საერთაშორისო მიმოხილვა. 9 იანვარი. 2022 წელი
ყაზახეთის ხელისუფლების `თხოვნით`, ყაზახეთში შევიდა რუსეთის ჯარი.
ეს ჯარი `გაფორმებულია` როგორც მოსკოვის ინიციატივით შექმნილი ე.წ. `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის` `სამშვიდობო კონტინგენტი`. თუმცა სომხეთმა (!), ტაჯიკეთმა, ყირგიზეთმა და ბელორუსმა მხოლოდ სიმბოლური შენაერთები გააგზავნეს. მთავარი ძალა რუსეთის საჰაერო სადესანტო დივიზიაა, რომელიც სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადაისროლეს ყაზახეთის ქალაქებში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა მას შემდეგ მიმართა მოსკოვს ამგვარი `დახმარების` უმორჩილესი თხოვნით, როცა დარწმუნდა, რომ მისივე ძალისმიერი სტრუქტურები: უშიშროების სამსახური, არმია, პოლიცია, მერყეობდნენ, ზოგ შემთხვევაში კი ამბოხებული ხალხის მხარეს გადადიოდნენ.
ყოფილი დედაქალაქი ალმა-ატა უკვე რევოლუციონერებს ჰქონდათ დაკავებული. ტოკაევმა ისარგებლა იმით, რომ რევოლუციონერებს შორის, როგორც ხდება ხოლმე, იყვნენ მოროდიორები, მძარცველები, გამოჩნდნენ ისლამისტებიც. ამიტომ ეს ხელზე `დაიხვია` და პუტინს შეევედრა: გადამარჩინეო.
პუტინი დაეთანხმა, მაგრამ...... `უფასოდ` რომ ამას არ გააკეთებდა, ცხადია.
`ფასი` ამ შემთხვევაში ყაზახეთის სუვერენიტეტის დათმობაა: რუსეთის ჯარი ალბათ აღარც დატოვებს რეალურად ყაზახეთს.
პირველ რიგში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს ალმა-ატას საერთაშორისო აეროპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი `საჰაერო კარიბჭე` მოსკოვის კონტროლს ქვეშაა. ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ `ჩაკეტონ` უსაფრთხოების მოსაზრებებით. ასევე რუსებმა დაიკავეს ყველა დიდი ქალაქის ცენტრი და დედაქალაქ ნურსულტანის `სამთავრობო კვარტალი`.
ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი რუსი ჯარისკაცებითაა გარსშემორტყმილი და მათი` დაცვის ქვეშაა`. შესაბამისად მის ყოველ ნაბიჯს უკვე აკონტროლებს რუსული სამხედრო დაზვერვა ГРУ.
რომელ `დამოუკიდებლობაზე` შეიძლება აქ ლაპარაკი?
ზოგიერთი ნიშნით, ახლა ტოკაევი, პუტინის დავალებით, ცდილობს ყველაფერი ყოფილ პრეზიდენტ ნაზარბაევს გადააბრალოს, რომელსაც წლების განმავლობაში აქტიურად შემოჰქონდა ყაზახეთში დასავლური ინვესტიციები, რაც ძალიან არ მოსწონდა სინამდვილეში პუტინს.
კერძოდ, ტოკაევი აღარ უწოდებს ყაზახეთის დედაქალაქს `ნუსრულტანს` და საერთოდ აღარ ახსენებს `ელბასის` ანუ `ბელადს`, `წინამძღოლს`, `მარადიულ მმართველს`, რასაც უწოდებდნენ ნაზარბაევს.
2 დღის წინ მან ნაზარბაევი გადააყენა ეროვნული უშიშროების საბჭოს `მარადიული` თავმჯდომარეობიდან და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი დააპატიმრა (უკვე რუსების ხელით) `სახელმწიფო ღალატის`ბრალლდებით, რაკი ეს უკანასკნელი არ ესროდა მომიტინგეებს.
ასე თუ გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, თვითონ ნაზარბაევიც დაიჭირონ და ამით სცადოს მოსკოვის მარიონეტმა ტოკაევმა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, სანამ სახალხო ამბოხება დაიწყებოდა, ნაზარბაევს ხელებს უკოცნიდა,
ნაზარბაევის კლანი ჯერ არ ტოვებს ყაზახეთს რაც პრეზიდენტ ტოკაევის გაღიზიანებას იწვევს. მანამდე ყაზახეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სახელისუფლო მედიამ გაავრცელეს ფეიკი, თითქოს ნაზარბაევის ოჯახი ჩინეთში გაფრინდა.....დუბაიში გაფრინდა...... და ა.შ. თუმცა მოხუცებული ნაზარბაევი ყველანაირად ებღაუჭება ძალაუფლებას. ისევე, როგორც მისი დიდი კლანი. ასეულობით მილიარდი აქვთ მოპარული და არ ეთმობათ.
