`ამერიკული კანონი` და `რუსული გარემო`

მეგობრებო, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროთ (სიმართლე!), რომ `კანადა აპირებს მიიღოს ასეთი კი არა, ამაზე ბევრად მკაცრი კანონი`, `ბრიტანეთმა შარშან მიიღო ასეთი კი არა, ამაზე მკაცრი კანონი`, `ამერიკაში მოქმედებს ასეთი კი არა, ამაზე მკაცრი კანონი`, `ევროპარლამენტი ემზადება მიიღოს ასეთი კი არა, ამაზე მკაცრი კანონი`.......
ეს სრული სიმართლეა, მაგრამ რა ვქნათ, ეს სიმართლე ვერ შეცვლის იმ უეჭველ მოცემულობას, რომ კანონი არ არსებობს კონტექსტის, ანუ გარემო-პირობათა გარეშე:
ის კანონები მოქმედებენ გარემოში, სადაც არსებობს არაკონიუნქტურული სასამართლო (არც ერთხელ არ დამიწერია `დამოუკიდებელი` - ეს სხვაა, ხოლო `კონიუნქტურული` ბევრად მძიმე წყლულია); არსებობს და ძალუმად ფუნქციონირებს განვითარებული სამოქალაქო სექტორი, რომლის 99% `ადგილობრივია` (ჩვენთან პირიქითაა!-დ.); პოლიტიკურად არაკორუმპირებული ბიუროკრატია ყველა დონეზე;
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს ხელისუფლებათა, ანუ მთავრობათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!
არა `ცვლილება` A ხელისუფლებისა B ხელისუფლებით, არამედ ცვალებადობა (!), რაც სულ სხვაა, ანუ ქმნის იმის 1000%-იან გარანტიას, რომ სისტემურად გამორიცხულია ამ კანონის `ინსტრუმენტალიზება` კონკრეტული პოლიტიკური ინტენციის განხორციელებად..
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ერთია ეს კანონი `კონსოლიდირებულ დემოკრატიაში` და სულ სხვაა იგი არაკონსოლიდირებულ, განუვითარებელ `ჰიბრიდულ` დემოკრატიაში.
მე არა, მაგრამ `ჰიბრიდულ დემოკრატიათა` თეორეტიკოსებს ალგებრული განტოლებების დონეზე აქვთ ამის დამადასტურებელი ფორმულები გამოყვანილი.
ვიყოთ ჩვენც (ავაშენოთ ჩვენც) `კონსოლიდირებული დემოკარტია` და აბა თუ ვინმე გვეტყვის, `რუსულ კანონს` რატომ იღებთო?!
მით უმეტეს, როცა ამერიკულს უფრო ჰგავს მართლა და არა რუსულს.
ეს არც ერთხელ არ დამიყენებია ეჭვქვეშ (მიყვარს ორმაგი უარყოფა)
დათო
p.s ვინც ამ პოსტის გამო მეტყვის `შენ მიშას პრემიერ-მინისტრობის მომხრე ხარო`, აღარ ვუპასუხებ -
დავიღალე უკვე რა.
მით უმეტეს, რომ მიშას ისე უნდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა, როგორც მე - ჩინეთის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნობა!
P.P.S სხვათა შორის, ეს ბოლო პასაჟი მე დაუვიწყარ ირაკლი წერეთელს `ვესესხე`.
2 000 წელს, როცა `აღორძინება` და `დიდი ქართული ინტელიგენცია` ასლანს ეხვეწობოდა პრეზიდენტად კენჭი ეყარა, სწორედ ირაკლი წერეთელმა თქვა: `მაგას ისე უნდა საქართველოს პრეზიდენტობა, როგორც მე - ჩინეთის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნობა.`
მე კი სხვისი `გამონათებების` მითვისება არ მჩვევია.