საერთაშორისო მიმოხილვა. 3 თებერვალი 2022 წელი
ესპანურმა გამოცემამ El Pais გამოაქვეყნა ამერიკის და NATO-ს კონსოლიდირებული პასუხი პუტინის ულტიმატუმზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელმაც მთლიანად გაამართლა იმ ადამიანების იმედი, ვისაც სჯეროდა ამერიკის და სჯეროდა, რომ ამერიკა უკან არ დაიხევდა ღირებულებათა დაცვაში პუტინის იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
ჯერ ჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდა საიდუმლო დოკუმენტი ესპანურ გამოცემაში. დამკვირვებელთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს უკარინელების მიერ განხორციელებული `გაჟონვაა`, რადგან მოსკოვთან ერთად `საიდუმლო დოკუმენტი` ამერიკელებმა უკრაინელებსაც გაუგზავნეს. რადიკალურად პრო-უკრაინული დოკუმენტია
ამერიკის შეერთებული შტატების პასუხში პუტინის ულტიმატუმზე ერთმნიშვნელოვნადაა ნათქვამი, რომ მოსკოვმა უნდა გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.
ასევე გამოქვეყნდა NATO-ს პასუხი.
ამ დოკუმენტის შესაბამისად, ამერიკა მზადაა შეთანხმდეს რუსეთთან, რომ არ განალაგებს უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებს. ოღონდ იმ პიროიბით, რასაკვირველია, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, თუმცა ეს პირობა სულაც არ ნიშნავს, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება. სრულებით შესაძლებელია, გახდეს ალიანსის წევრი, მაგრამ არ არსებობდეს რეზონი, მის ტერიტორიაზე რაკეტების ან სხვა შეტევითი შეიარაღების განლაგებისა.
აშშ და ნატო სთავაზობენ რუსეთს განიხილოს თანაბარზომიერი განიარაღების საკითხი, ანუ ყოველგვარი შეიარაღების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების თანაბარი და ერთდროული შემცირებისა.
აშშ და ალიანსი მზად არიან იკისრონ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ განალაგებენ აღმოსავლეთ ევროპაში (ახლა იქ არ არის ბირთვული იარაღი) იმ პირობით, რომ რუსეთი არ განალაგებს ბირთვულ შეიარაღებას კიონიგსბერგში (სტალინმა კალინინგრადი დაარქვა) ანუ აღმოსავლეთ პრუსიაში, რომელიც რუსეთის `ტროას ცხენია` ევროპის კონტინენტზე.
ამერიკა სთავაზობს რუსეთს, დაუბრუნდნენ საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების კონტროლის თემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დებულებაა, რომელიც საქართველოსაც ეხება. საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა, მოგვიანებით კი ჯორჯ ბუშ-უფროსმა და ბორის ელცინმა გააფორმეს შეთანხმება იმ რაკეტების აკრძალვის თაობაზე, რომელთა სიშორე 500 კილომეტრიდან - 5 000 კილომეტრამდეა. 500 კილომეტრამდე რაკეტები ამ შეთანხმებით აკრძალული არ იყო. მაგალითად რუსული რაკეტა `ისკანდერი`, რომელიც რუსებმა 2008 წლის 12 აგვისტოს ესროლეს გორს, 500 კილომეტრამდეა. მისთვის პუტინმა სპეციალურად ააშენა პლაცდარმი, ანუ გამშვები მოედანი დაღესტანში, რათა გორამდე და თბილისამდე მიეღწია. თუმცა საშუალო სიშორის რაკეტები რომ არ ყოფილიყო აკრძალული ამერიკასთან შეთანხმებით, არანაირი `პლაცდარმი` არ დასჭირდებოდა - როსტოვიდან გაუშვებდა გორისკენ ბალისტიკურ რაკეტებს.
რამდენიმე წლის წინ, რუსეთი ოფიციალურად გავიდა გორბაჩოვ-რეიგანის შეთანხმებიდან და უკვე ოფიციალურად აქვს ეს რაკეტები, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს დასავლეთში.
ოფიციალურად ჩაიწერა NATO-ამერიკის კონსოლიდირებულ პასუხში, რომ ამერიკა მოითხოვს რუსეთისგან, გაიყვანოს ჯარები ყირიმიდან (!), დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან და `სამხრეთ ოსეთიდან`.