////////////////////////////
ყაზახეთში უდიდესი დასავლური ინვესტიციები ჩაიდო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამიტომაც, მიუხედავად ყაზახეთის ხელისუფლების მიერ მიტინგების დახვრეტისა, დასავლეთს ფრთხილი პოზიცია აქვს, რათა ეს ინვესტიციები არ დაკარგოს: აშშ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ყაზახეთს `ამერიკის ღირებული პარტნიორი` უწოდა, ორივე მხარეს (!) მოუწოდა თავი შეიკავოს ძალადობისაგან , თუმცა განაცხადა, რომ `არ ესმის, რა საჭირო იყო რუსეთის ჯარების შეყვანა ყაზახეთში`.
მართალია რუსმა მედესანტეებმა ალმა-ატას საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს, მაგრამ უკვე სრულიად აშკარაა, რომ პუტინის ნამდვილი ინტერესი სამხრეთ ყაზახეთი არ არის. მისი რეალური ინტერესია ცენტრალური ყაზახეთი და ჩრდილო ყაზახეთი, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ. იქვეა განლაგებული ყაზახეთის ორი სტარტეგიული ობიექტი: კოსმოდრომი `ბაიკონური` და `ურანის საბადოები`.
ამიტომ პუტინისთვის იდეალური ვარიანტი იქნება ვითარება, როდესაც სამხრეთ ყაზახეთში, იმავე ალმა-ატაში საშინელი სისხლისღვრა დაიწყება, აღარც დამთავრდება, სამაგიეროდ ცენტრალურ და ჩრდილოეთ ყაზახეთში ფორმალური `ხელისუფლება` შიშით აცახცახებული მიეკრობა რუსეთს და პირდაპირ თუ არა ირიბად `ჩააბარებს` უზარამზარი ქვეყნის ამ უმდიდრეს ნაწილებს, საიდანაც რუსები რეალურად აღარასოდეს წავლენ.
ალმა-ატაში კი სისხლისღვრა გრძელდება: ყაზახი სამხედროები პირდაპირ ხვრეტენ მიტინგებს. ზოგიერთი ცნობით, მიტინგების დახვრეტაში მონაწილეობენ რუსი სამხედროები ან რუსეთის სპეცსამსახურთა საგანგებო რაზმები, რომლებმაც ყაზახური არ იციან და რუსულ ენაზე აფრთხილებენ მომიტინგეებს დაიშალონ.
ასეულობით ადამიანია უკვე დახოცილი და ათასობით (5 ათასამდე) დაპატიმრებული.
რომც მოხერხდეს ახლა ვითარების სტაბილიზირება, ეს მხოლოდ დროებითი და ფორმალური იქნება ანუ ყაზახეთის `შიშით აცახცახებული ხეოლისუფლება`რუსულ ხიშტზე იქნება დაყრდნობილი და მოსკოვის გაბრაზებას მუდამ მოერიდება.
მოსკოვმა ყაზახეთში ჩინეთსაც `შეუსრულა`. ჩინეთი ძალიან აქტიურად შემოდიოდა ყაზახეთში, ახლა კი რუსები იმაზე `თამაშობენ`, რომ ყაზახებს ეშინიათ ჩინელებისა: `ჩინეთი მილიარდნახევარია, ტერიტორიები სჭირდება, ვაითუ ჩინელების ჩასახლებას გეგმავდეს, რუსები კი ციმბირში თითქმის არ ცხოვრობენ და აქ რუსების ჩამოსახლება რაში სჭირდებათო``- ასეთი სტერეოტიპები და ფობიები ვრცელდება ყაზახურ საზოგადოებაში.
////////////////////////////
რუსულ სამხედრო შენაერთებთან ერთად ყაზახეთში შევიდნენ სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის ქვედანაყოფები. მცირედნი რა თქმა უნდა.
საშინელი პრეცედენტია, რომ რუსეთმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად (!-ფორმალურ-იურიდიულად ვერ შეედავები, გამორიცხულია) შეიყვანა ჯარი მეზობელ ქვეყანაში. იმაზე არანაკლებ სახიფათო პრეცედენტია, ვიდრე არალეგიტიმურად რომ შეჰყავდა საქართველოში, უკრაინაში და ა.შ.
კიდევ უარესი ისაა, რომ ამ შემთხვევაში პირველად, მთელი პოსტსაბჭოური ისტორიის განმავლობაში მოსკოვმა მოახერხა თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც კოალიციის ჩამოყალიბება. ვერც ერთხელ, ვერც ერთი სხვა პოსტსაბჭოური კონფლიქტის დროს, მოკოვმა იგივე ვერ მოახერხა: კოსოვო, სირია, აფხაზეთის ე.წ. `სამშვიდობო ოპერაცია` 1994-2008 წლებში და ა.შ.
