რუსები «ავაქსის» ჩამოგდებას აფხაზეთიდან აპირებდნენ

რუსები «ავაქსის» ჩამოგდებას აფხაზეთიდან აპირებდნენ

        რამდენიმე დღის წინათ რუსეთში მორიგი ისტერიკა გამოიწვია საქართველოს ცაზე ნატოს (და არა ამერიკის) კუთვნილი სადაზვერვო თვითმფრინავის - «ავაქსის» გამოჩენამ. მოსკოვის საინფორმაციო საშუალებები ისეთ პანიკურ ტონალობაში იტყობინებოდნენ, რომ მორიგი «ავაქსი» საქართველოს ზეცაში კვლავ 25 ივლისს გამოჩნდებოდა, თითქოს საუბარი იყო სტრატეგიულ ბომბდამშენზე, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა რუსეთის სამხრეთ ტერიტორიების ატომ-ბირთვული დაბომბვა.

        აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საჰაერო ვისრცეში (რა თქმა უნდა, ოფიციალური თბილისის თანხმობით) ნატოსა და ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავები შემოდიან, მაგრამ თუ წინა შემთხვევაში (ორჯერ) უ-2-ის გადაფრენას ნამდვილად სადაზვერვო მიზნები ჰქონდა, ამჯერად «ავაქსი» მხოლოდ სადემონსტრაციო ფრენას ასრულებდა. ამავდროულად, თავისი მახასიათებლებით, ზებგერითი უ-2, რომელიც, ფაქტობრივად, სტრატოსფეროში (30 ათასი კილომეტრის ზევით) ასრულებს ფრენას _ «ავაქსს» მაინც ვერ შეედრება. ეს უკანასკნელი დასავლური საინჟინრო აზრის ნამდვილი შედევრია. ზესახელმწიფოთა დაპირისპირების ეპოქაში მას შეეძლო, სურლად ემართა ჰაერიდან თავდაცვითი სისტემები ბირთვული ომის დროს, როდესაც მოწინააღმდეგე (იმ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირN) ერთდროულად ათელუობით ბირთვულ ქობინს გაუშვებდა ამერიკის მიმართულებით, ანუ «ავაქსის» გამოყენება ტერიტორიის დასაზვერად, მაშინ როდესაც არსბეობს უ-2, იგივეა, რომ ვინმემ სკალპელი გამოიყენოს ხიმ მოსაჭრელად. რუსები კი წერდნენ, თითქოს საქართველოს საჰაერო სივრციდან «ავაქსი» ზვერავდა რუსეთის სამხრეთ ტერიტორიაზე განლაგებულ ჯარებს. ეს მით უმეტეს უაზრობაა, როცა ამერიკისა (და შენსაბამისად, ნატოს) განკარგულებაშია კოსმოსური დაზვერვის უნიკალური სისტემები. ამრიგად, «ავაქსის» სადემონსტრაციო ფრენას არავითარი კავშირი რუსეთის «წინააღმდეგ» დაზვერვის განხორციელებასთან არ ჰქონია. უფრო მეტიც, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მოსკოვი გააღიზიანა არა თვით ფრენის ფაქტმა (რაკი მათ შესანიშნავად იციან, რომ ამჯერად «ავაქსი» რუსეთს არ დაზვერავდა, არამედ საქართველო-ნატოს თანაშმრომლობის მორიგმა დემონსტრაციამ.
        თუ ყურადღებით წავიკითხავთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხედებას, იქ ლაპარაკია არა ნატოს მიერ რუსეთის ტერიტორიის დაზვერვაზე, არამედ გაპროტესტებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის – დავით თევზაძის განცხადება, რომლის თანახმად, მომავალში საქართველო ამ თვითმფრინავის გამოყენებას შეძლებს სადაზვერვო საჭიროებისთვის. თუმცა, გენერალმა დორამ, რომლეიც «ავაქსს» ჩამოჰყვა «პოლიტკორექტულობისთვის» (ანუ იმ მიზნით, რათა რუსეთის მეტისმეტი გაღიზიანება თავიდან აეცილებინა), დაუყოვნებლივ აღნიშნა, რომ საქართველო ამ სისტემის გამოყენებას შეძლებს მას შემდეგ, რაც ნატოში გაწევრიანდება.
        მეორე მხრივ, ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიცაა «ავაქსის» გადაფრენა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე (20 წლის წინათ ნატო ამაზე ვერც იოცნებებდა), რა თქმა უნდა, ბრიუსელში სერიოზულიო ანალიზის გარეშე «ვერ გავიდოდა». ამდენგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთან ურთიერთმოქმედების თემა ნატოს შტაბბინასა და დასავლეთის დედაქალაქებში საკმოადაქტუალურია. არ არის გამორიცხული, ამით ნატო მიგვანიშნებდეს (ანუ «ავაქსის» ფრენა ერთგვარი სიგნალი იყოს), რომ მას შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს ერთმნიშვნელოვანი ორიენტაცია და დასავლეთთან სამხედრო სფეროში თანაშმრომლობის სურვილი. თუმცა, რუსეთში ისტერია იმ დონემდე მივიდა, რომ სერიოზულად დაიწყეს საუბარი აფხაზეთში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების ც-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით აღჭურვაზე. გამოჩნდა სტატიები, თითქოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ც-300 უახლოეს მომავალში გაიგზავნება აფხაზეთში. ეს ისტერია საქართვლეოზე იყო გათვლილი, თუმცა, თუმცა, დეზინფორმაციის ავტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ მათ სტატიებს ბრიუსელშიც კითხულობდნენ. მას შემდეგ, რაც ნატოში რუსეთის წარმომადგენელს – გენერალ ტოცკის ადგილობრივმა კოლეგებმა შეუღრინეს (პროფესიონალებმა ხომ შესანიშნავად იციან, რომ არანაირ სადაზვერვო მისიას «ავაქსი» არ ასრულებდა), ხოლო რუსულ ინტერნეტ-საიტებზე კი გაჩნდა პოლიტოლოგ-ანალიტიკოსთა დასკვნები, რომელთა თანახმად, თურმე ნუ იტყვით, «აფხაზეთში ც-300 რაკეტების განლაგება საერთაშორისო დანაშაული იქნებოდა». ამ თემაზე გარკვეული მოლაპარაკება მოსკოვში ყოფნისას ჰქონდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს – თედო ჯაფარიძეს, ვისაც კოლეგებმა სთხოვეს, სერიოზული ყურადღება არ მიექცია «უტკებისათვის» აფხაზეთში სტრატეგიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების თაობაზე. თუმცა, ივე გამოთქვეს გაკვირვება, თუ რისთვის სჭირდებოდა საქართვლეოს «ავაქსი», როდესაც რუსეთი მზად არის, ჩვენთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია მოგვაწოდოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

დილის გაზეთი, 25 ივლისი, 2003 წელი