ჩინოსანთა განკითხვის დღე

ჩინოსანთა განკითხვის დღე

        ბიუჯეტის სეკვესტრი მრისხანედ გვიახლოვდება. როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტრო დღეს ან ხვალ დაასრულებს ყველა პროცედურას, ხოლო სამინისტროები (მათ შორის ძალოვნები) კბილთა ღრჭიალით, თუმცა, მიანც დაეთანხმნენ გარდაუვალს).

        მირიან გოგიაშვილის განცხადებით, სეკვესტრი 96 მილიონ ლარს არ გადააჭარბებს. 100 მილიონი აქ საკრალური ციფრი არ არის, თუმცა, იგი უფრო ახლოს არის მი ზღვართან, რომელთანაც მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსთა მინისტრს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ამის მიუხედავად, რასაკვირველია, სავალუტო ფონდი, არც თუ შემთხვევით, მოითხოვს საკითხის გატანას პარლამენტის სხდომაზე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს სახელმწიფოს და არა მის რომელიმე უწყებას. არადა, ის გადაწყვეტილება, რაც პარლამენტმა უნდა მიიღოს, რეალურად ქვეყნისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყბადაღებული საარჩევნო კოდექსი.
        თუ სეკვესტრი არ განხორციელდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს არ დაუჭერს ოქტომბრის სესიაზე საქართველოს კრედიტორთა პარიზის კლუბში გაწევრიანებას ანუ, ვიდრე ჩვენი კრედიტორი ქვეყნები (მათ შორის რუსეთი!) მიიღებენ საშუალებას, მოითხოვონ ვალების დაუყოვნებლივ დაფარვა. რა შეუშლის ხელს რუსეთს, მაგალითად, მოითხოვოს მისთვის ვალების ანგარიშში იგივე სტრატეგიული მილსადენის გადაცემა? უარის შემთხვევაში კი პარიზის კლუბი საქართველოს გაკოტრებულ ქვეყნად (დეფოლტად) გამოაცხადებს და ეს იმ ფონზე, როცა გარკვეული ძალები ვაშინგტონში, რუსების საამებლად ავითარებენ, ეგრეთ ოწდებულ, არშემდგარი სახელმწიფოს თემას.
        რასაკვირველია, მოვლენათა ამგვარი ალგორითმი საქართველოში ისეთი პოლიტიკური კრიზისის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომ არჩევნები სასკოლო «დახუჭობანას» თამაშს დაემსგავსება. ამრიგად, პარლამენტში ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში მაქსიმუმ მომავალი კვირის ბოლომდე, მაგრამ რა ბედი ელის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში, ძალიან ძნელი წარმოსადგენია.
        ყველაფერი, ისევ და ისევ, არჩევნებსა და საარჩევნო კანონს უკაშვირდება. დეპუტატთა უმეტესობა უკმაყოფილოა სახელისუფლებო პარტიათა პოზიციით კოდექსის საკითხში, იმ მაჟორიტარებთან და «გავლენიან ჯგუფებთან» ერთად, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ბიუჯეტის სახარჯო ნაწილის შემცირებას. ეს აშკარად აბსოლუტური უმრავლესობაა, ანუ 118 ხმაზე მეტი. გაუგებარია, ამ ვითარებაში როგორ უნდა გავიდეს კანონი, რომლის მიღებას, სწორედ აბსოლუტური უმრავლესობა სჭირდება?
        რაც შეეხება სეკვესტრის სტრუქტურას, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანაშმრომლების შეცმირება გაბედა. ეს საქართველოში საკმაოდ სარისკო ნაბიჯია, თუმცა, როგორც მსოფლიო ბანკი, ასევე სავალუტო ფონდი 1994 წლიდან (როცა მუშაობა დაიწყეს), განცვიფრებით ადარებდნენ ჩვენი ქვეყნის საბიუჯეტო რგანგიზაციათა თანაშმრომლების ოდენობის შეფარდებას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან.
        სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესო კრიტერიუმია. მიაქციეთ ყურადღება, ადარებენ არა მოსახლეობის რაოდენობას, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართებას ამ მაჩვენებელთნა. უტყუარია, რომ რაც უფრო მცირეა მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა ერთ სულზე, მით უფრო მეტია ბიუროკრატიისა და საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანაშმრომლების ოდენობა. მაგათლიოთად, ახალ ზელანდიაში, სადაც მშპ-ის ოდენობა ერთ სულზე 2M-ჯერ (!!!) მეტია, ვიდრე საქართვლეოში, საბიუჯეტო ორგანიზაციათა მუშაკების ფარდობითი რაოდენობა 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ისევ და ისევ, აქ ვგულისხმობთ არა აბსოლუტურ რაოდენობას (ეს შეიძლება მეტიც იყოს)9 არამედ სწორედ ამ მაჩვენებლის შეფარდებას მთლიანი შიდა პროდუქტის («პერ-კაპიტა») ოდენობასთან.
        საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ბედავს ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ქართული სოციუმი ამას გააფთრებით ეწინააღმდეგება. ბიუროკრატს, რომელსაც მიზერული ხელფასი აქვს, კორუფციის გარდა ამბიციაც ამოძრავებს, რომ ფორმალურად ირიცხება უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებაში.

        შესაბამისად, მოქმედებს ასბურდული კანონი, რომ თუ ესა თუ ის ჩინოსანი «შემცირდება» სახელმწიფო დაწესებულებაში, მას შეუძლია იჩივლოს სასამართლოში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია იგი დააკემაყოფილოს «შტატით» სხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში. ასეთ ვითარებაში,ფაქტობრივად, არანაირ შემცირებას საბიუჯეტო ხარჯების შესაკვეცად აზრი არ აქვს და საბაზრო ეკონომიკის მქონე საქართველო დღემდე ათრევს იმ ბიუროკრატულ მაჯლაჯუნას, რომლეიც საბჭოთა პერიოდიდან გადმოჰყვა, უმეტესწილად, უსაქმური და უვიცი ჩინოსნების სახით, რომლებიც იმ ეპოქის სულისკვეთებითა და მეთოდებით საზრდოობენ.

დილის გაზეთი, 31 ივლის, 2003 წელი