ქალი-ადამიანია! მაგრამ.....მამაკაცი ადამიანი არ არის?

ქალი-ადამიანია! მაგრამ.....მამაკაცი ადამიანი არ არის?

ყოველთვის დავეხმარები მეგობრებსა და ფრენდებს, რათა დააკვირდნენ იმას, რაც დასაკვირვებელია, შენიშნონ ის, რაც შესამჩნევია და გაარკვიონ ის, რაც გასარკვევია.

და...დიახ, მე არასდროს არაფერს ვაპრავებ (ეს არ მაინტერესებს და იმიტომ) მე მხოლოდ აღვწერ და ვხსნი ჩემი ძვირფასი, რთულად აზროვნების მოყვარული და უნარიანი მკითხველებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აბა დავაკვირდეთ:

აშშ საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით (მედიამფლობელმა ვატო წერეთელმა - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეაგინა, ამან კი ხელი გაარტყა) გვეუბნებიან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ძალადობა დასჯადი ქმედებაა, ხოლო შეურაცხყოფა - სსკ დასჯადი საერთოდ არ არის.

იმიტომ, რომ არ არსებობს ამგვარი მუხლი სს კოდექსში `შეურაცხყოფა`.

ასეა? კი, ასეა.....ოღონდ.....ოღონდ...

ღირსპატივცემულმა ანრი ოხანაშვილმა, დათა და ძმათა მისთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლები და ცნებები და იურიდიულ-სამართლებრივი კორელაციები ისეთნაირად შეადგინეს, ისეთი სივრცეები დატოვეს ინტერპრეტაციებისა (უნდა ვაღიაროთ ეს საკმაოდ ეშმაკურად მოახერხ(ა)ეს), რომ სუბიექტური ინტერპრეტაცია დამკვიდრებულ სამართლებრივ პრაქტიკად აქციეს.

აბა დავაკვირდეთ რა ხდება: თუ მამაკაცი - მამაკაცს შეაგინებს, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და ციხით არ ისჯება. გეუბნებიან: `შესაბამისი მუხლი სს კოდექსში არ არსებობსო და.....`. ზოგჯერ შეიძლება მხრებიც აიჩეჩონ ამის გამო `ნაივური გამომეტყველებით`.

მაგრამ....თუ მამაკაცი ძალიან ცუდად მოიქცევა და ქალს შეაგინებს (თუნდაც არა ოჯახის წევრს არამედ ნებისმიერ ქალს) უეჭველად ციხეში მიდის სისხლის სამართლის კოდექსით!

კი მაგრამ როგორ? აკი არ არსებობსო შესაბამისი მუხლი სს კოდექსში?

როგორ და ღირსპატივცემული ანრის, დათა და ძმათა და პროფილურ NGO-თა შედგენილი ხსენებული `იურიდიული კორელაციებით`, `სუბიექტური ინტერპრეტაციებით` და ცნების განმარტებით, თუ მამაკაცი ქალს შეაგინებს (ნებისმიერ ქალს - არა მხოლოდ ოჯახის წევრს) ეს `გადის` და ინტერპრეტირდება სსკ მუხლით `ძალადობა`.

ანუ ამ შემთხვევაში ძალადობად ითვლება, ხოლო მამაკაცის მიერ მამაკაცისთვის დედის სულის ტრიალი, თუნდაც ყველაზე ბინძურად და მთელი ცხოვრება რომ დაგამახსოვრდება, მთელს ცხოვრებას რომ გაგიმწარებს ისეთი ფორმებით, სინტაქსით და მორფოლოგიით - - არ ითვლება ძალადობად.

შესაბამისად....` აბა კოდექსში მუხლი არ არის - ამეიღენ და......`

სწორია? `სწორია`! რადგან ქალი - ადამიანია. ხოლო მამაკაცი - ადამიანი არ არის.

ოღონდ ღირსპატივცემულ ანრის (რომელიც მამაკაცია), ნამდვილად ვერ წარმოედგინა თუ ეს `კორელაცია` შესაძლოა პირადად მას შეხებოდა.

ეგონა თავად მას არ შეეხებოდა და ვიღაც სხვას შეეხება ის რაფინირებული მიმართება, რაც მან შეადგინა პირადად და ჩადო მოქმედ სს კოდექსში.

და რომლის თანახმად, ქალი - ადამიანია, ხოლო მამაკაცი - ადამიანი არ არის.

ამიტომ მამაკაცმა შეიძლება აგინოს მამაკაცს - სისხლის სამართლის კოდექსი ამას უშვებს, რაკი ღირსპატივცემული ანრისათვის კარგად ცნობილი იურიდიული მაქსიმას შეგახსენებთ: ფუნდამენტური იურიდიული ნორმის თანახმად, ყველაფერი, რაც აკრძალული (დასჯადი) არ არის, ნებადართულია!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა განგება ხშირად სასტიკი, თუმცა სამართლიანია!

სწორედ ეს მაქსიმა გამახსენდა, როცა გუშინ ნოდარიკოსა და მისი მშვენიერი ლეგიონის მხრიდან `თავზე დასხმის` მორიგ სეანსს ვუყურებდი.

ანდა ლათინური რად გვინდა? ერთი დიდებული ქართული გამოთქმის პერიფრაზით: `ნუ დაჩაგრავ სხვასაო (საელჩოებისა და პროფილური NGO-ების თვალში რომ `კარგი` და `სწორი` გამოჩნდე) - გადაგხდება თავსაო`.

იჯდეს ახლა და ყლაპოს ბოღმა.

მთავარი ისაა, რომ ამ უგვანი და უსამართლო (მათ შორის გენდერულადაც უსამართლო), გაიძვერული ინტერპრეტაციებით ასეულობით ადამიანი იხდის სასჯელს საქართველოს ციხეებში.

სწორად იხდის? დიახ, სწორად და სამართლიანად იხდის, რადგან არ შეიძლება ქალს შეაგინო!

თუმცაღა გამოდის, ქალი ადამიანია, მამაკაცი რომ ქალს შეაგინებს, მისი ადგილი ციხეშია, ხოლო... მამაკაცი რომ მამაკაცს შეაგინებს თუნდაც ისე ბინძურად, როგორც, ღირსპატივცემული ანრის მტკიცებით მას შეაგინეს, ეს არაფერი, რაკი.... მამაკაცი ადამიანი არ არის!

აი თუ ფიზიკურ ძალას მიმართა ყველაზე ბინძური, ყველაზე სასტიკი და ცხოვრების გამამწარებელი გინების პასუხად.....ოოოოოო-----აი ეს უკვე ძალადობაა ამ შემთხვევაში.

ესე იგი მოძალადე მიდის ციხეში (წესით აშშ საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ქეისშიც უნდა წავიდეს-დ.) ხოლო მაგინებელი - არამც და არამც.

`აბა სს კოდექსში `შეურაცხყოფის` მუხლი თვითონ ამეიღენ და......`

ასეა არ არის ღირსპატივცემულო თქვენი შედგენილი სს კოდექსით?

კი, ნამდვილად ასეა.

ჰოდა იჯექით ახლა, უყურეთ ნოდარიკოს `მშვენიერთა ლეგიონს` (როგორ გასხამენ თავზე თქვენს მიერ შედგენილი კანონის სრულიად ლეგიტიმური განმარტებით) და ყლაპეთ ბაღლამი.

დათო