საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ნოემბერი. 2023 წელი

დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ-უმცროსმა ნიუ იორკის სასამართლო პროცესზე პრეზიდენტ ტრამპის მიერ საკუთარი ქონების გადაჭარბებით  შეფასებასთან დაკავშირებით (ეს სამოქალაქო პროცესია და არა სისხლის სამართლის) სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც წამოსცდა, რომ ფლორიდის მარ  ა ლაგოს მამული არის არა გოლფ-კლუბი არამედ Estate ანუ საცხოვრებელი უძრავი ქონება.

ამ წამოცდენით Donald Tramp Jr.-მა სერიოზულად გაურთულა საქმე დაცვას.

საქმე ეხება საგადასახადო თაღლითობას 250 მილიონი დოლარის ოდენობით. ამერიკულ იურისპრუდენციაში ყოველ სიტყვას საბედისწერო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუ იტყვი სასამართლოზე, შემდეგ უკვე ყველკფერი გვიანია. - ვეღარ გამოასწორებ.

რეალურად, ფლორიდის რეზიდენცია, სადაც ტრამპი სილამაზის კონკურსებსაც აწყობდა, გოლფ კლუბი ნამდვილად არის, თუმცა ტრამპის მთავარი საცხოვრებელი ვილაა.

 

დონალდ ტრამპის ღვიძლი და,  მარიანნა მკვდარი იპოვეს საკუთარ სახლში. მიმდინარეობს გამოძიება.  შესაძლოა თვითმკვლელობაც იყო. დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ თუნდაც უდავო ფაქტის სოციალური აღქმა ისეთნაირად არის მოწყობილი ზოგადად, რომ ეს სიკვდილი მხოლოდ გაამწვავებს მიმდინარე საარჩევნო კამპანიას;

 

საბედისწერო საარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის კიდევ ერთი მარკერი გახდა  ABC News კორესპონდენტის, Jonathan Karl-ის ინტერვიუ MSNBC-ს, რომელშიც ჟურნალისტმა ტრამპთან Of record საუბრის დეტალები გაამხილა.

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ამ საუბრის დროს ტრამპი იყენებდა სტალინ-ჰიტლერის რიტორიკას. მაგალითად `enemy of the people` ანუ `ხალხის მტერი`.

ასე მოიხსენიებდა ამერიკელ ჟურნალისტებს პირველ რიგში, ხოლო როდესაც კარლმა ჰკითხა, ნუთუ არ ეშინია, რომ მისი რიტორიკა დაამოტივირებს მომხრეებს, მიმართონ ძალადობას, ტრამპმა უპასუხა: `დიახაც ძალიან მინდა, გულთან ახლოს მიიტანონ ჩემი განცხადებები და დამოტივირდნენო`

ნიშანდობლივია, რომ Jonathan Karl-მა ამას წინათ გამოსცა წიგნი დონალდ ტრამპზე, რომელსაც საინტერესო  სახელი აქვს: `დონალდ ტრამპი - `დიადი ძველი პარტიის აღსასრული`

`დიადი ძველი პარტია` (Great Old Party – GOP) ამერიკაში `რესპუბლიკური პარტიის` ევფემიზმია.

ძნელი სათქმელია, ზუსტად გადმოსცა თუ არა ჟურნალისტმა კარლმა ტრამპის ნალაპარაკები. ბოლოს და ბოლოს ტრამპს არ უჩივლია და არც ის არის გამორიცხული, ჟურნალისტს ფარული ჩანაწერი ჰქონდეს, რომელსაც სასამართლო პროცესზე (თუ დაიწყო) გამოაქვეყნებს; მაგრამ ფაქტია, რომ შეტევა ტრამპზე სულ უფრო ძლიერდება და ამას ხელს უწყობს ის სისტემური გარემოება, რომ დონალდ ტრამპი არღვევს ამერიკული დემოკრატიის კულტურას! ანუ გამოდის იმ ნარატივის, იმ რიტორიკის ფარგლებიდან, რაც ამ კულტურამ დაამკვიდრა განსაკუთრებით ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

დონალდ ტრამპის `ენა` არ არის ამერიკული დემოკრატიული კულტურის `ენა!`. ამერიკელი პოლიტიკოსები და პრეზიდენტები ან თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატები, დაწყებული ეიზენჰაუერიდან გაგრძელებული ჯონ კენედით ან რონალდ რეიგანით ან/და მათი ოპონენტები საარჩევნო ბატალიებისას ამ ენით არ ლაპარაკობდნენ!!!

მაგალითად. რამდენად მწვავე დებატებიც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, აბსოლუტურად გამორიცხულია რომელიმე მათგანს `ძროხა` ეწოდებინა ჟურნალისტი ქალისთვის, როგორც დონალდ ტრამპმა უწოდა ერთ-ერთ ქალ ჟურნალისტს, - ლიზი ო დონოლს  - 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას.