ზბიგნევ ბჟეზინსკის აქვს ნათქვამი: `რატომაა ამერიკა გლობალური ზესახელმწიფო, ხოლო რუსეთი არ არის ზესახელმწიფო მიუხედავად ბირთვული არსენალისა?` და თავად პასუხობდა: იმიტომ, რომ ამერიკამ, ყველა ბოლო ომის დროს, იმოქმედა, როგორც მრავალსუბიექტიანი სამხედრო კოალიციის ლიდერმა. ეს არის ზესახელმწიფოებრიობის უმთავრესი ნიშანიო
მართლაც, 1990 წლის ომის დროს კუვეიტის გასათავისუფლებლად, 1999 წლის ომის დროს ბალკანეთზე, 2003 წლის ომის დროს იმავე ჰუსეინის წინააღმდეგ და თქვენ წარმოიდგინეთ ამჟამად სირიაში ომის დროსაც, აშშ მოქმედებს როგორც უზარმაზარი სამხედრო კოალიციის ლიდერი. გაგიკვირდებათ ისეთი შორეული ქვეყნებიც კი მონაწილეობდნენ ამ კოალიციურ ძალისხმევაში.
აი რუსეთისთვის კი ეს პირველია და როგორი `კომიკურ-ფორმალურიც` არ უნდა იყოს ეს სამხედრო კოალიცია, აგრესიული მოსკოვის ძააააალიან სეროზულ სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებაა პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
დღემდე ОДКБ (Организация Договора о коллективной безопасности) კი არსებობდა, როგორ არა, მაგრამ ყველა კრიზისის დროს (მაგალითად თუნდაც აზერბაიჯან-სომხეთის ომი) რუსეთს წინააღმდეგობასაც კი უწევდა.
ცხინვალზე, უკრაინაზე და ყირიმზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ამ უბედურებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება, უმეტესწილად, რა თქმა უნდა, ყაზახეთის იმ გათავხედებულ კლანს, რომელმაც ეს ქვეყანა, სწორედ თავისი სიხარბით, ჯერ აჯანყებამდე, ახლა კი ოკუპაციამდე მიიყვანა.
////////////////////////////
ამ უბედურების მიზეზი, რაც ყაზახეთს (და არა მხოლდო ყაზახეთს) დაემართა მაინც ისაა, რომ ნაზარბაევის კლანმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, - თავხედობისა და სიხარბის ყოველგვარი `წითელი ხაზი` გადალახა.
ნაზარბაევის მრავალრიცხოვანი კლანი, მისი ვაჯიშვილები, ქალიშვილები, ძმები, სიძეები მრავალი მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობენ არა მხოლოდ დუბაიში, არამედ ევროპაშიც. მაგალითად შვეიცარიაში, საფრანგეთში, ამერიკაში.
დადასტურებულია, რომ ნაზარბაევის ქალიშვილი, დინარა კულიბაევა ჟენევის ტბის პირად ფლობს ვილლას, რომელშიც 75 მილიონი დოლარი გადაიხადა 2009 წელს.
კლანის სხვა წევრებმა შეიძინეს ბინები ნიუ იორკში - მანჰეტენზე, ასევე ესპანურ კოსტა-ბრავაზე და ლონდონის გარეუბნებში, მილიარდერების უბნებში, სადაც რუსი ოლიგარქებიც დიდ ქონებას ფლობენ.
ყველგან ლაპარაკია ელიტურ უძრავ ქონებაზე. მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულება, რაც ნაზარბაევის კლანმა გაიფორმა, 800 მილიონ დოლარს აღწევს. აქ არ ითვლება რასაკვირველია აქციები, ძვირფასეულობა, ოქრო, პლატინა, ლიკვიდური ობლიგაციები, საბანკო ავუარები ანგარიშებზე თუ საცავებში, იახტები, ბრენდული მანქანების კოლექციები, ბიტკოინის რეზერვები და ა.შ და ა.შ.
ფაქტიურად ყაზახეთის ეკონომიკა ნაზარბაევის კლანის ეკონომიკა გახდა. საკმარისია ითქვას, რომ სტრატეგიული გაზსადენი ჩინეთში, რომლითაც ყაზახური ბუნებრივი აირი ჩინეთს მიეწოდება, ამ კლანმა ააშენა და რეალურად მისი საკუთრებაა. მარტო ამ `საკუთრებიდან` ათეულობით მილიონის რენტა აქვთ.
რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ამგვარი `ღორობა` ცუდად დამთავრდებოდა და ნამდვილად ცუდად დამთავრდა ოღონდ.....არა ამ კლანისთვის (წასასვლელის მეტი რა აქვთ ან ფულის მეტი) არამედ ქვეყნისთვის, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო იყო მსოფლიოში და ახლა შესაძლოა რუსეთის გუბერნიად იქცეს.
იმ რუსეთისა, რომელსაც ასევე კლანები მართავენ.