სანაცვლოდ ამერიკა არ განალაგებს ფრთოსან რაკეტებს `ტომაჰაუკ` რუმინეთსა და პოლონეთში.
ამავე დროს, დასავლეთი პუტინისგან მოითხოვს (ესე იგი `იქით` უყენებს მოთხოვნებს) შეწყვიტოს იმ რაკეტების გამოცდა, რომლითაც მოსკოვს დასავლური კოსმოსური თანამგზავრების ჩამოგდება შეუძლია. (ЗРК С-500 Триумф)
ამერიკა ადასტურებს ერთმნიშვნელოვან ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია, მაგრამ არ დაიხევს უკან პრინციპულ საკითხებში - ზუსტად ასე წერია დოკუმენტში
დოკუმენტის ნამდვილობა უკვე დაადასტურა რამდენიმე წყარომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ამ პასუხის მიღების შემდეგ პუტინი საკმაოდ მძიმე და სამარცხვინო, თანაც მისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ერთის მხრივ, პასუხი მის ულტიმატუმზე არის ერთმნიშვნელოვანი NO, რაც გამორიცხავს ყოველგავრ `ვაჭრობას` უკრაინის და საქართველოს ინტერესთა ხარჯზე; მეორეს მხრივ, ამ `არას` მიღების შემდეგ ის იძულებულია რაღაც მაინც გააკეთოს, რაღაც მუქარა მაინც შეასრულოს, რაღაც მოიმოქმედოს, რადგან ისეთი გნიასი, ისეთი ისტერიკა `ასწია` საკუთარ ქვეყანაში ამ `ულტიმატუმით`, ახლა თუ საერთოდ არაფერი მოიმოქმედა, თუ ვერაფერი იღონა, თუ მუქარა ვერ შეასრულა, მისი რეიტინგი აუცილებლად დაეცემა. რუსები იმპერიული დანაპირების შეუსრულებლობას არ აპატიებენ რამდენიც არ უნდა ურეცხონ ტვინი სახელმწიფო საინფორმაციო ჯარების თანამშრომლებმა - `ტელევიზიები` რომ ქვიათ.
ამდენად, საფრთხე რეალურია, რადგან პუტინი ხომ უსასრულოდ აპირებს პრეზიდენტობას და ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში შესაძლოა ძალა გამოიყენოს ამა თუ იმ ზომით. უბრალოდ, მისი დღევანდელი პრობლემა ისიცაა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში `მცირე ომი`, `პატარა შეჭრა`, `ნაწილობრივი აგრესია` შესაძლოა ვეღარც გამოვიდეს, ანუ `მცირე შეჭრა` უკვე აუცილებალდ გადაიზრდება დიდ ომში ხოლო`იქ დონბასის არმია იბრძვის და არა რუსული არმიაო` - ამას ვერავინ და არავინ დაიჯერებს.
`ჰაიდე ტალიავინები` ვეღარ უშველის.
ამავე დროს, თანამგზავრული სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც აქტიურად ქვეყნდება დასავლურ მედიაში (და რასაკვირველია ქვეყნდება იმიტომ, რომ პენტაგონს და CIA სურთ ისინი გამოქვეყნდეს) ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს უკრაინის გარშემო დისლოცირებული რუსული ჯარების გადასვლას საბრძოლო მზადყოფნის უფრო მაღალ დონეზე: უშუალოდ უკრაინის საზღვართან ზოგიერთი ქვედანაყოფი საველე კარვებს შლის. ისინი დროებითი შეიძლება იყოს მხოლოდ, ესე იგი ან უნდა შეიტიონ, ან უკან დაიხიონ. რადგან იქ პირადი შემადგენლობა დიდხანს ვერ გაჩერდება (მით უმეტეს ზამთარში), - მათი გათბობა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა ბევრად რთულია დიდი ხნის მანძილზე, ვიდრე დროებითი ყაზარმებისა, რომლებიც რუსეთის საინჟინრო ჯარებმა ააშენეს უკრაინის მიმდებარედ, ოღონდ არა უშუალოდ საზღვართან, არამედ საზღვრიდან 50-100 კილომეტრში.