იგივე სტილის გამოხატულება იყო, რომ დამარცხებული კანდიდატი მუდამ ულოცავდა გამარჯვებულ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებას და რაც უფრო სწრაფად მიულოცავდა, მით უფრო კარგი ტონი იყო. თუ დააგვიანებდა, ეს ცუდ ტონად ითვლებოდა ანუ  `დაუწერელი წესების` დარღვევად ტრამპმა ეს ტრადიციაც დაარღვია და 2020 წელს ბაიდენს არ მიულოცა.

აქედან გამომდინარე, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ დონალდ ტრამპს თავიდანვე ებრძვის ორი ამერიკული ფენომენი, რომელმაც სინამდვილეში დაამკვიდრა ეს სტილი და `ენა`: ჰოლივუდი, ანუ შემოქმედებითი ელიტა და  ზემძლავრი ამერიკული ჟურნალისტიკა - ჟურნალისტური ელიტები თუ შეიძლება ასე ითქვას.

2017 წელსვე, პირველები, ვინც გამოვიდნენ დონალდ ტრამპის წინააღდმეგ, იყვნენ გენიალური ამერიკელი მსახიობები მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო. სასაცილო იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს მათ დონალდ ტრამპის  სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა ან საგარეო პოლიტიკა არ მოსწონდათ.

მაგრამ როგორც კი ტრამპმა ჟესტიკულაციით დასცინა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანს, ვინც მას აკრიტიკებდა - ეს ორი დიდი ხელოვანი სასტიკად რადიკალურნი გახდნენ ტრამპის მიმართ. მაშინ როდესაც ილონ მასკი ტრამპს ყოველთვის მხარს უჭერდა

იმიტომ, რომ მასკის გენიალური ინდუსტრია ფასეულობითი საკითხია, ხოლო ის, რომ შშმპ-ს არ უნდა დასცინო - ღირებულებითი.

დიდი თემაა, თუმცა მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი მართლაც აბსოლუტურად უნიკალური ფენომენია ამერიკის ისტორიაში. არაფერი მსგავსი არ ყოფილა და არ მომხდარა.

დონალდ ტრამპს აქვს პოტენციალი მთლიანად `გადააფორმატიროს` ამერიკული კულტურაც და ამერიკის სახელმწიფოც.

მოახერხებს თუ ვერა, - ძნელი სათქმელია.

რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების გარეშე ვერ მოახერხებს.

იმიტომ, რომ ამერიკაში ფუნქციონირებენ  იმდენად მძლავრი შეკავება-გაწონასწორების მექანიზმები (ხელისუფლებათა განაწილება ძალაუფლების შტოებს შორის, დამოუკიდებელი სასამართლო, ფედერაციის სუბიექტები და მათი ინსტიტუციები) მაღალი ალბათობით, დონალდ ტრამპი ამას ვერ შეძლებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი გახდება მეორე ვადით და შემდეგ მესამე ვადითაც.

კონსტიტუცია ამერიკელებისთვის `ხელთუქმნელი`, საკრალური სიწმინდეა. ზემოხსენებული` ენა` და `სტილი` სწორედ  ამერიკული კონსტიტუციიდან გამომდინარეობენ. 

. . . . . . . . . . . . . . . . . .  

გუშინ, უკრაინის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალი, გენერალი ზალუჟნი ტელეფონით ესაუბრა აშშ არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის მეთაურს, გენერალ ბრაუნს (მან ახლახან გენერალი მილი შეცვალა) და ფრონტზე არსებული სიტუაცია აღუწერა. 

ზალუჟნის თქმით, მძიმე სიტუაციაა ავდეევკასთან, სადაც რუსები ყველანაირად ცდილობენ მოსპონ უკრაინული პლაცდარმი დონეცკის მახლობლად, რათა `გაასწორონ ფრონტის ხაზი` ზამთრის დადგომამდე და ამით საგაზაფხულო ბრძოლების წინ მომგებიანი პოზიციები დაიბევონ. ზალუჟნი ამერიკას კვლავ სთხოვს საარტილერიო ჭურვებს და განსაკუთრებით კი დრონებს.

თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ მხარეს საუბრის შინაარსი არ დაუმალავს; რა თქმა უნდა უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ზეწოლა განახორციელოს `რესპუბლიკურ` კონგრესზე (ქვედა პალატაზე) სადაც რამდენჯერმე დაბლოკეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტომ Sita, რომელსაც  პროვაიდერობას უწევს შვეიცარია, გადაწყვიტა გათიშოს რუსეთი დომენიდან .aero, რაც რუსული ავიაციისთვის სრული კატასტროფა იქნება, როცა გადაწყვეტილება ძალაში შევა.

