაა; მეტ ტურისტს შემოიყვანს ვიდრე „ოცნებამ“ შემოიყვანა; მეტ სამუშაო ადგილს შექმნის ვიდრე „ოცნებამ“ შექმნა; ოცნების შემოღებულ „საყოველთაო ჯანდაცვას“ კი არ გააუქმებს იდიოტი „ლიბერტარიანელების“ დაჟინებით, არამედ პირქით - მასაც გ ა ა უ მ ჯ ო ბ ე ს ე ბ ს, გაფართოვებს; იმაზე მეტად და იმაზე უკეთ გაიყვანს გზებს, ვიდრე „ოცნებამ“ მოახერხა და ა.შ და ა.შ. და ა.შ.
სწორედ ამ პროქტთან თუ სოციალურ მესიჯთან რეზონირებს და რეფერირებს ეს ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული სლოგანი: „საქართველო იმსახურებს უ კ ე თ ე ს ს!“
ოღონდ თუ ესაა (და ნამდვილად ეს არის როგორც ჩანს) 2028 წლისთვის ოპოზიციური პროგრამა - გამოხატული, დიახაც ჭკვიანური და მიზანშეწონილი სლოგანით „საქართველო იმსახურებს უკეთესს“, მაშინ..... აქედან გამომდინარე...... მეორე სტრატეგიული ნაბიჯი უნდა იყოს ალტერნატიული, „ეტატისტური“ (პირობითად), ცხადად კონსოლიდირებული ოპოზიციური პ ა რ ტ ი ი ს (და არა ამორფული კოალიციის) ჩამოყალიბება, რომელიც 2028წლის არჩევნებზე დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო ეტატისტურ პარტიას.
„მემარჯვენე-ცენტრისტული“ ეტატისტური პარტია დაუპირისპირდეს „მემარცხენე-ცენტრისტულ“ ეტატისტურ პარტიას.......
როგორც ბრიტანეთშია („კონსერვატორები“-„ლეიბორისტები“) ან ამერიკაშია („რესპუბლიკელები“ - „დემოკრატები“)
ამ მეორე ნაბიჯის გადადგმის გარეშე მხოლოდ სლოგანით არაფერი გამოვა!!
უნგრეთის ოპოზიციამ, რომელიც „კოალიციის“ სახით პირწმინდად დამარცხდა 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიუხედავად „პროტესტული ელექტორატის„ მასობრივი მხარდაჭერისა, ორბანის ეტატისტური პარტიის დამარცხება 2026 წელს შეძლო მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით, რომ თავადაც ჩამოყალიბდა როგორც ეტატისტური ალტერნატივა (!) მკაფიო პროგრამით და გამოკვეთილი, კონსოლიდირებული ლიდერშიპით.
შესაბამისად, შეძლო (პირობითად) „ეტატისტი ამომრჩევლის“ მიმხრობა
საქართველოში ამგვარი „ეტატისტური ალტერნატივის“ შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს მიხეილ სააკაშვილმა, რაკი მას აქვს (ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილს უკვე აქვს) „ეტატისტური ბეგრაუნდი“.
ეს არ ნიშნავს, რომ მიშა იქნება ამ ალტერნატიული, ოპოზიციური, ეტატისტური პარტიის ერთპიროვნული ლიდერი, რასაც ის ვერც შეძლებს და რაც მთავარია თავად არ სურს პიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება.
მიშას ასპირაცია უკვე არის არა ძალაუფლება (Power) არამედ მემკვიდრეობა (Legacy).
აბსოლუტურად სხვადასხვაა.
საბოლოო ანგარიშით, ეს კარგი იქნება თვით „ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც უამრავი სიკეთე გაუკეთა ამ ქვეყანას, თუნდაც იგივე „საყოველთაო ჯანდაცვა“ და ხანგრძლივი მშვიდობა ამ მრავალტანჯულ, ისტორიით დაღლილ ქვეყანაში (ისევე როგორც მიშამ - „აჭარით“ და უმაღლესებში საერთონაციონალური გამოცდებით); ხოლო შედეგად.......2028 წლისთვის გ ვ ე ღ ი რ ს ე ბ ა დემოკრატია, ანუ...ხელისუფლებათა საარჩევნო (!) ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა და ეტატისტურ პარტიათა სამთავრობო მ ო ნ ა ც ვ ლ ე ო ბ ა.
როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებშია.
დათო
ისტორიისა და ევროპული მომავლის რიგითი ჯარისკაცი