დოსტოევსკი და თავდასხმა დონალდ ტრამპზე
ასეთი რამ ამერიკაში არ მომხდარა 1981 წლის შემდეგ, როდესაც სოციოპატმა ჯონ ხინკლიმ ესროლა პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რათა მსახიობ ჯუდი ფოსტერზე მოეხდინა შთაბეჭდილება.
„სიყვარულს უხსნიდა“ ამ ხერხით
ხინკლის ასჯერ მაინც ჰქონდა ნანახი მარტინ სკორსეზეს შედევრი „ტაქსის მძღოლი“ და რობერტ დე ნიროს გმირად, ტრევისად წარმოედგინა თავი, რომელიც იმ ფილმში ჯუდის პერსონაჟს იცავდა ხოცვა-ჟლეტით....... მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატს უსაფრთებოდა.
ეს („კახურად“ თუ ვიტყვით) „მამალი გიჟი“ ხინკლი საავადმყოფოში მოათავსეს; 2016 წელს განთავისუფლდა და თუ არ ვცდები ახლა სახლიდან გარეთ გასვლის შეზღუდვები აქვს.
მეტი არაფერი
თუ რამეს ნანობს ხინკლი დღემდე, მხოლოდ იმას, რომ რეიგანი ვერ მოკლა.
(და აქვე: ისე.........ჩვენში დარჩეს და......მაშინ რომ ამ იდიოტს რეიგანი მოეკლა, ვაითუ ჩვენ ახლა სხვა სახელმწიფოში გვეცხოვრა.....სულაც არ არის გამორიცხული - დიდი რონალდ რეიგანის როლის გათვალისწინებით მსოფლიოს ისტორიაში).
მანამდე, 1963 წელს, ასეთივე სოციოპათმა ლი ჰარვი ოსვალდმა პრეზიდენტი კენედი მოკლა.
რა აკავშირებს ამგვარ პერსონაჟებს კრუკსთან, რომელმაც დღეს დონალდ ტრამპს ესროლა?
უახლესი ცნობებით, „რესპუბლიკელად“ იყო დარეგისტრირებული და „დემოკრატებს“ წირავდა ფულს საარჩევნოდ.
ანუ....აშკარა სოციოპათია ესეც.
მაშ რა ფენომენოლოგიური კავშირი არსებობს აქ?
რეალურად ბევრად ღრმა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:
სინამდვილეში ეს ფენომენი არის სოციალური კომუნიკაციის, სოციალური რეფლექსიის და სოციუმის მიერ შექმნილი დომინანტების „ნაზარდი“ პრობლემა.
ანუ სოციალური ცხოველმყოფელობით ნასაზრდოები ფენომენია. მისი პროდუქტია.
ამერიკაში ესოდენ ხშირად გამოხატული მხოლოდ და მხოლოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ იქ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საღეჭი რეზინის გვერდით დახლზე იყიდება.
ეს არის და ეს.
მთავარი „საერთო მნიშვნელი“ ამ სამ თავდასხმას შორის ისაა, რომ როდესაც სოციუმი ქმნის „ფონს“, „ატმოსფეროს“ ამა თუ იმ „სტატუსური“ თუ „გამოკვეთილი“ პერსონის გარშემო, აუცილებლად გამოიძებნება ამავე სოციუმში პასსიონარი (!), ვინც ამ ფონზე შეეცდება საკუთარი ამბიციის გადმონთხევას და ამ გზით თვითდამკვიდრებას.
ჯონ კენედის, რონალდ რეიგანის და დონალდ ტრამპის გარშემო, თუნდაც უკვე მათი სტატუსის გამო, სწორედაც ამგვარი ფონი იყო შექმნილი, რაც განაპირობებდა პასსიონარულ „გადმონთხევას“ ანუ „თვითაქტუალიზებას“
ხსენებული სამი ამერიკული ინციდენტის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ მილოშ ფორმანის გენიალური ფილმი „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“, რომელში სოციოპათი პასსიონარი იარაღით მძიმედ დაჭრის სკანდალურ და არაერთგვაროვან სოციალურ ფიგურას.
ამ ფილმის კომენტირებისას ერთმა კრიტიკოსმა დაწერა: „საზოგადოება თავისას მაინც აიღებს ადრე თუ გვიანო“.....და რამდენიც არ უნდა იძახონ ახლა ტრამპის მოწინააღმდეგეებმა „ვმგმობთ...... ვგმობთ........ სასტიკად ვგმობთო!“, სოციოპათი კრუკსისათვის „მკვებავ ბულიონად“ სწორედ დონალდ ტრამპის გარშემო მათ მიერ შექმნილი ატმოსფერო და დომინანტები იქცნენ.
აქვე „ფრთხილად“ შევნიშნავ (მომხდარი თავდასხმის კიდევ ერთხელ სასტიკად დაგმობით!), რომ პოპულისტი ტრამპი მენტალურად შორს როდია მასზე თავდამსხმელისგან. ისევე, როგორც ლარი ფლინტი მისგან, ვინც ესროლა.
უბრალოდ ოსვალდს, ხინკლის და კრუკს პოლიტიკაში თვითრეალიზების შანსი არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ.
და სულ თავიდან, სუუუულ პირველმა ეს პრობლემა იცით ვინ დასვა?
მარტინ სკორსეზემდე დიდი ხნით ადრე - ფიოდორ დოსტოევსკიმ Преступление и наказание-ში!
ოღონდ იმ სისხლიან, მრისხანე ეპოქაში (XIX-XXსს), მისი გრანდიოზული სოციალური ძვრებით, „რასკოლნიკოვებს“ გამანადგურებელი სოციალური აპოკალიფსის ზოგადი ატმოსფერო „უპრავებდა“ თვითდამკვიდრებისას პირადი პასსიონარობის „გადმონთხევას“.
არაფერი ამ უბედურებას არ ეშველება. ეს და ამგვარი თვითაქტუალიზება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების და თანამედროვე კომუნიცირებული სოციუმის აბსოლუტურად განუყოფელი მანკია.
რასკოლნიკოვის ეპოქაში უბრალოდ კომუნიკაციის საშუალებები არ არსებობდა ასე და ამ სახით ანუ რასკოლნიკოვს I phone და ინტერნეტი არ ჰქონდა, თორემ სოციალური რეფლექსია და ცხოველმოქმედება მაშინაც იყო.
უფრო ზუსტად, მაშინ, იმ ეპოქებში დაიწყო მრავალსაუკუნოვანი „ძილის“ შემდეგ, როცა სოციალური რეფლექსია და აქტივობა მხოლოდ ელიტათა პრივილეგიად რჩებოდა და არა მასის ანუ დემოსის.
ახლა ამ უბედურებას უკვე აღარაფერი ეშველება გარდა.......შესაბამის ინსტიტუტთა პროფესიონალიზმისა!
ამ ინსტიტუტებმა კი (სახელგანთქმულმა Secret service) ახლაც ისევე..... „ჩაისვარეს“, როგორც კენედისა და რეიგანზე სოციოპათთა თავდასხმის მომენტში