საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ოქტომბერი 2021 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ოქტომბერი 2021 წელი.

სრული მარაზმი, რაც ტრიალებს აფხაზეთში, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა იმით, რომ აფხაზეთის ე.წ. `პარლამენტის` ორმა დეპუტატმა, კოკაიამ და არძინბამ სროლა აუტეხეს ერთმანეთს სოხუმის ცენტრში. მიზეზი - რა თქმა უნდა ბიზნეს-წილების გადანაწილება. ამჯერად არავინ დაჭრილა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინისთვის ძალიან კარგი და ჩვენთვის ცუდი ამბავია, რომ ევროპაში რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის ხელოვნურად გაძვირებამ უკვე გამოიწვია მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდაც. და ეს მოსალოდნელიც იყო, რაკი ევროკავშირი 500 მილიონიანი ბაზარია და ენერგომატარებელთა უდიდესი მომხმარებელია მსოფლიოში.

Brent მარკის ნავთობი უკვე $79-ზე ძვირი ღირს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის Urals მარკის ნავთიობიც გაძვირდება და პუტინს სერიოზული შემოსავალი ექნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ სირიის იდლიბის რაიონში, სადაც თურქეთის ჯარებია განლაგებული, `ისლამისტი ბოევიკები ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ`. როდესაც რუსული პროპაგანდა ასეთ ფეიკებს ავრცელებს, მუდამ იმას ნიშნავდა და ნიშნავს, რომ სწორედ რუსეთი და მისი მარიონეტი სირიის ხელისუფლება აპირებს ახლა იდლიბის პროვინციაში (ერთადერთი ეს პროვინცია დარჩა ოპოზიციის კონტროლირებული სირიაში, თუ ქურთულ რეგიონს არ ჩავთვლით, სადაც ამერიკელები დგანან) ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას.

როგორც ბევრჯერ გაუკეთებიათ ადრეც და მერე უთქვამთ `როგორ გეკადრებათ, ჩვენ კი არა ოპოზიციამ გამოიყენა პროვოკაციის მიზნითო`.

საქმე ისაა, რომ სხვაგვარად, ანუ პირდაპირ შეტევით, ქიმიური იარაღის გარეშე, ტანკებით, ცოცხალი ძალით ბაშარ ალ ასადი და რუსები იდლიბს ვერ იღებენ: ძალიან მაგრადაა დაცული და თურქების `დრონებს` ესე იგი უპილოტო სამხედრო საფრენ აპარატებს ხომ საერთოდ ვერაფერი მოუხერხეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთმა 77 სამხედრო თვითმფრინავი გააგზავნა ტაივანის `საჰაერო თავდაცვით სივრცეში`. ეს არ არის იგივე, რაც სახელმწიფოს `საჰაერო სივრცე`, რომელსაც იცავს საერთაშორისო სამართალი. თუმცა როდესაც ქვეყანა აცხადებს, რომ აი ეს არის მისი `თავდაცვითი საჰაერო სივრცე` და ამ სივრცეში დემონსტრაციულად აგზავნი სამხედრო `ჯეთ`-ებს, ეს სერიოზული სამხედრო დემარშია. ადრე ჩინეთი ამას არ აკეთებდა. თუმცაღა ტაივანი ჩინეთის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.

ანუ ჩინეთი სამკარისად მოძლიერდა, უპირველესად, წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა ამერიკას `თათმანი ესროლოს`.

ჯერ-ჯერობით ეს არის ტესტი: ანუ ჩინეთი ამოწმებს, რით უპასუხებს ამერიკა.