ეს გადაწყვეტილება მოსკოვისთვის ბევრად უარესია, ვიდრე ევროკავშირის და ამერიკის საავიაციო სანქციები. გამოვა, რომ რუსული სამოქალაქო თვითმფრინავები იმ ქვეყნებშიც ვერ იფრენენ, რომლებსაც სანქციები არ შემოუღიათ.

ზოგადად აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სისტემური საკითხი, რომელიც დასავლეთის უდიდესი უპირატესობა და რესურსია..... აგრეთვე ზეწოლის ბერკეტია რუსეთზე და ჩინეთზე: არსებობენ საერთაშორისო სისტემები, მათ შორის ორგანიზაციები, რომლებშიც დასავლეთს თითქოს გადამწყვეტი ხმა არა აქვს, თუმცა გადამწყვეტი ხმა აქვს იმ მექანიზმებში, რომლის გარეშეც ეს ორგანიზაციები ვერ იფუნქციონირებენ მიუხედავად ყველა წევრის ფორმალური  თანასწორუფლებიანობისა.

დომენი .aero რომლის მოდერირება დასავლეთმა შვეიცარიას დაავალა, ერთი მაგალითია.

აი მეორე მაგალითიც: სამოქალაქო ნაოსნობაც შეუძლებელია თუ გემი არ არის დაზღვეული. ხოლო დაზღვევას ახორციელებენ დასავლური კომპანიები.

რა თქმა უნდა არავინ აძალებს ქვეყანას, თავისი გემი იქ დააზღვიოს, მაგრამ თუ არ დააზღვევს, ეს გემი ვერც ერთ პორტში ვერ შევა - უბრალოდ არ მიიღებენ. თანაც არა მხოლოდ დასავლურ პორტებში, არამედ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის პორტებშიც.

რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ერთ-ერთი პაკეტი რუსული გემების ნაწილის (!) დაზღვევის აკრძალვა იყო, რამაც პუტინის რეჟიმს დიდი პრობლემები შეუქმნა.

დასავლეთის სისტემური უპირატესობის მაჩვენებელი ამგვარი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება: ინტერნეტი ხომ შეუზღუდავია მთელს მსოფლიოში და მისი დაბლოკვა რუსეთისთვის შეუძლებელია?

დიახ ასეა, მაგრამ საკმარისია ამერიკის მთავრობამ უბრძანოს Google-ს გათიშოს რუსეთი თავისი აპლიკაციებიდან და რუსების ხელთ არსებული Samsung-IPhone-ები 1990-იანი წლების `ფანრიან ნოკიას` გაუთანაბრდება სარგებლიანობით.

ასევე, შეუძლიათ გათიშონ ძირითადი  ამერიკული დომენებიდან და სერვერებიდან, რომელთა ჩასანაცვლებალდ რუსეთს არც ტექნოლოგია გააჩნია და არც მატარიალური თუ ფინანსური რესურსი, როცა ბიუჯეტის მესამედს ომზე ხარჯავს.

აქედან გამომდინარე, გინდა გქონია ინტერნეტი და გინდაც - არა.

დასკვნა: დასავლეთს ჯერ საკუთარი ბერკეტების დიდი ნაწილი არც კი აუმოქმედებია პუტინის წინააღმდეგ, რაკი ეშინია, რომ ჩიხში მიმწყვდეული ვირთხასავით ატომური ღილაკისკენ `გაიხედავს`.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ალლა პუგაჩოვამ რუსეთი საბოლოოდ დატოვა და კვიპროსზე გადასახლდა მას შემდეგ რაც რუსული ე.წ. `პატრიოტული საზოგადოების` (კოლექტიური მარგარიტა სიმონიანების) აღშფოთება გამოიწვია მისმა განცხადებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, როდესაც მან რუსებს `მონები` (холопы) უწოდა.

ალლა პუგაჩოვა არ არის უბრალოდ მომღერალი. იგი რუსების რამდენიმე თაობისათვის განასახიერებს `თავისუფალ რუსეთს`, რომელიც არ არსებობს რეალურად.

ამ მხრივ  ალლა `ნიშანდობლივი ფიგურაა` (Знаковая фигура) და პუტინი ბევრს გადაიხდიდა, ის მისი მხარდამჭერი ყოფილიყო ამ აგრესიის დროს, თუმცა პუგაჩოვამ  ქმართან, მაქსიმ გალკინთან ერთად რუსეთი დატოვა თითქმის მაშინვე, როგორც კი პუტინი უკრაინაში შეიჭრა.