განსაკუთრებითა აქტიურად ეს სჩანს ყირიმში, რაც ადასტურებს, რომ თუ ომი დაიწყო, პუტინი ყირიმიდან აუცილებლად შეუტევს. და შეეცდება იქედან შეუერთდეს ჯართა სხვა დაჯგუფებას, რომელივ აღმოსავლეთიდან დაიძვრება ყირიმისკენ.
ამავე დროს, დიდი დაჯგუფება კონცენტრირებულია ბელორუსის ტერიტორიაზე ლვოვის მიმართულებით. თუმცა სპეციალისტთა და ექსპერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ საეჭვოა რუსეთმა ლვოვს ან დასავლეთ უკრაინას შეუტიოს. იქ განსაკუთრებით დიდი იქნება მოსახლეობის (არა მხოლოდ უკრაინული არმიის, არამედ მოსახლეობის) წინააღმდეგობა.
სტალინსაც კი გაუჭირდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ წინააღდმეგობის გატეხვა: ჟუკოვის, კონევის, როკასოვსკის არმიები უკვე ბერლინს უტევდნენ და ლვოვის მიდამოებში კი პარტიზანული მოძრაობა მწვავედ გრძელდებოდა.
ექსპერტები თვლიან, რომ ბელორუსის ტერიტრირიაზე, ლვოვის მიმაღთულებით ჯარების კონცენტრაცია პუტინს სჭირდება, რათა უკრაინული არმიის ნაწილი იქ `დააკავოს`.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ჯონსონი ეწვია კიევს. დაგეგმილი იყო, რომ მასთან ერთად უკრაინაში ჩავიდოდა დიდი ბრიტანეთის ტავდაცვის მინისტრი, მაგრამ ბოლო მომენტში მას ვირუსი აღმოაჩნდა`. ოფიციალურად გაცხადდა, რომ ზუსტად ამ მიზეზით ჩაიშალა დოკუმენზე ხელმოწერა `სამთა ალიანსის` შექმნის შესახებ დიდი ბრიტანეთი - პოლონეთი - უკრაინა.
მაგრამ ამ დოკუმენტზე ხომ პრემიერ-მინისტრსაც სეეძლო ხელი მოეწერა? რა თქმა უნდა სეეძლო.
სავარაოდოდ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონსონს არ გაჰყვა და ხელმოწერა გადაიდო სხვა მიზეზით; დასავლათის ტაქტიკაა, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ მას შედმეგ, რ5აც პუტინი გადადგამს პირველ აგრესიულ ნაბიჯს. მაგალითად, გაააქტიურებს დონბასელ სეპარატისთა არმიას` ან სხვაგვარად დაარღვევს სტატუს-ქვოს
რა ტქმა უნდა, რუსეთ-დასავლეთის დაპიორისპირება საინფორმაციო სფეროსაც შეეხება. გერმანიამ (! - არა ინგლისმა, არა საფრანეგთმა, არა ამერიკამ არამედ პუტინისადმი ტრადიციულად ლოიალურმა გერმანიამ) აკრძალა რუსული პროპაგანდისტული არხის, RT მაუწყებლობა.
ახლა ძალიან საინტერესოა დავაკვირდეთ შემდეგს: მანამდე მოსკოვი იმუქრებოდა, რომ თუ ეს არხი (Russia today) აიკრძალებოდა გერმანიაში, მაშინ გერმანულ არხებს გააგდებდნენ რუსეთიდან. ჰოდა ვნახოთ, გაბედავს თუ არა ამას პუტინი დღევანდელ ვიტარებაში, როცა მისი დიდი სურვილია, გერმანული არხები გამოიუენოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საკუთარი პოლიტიკის პროეცირებისა და პროდუსირებისათვის - იქაურ` სასარგებლო იდიოტთა` გასამრავლებლად.
აღსანიშნავია, რომ არხს ჰქვია `რუსეთი დღეს` და რუსეთზე საერთოდ არაფერს ყვება მთელს მსოფლიოში ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ ენებზე. მისი მიზანია დასავლურ ქვეყნებში სოციალური (ზოგჯერ რასობრივი და ეთნიკური) კონფლიქტების პროვოცირება.
გერმანიამ თუ ეს გაბედა, სხვა ქვეყნები მით უმეტეს უახლოვდებიან ამ ნაბიჯს.