ამერიკა რომ ტაივანის გარშემო სიტუაციას ძალიან სერიოზულად განიხილავს და უფრთხის, იქედან სჩანს, რომ სწორედ ვაშინგტონის ინიციატივით, მან ლონდონთან და ავსტრალიასთან ერთად შექმნა `წყნარი ოკეანის NATO`, რომელსაც AUKUS ეწოდება (Australia, United kingdom, United states). ეს ალიანსი ამერიკამ შექმნა თუნდაც საფრანგეთის განაწყენების ხარჯზე. პარიზს მიაჩნია, რომ ისიც წყნარი ოკეანის სახელმწიფოა, რადგან წყნარ ოკეანეში ტერიტორიები აქვს საფრანგეთს, სადაც ბირთვულ გამოცდებს ატარებდა ხოლმე ადრე. ამიტომაც მოჰყვა ასეთი მწვავე რეაქცია საფრანგეთის მხრიდან ავსტრალიის უარს ფრანგული წყალქვეშა  ნავების შესყიდვაზე და ამერიკული ბირთვული (ბირთვულძრავიანი)  წყალქვეშა ნავების შესყიდვას.

იმ რეგიონში სიტუაცია ისე იძაბება, არარაფერია გამორიცხული. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩრდილო კორეის მანიაკალური რეჟიმი, რომელიც ფლობს უკვე არა მხოლოდ ბირთვულ ჭურვებს, არამედ კონტინენტთაშორის რაკეტებს, ჩინეთის `კრეატურაა` ანუ მთლიანად იმართება პეკინიდან

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ალჟირმა გამოიწვია ელჩი საფრანგეთიდან. საბაბი გახდა პრეზიდენტ მაკრონის მიერ ალჟირის კოლონიური ომის (1950-იანი წლები) ფრანგ მეომართა შთამომავლების მიღება ელისეის სასახლეში.

ამ მიღებისას  საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალჟირის ხელისუფლებამ გააყალბა ალჟირის ისტორია, როცა ამტკიცებს, რომ ალჟირელი ერი საერთოდ არსებობდა ოდესმე, სანამ საფრანგეთმა არ გააბედნიერა არ შექმნა, როგორც ერიო.

მაკრონი მართალია იმაში, რომ ალჟირი ნამდვილად საფრანეგთმა ააშენა და თუკი რაიმე კარგია ალჟირში, სწორედ ფრანგების დამსახურებაა. თუმცა, ასეთი `უორდინგი` თანამედროვე პოლიტკორექტულობის ფარგლებში ნამდვილად არ თავსდება.

ასე ევროპელი პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ. მაკრონმა კი გაბედა. ეტყობა აპირებს სერიოზული კორექტივები შეიტანოს ფრანგულ და ევროპულ პოლიტკორექტულ ნარატივში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ალჟირი დღესაც 90%-ით საფრანგეთზეა დამოკიდებული: საფრანგეთში ყიდის ციტრუსებს და საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს ალჟირელთა დიდი ნაწილი.

ალჟირი ჩრდილო აფრიკის ყველაზე განვითარებული ნაწილია და ეს ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ საფრანგეთის დამსახურებაა. თუმცა, ვიმეორებ, ბოლო დრომდე ევროპული პოლიტკორექტული ნარატივი გულისხმობდა, ამაზე არ ელაპარაკათ.

`იცვლება დრო და იცვლება ნარატივიც`

სისტემურ მიზეზად კი ევროპელ ექსპერტებს ის მიაჩნაით, რომ მას შემდეგ რაც მერკელი წავიდა პოლიტიკიდან, მაკრონს ახლა სურს ევროპის ლიდერის როლი მოირგოს და ევროპულ რეფორმაციაში მიიღოს მონაწილეობა. დიდი ბრიტანეთიც ხომ წავიდა ევროკავშირიდან? გერმანიას ბირთვული იარაღი არა აქვს, ხოლო დიდი ბრიტანეთის წასვლის შემდეგ, საფრანგეთი ერთადერთი `ბირთვული `ევროპული სახელმწიფოა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კატასტროფულად ვითარდება მოვლენები ავღანეთში. თალიბთა გუბერნატორმა ბადახშანის რეგიონში შეიჰიდთა ანუ `თვითმკვლელთა`ბატალიონი შექმნა. `საზღვრების დასაცავად`. თუმცა ეს ფანატკოსი თვითმკვლელები სად `შესწირავენ თავს ალლაჰს`, ტაჯიკეთის საზღვარზე თუ ისევ ნიუ იორკში ან პარიზში, ჯერ ვერავინ იტყვის.