რომან პოლანსკის ფილმი „ოფიცერი და გამცემი“
„თუ ასეა, ეს თქვენი არმიაა მაიორო, მაგრამ არა ჩემი!“
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
კვენტინ ტარანტინოს გენიალურ ფილმში „უსახელო ნაბიჭვრები“, ნაცისტი სამხედრო გამომძიებელი ჰანს ლანდა ეუბნება საბრალო ფრანგ ფერმერს: „ამ სოფლებში სადღაც, ვიღაცასთან..... დრეიფუსების ებრაული ოჯახი იმალებაო.....“
დრეიფუსები...დრეიფუსი......ეს გვარი ახლაც კი, 120 წლის შემდეგ ჰქუხს საფრანგეთში, ასევე მთელს ევროპაში და ტარანტინომ შემთხვევით არ გააჟღერა თავის შედევრში.
„კაპიტან დრეიფუსის საქმემ“ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე შეძრა საფრანგეთის რესპუბლიკა!
ახლახანს მეორედ ვნახე (ამჯერად უკვე მაღალი ხარისხით) თანამედროვეობის უდიდესი კინორეჟისორის, რომან პოლანსკის ფილმი „ოფიცერი და გამცემი“ - დრეიფუსის საქმეზე.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ძალიან მოკლედ: კაპიტანი დრეიფუსი, წარმომავლობით ებრაელი (!) საუკუნეთა მიჯნაზე საფრანგეთის გენერალურ შტაბში მუშაობდა.
მას დააბრალეს ჯაშუშობა გერმანიის სასარგებლოდ.
უმალვე „აღიძრა“ ანტისემიტური ნარატივებიც.
მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, გადაასახლეს სადღაც ჯანდაბაში; თუმცა შემდეგ ღირსეული ოფიცრის, პოლკოვნიკ პერიეს ძალისხმევით გამოჩნდა დოკუმენტები, რომ ჯაშუში სინამდვილეში არა დრეიფუსი არამედ გენერალური შტაბის ოფიცერი ესტერჰასი იყო, რომლის კალიგრაფია საოცრად ჰგავდა დრეიფუსის კალიგრაფიას;
საფრანგეთის საზოგადეობა გაიყო „დრეიფუსისტებად“ და „ანტიდრეიფუსისტებად“.
მაგალითად ემილ ზოლა დრეიფუსს იცავდა, ხოლო ჟიულ ვერნი კი პირიქით - დარწმუნებული იყო კაპიტანის ბრალეულობაში ყველა კონტრავერსიული დოკუმენტის მიუხედავად.
ზოგადად.......ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი საქმე და არავინ მოგატყუოთ, თითქოს ოდესმე ვინმემ დაამტკიცა საბოლოოდ ამ ოფიცრის ან დამნაშავეობა ან უდანაშაულობა.
ურთულესი საქმეა.
სპეციფიური ენით თუ ვიტყვით „ბევრჯერ გაფუჭებული“
მაგრამ......ეს იყო პირველი ეპოქალური სასამართლო პროცესი დიდ საფრანგეთში, როდესაც ფრანგულ საზოგადოებას უნდა ჩაებარებინა ტესტი ტოლერანტობაზე.
ბოლომდე ნამდვილად ვერ ჩააბარა. და ამას ამბობს სწორედ ტარანტინო.
ოღონდ ამ საქმეს და მაშასადამე რომან პოლანსკის შესანიშნავ ფილმსაც უამრავი სხვა შრეც აქვს:
ფრანგულ გენერალიტეტს ძალიან არ უნდოდა ეღიარებინა დრეიფუსის უდანაშაულობა.
იმიტომ, რომ ეს უძლიერესი დარტყმა იქნებოდა ფრანგული არმიის პრესტიჟზე!!
ფრანგული ეროვნული სლოგანია დღემდე და მით უმეტეს იმ დროს: Vive la France, vive l'Armée! (დიდება საფრანგეთს, დიდება არმიას!!)
ამას ფრანგები ამბობდნენ „შერწყმულად“, აი როგორც დიდი უკრაინელი ერი ამბობს შერწყმულად: „Слава украини/героям слава"
პოლკოვნიკ პიკარს, ვინც იღწვოდა უდანაშაულო ოფიცრის ღირსების აღსადგენად, ეუბნებიან: „ასეც რომ იყოს, არმია დაზარალდებაო“ და....„მაშინ ეს თქვენი არმიაა და არა ჩემიო“ - პასუხობს.
ისტორიულად დაიგრგვინა იმ დროს (ესე იგი „გაზეთების ეპოქაში“) ემილ ზოლას წერილმა ჰედლაინით „მე ბრალს ვდებ!!!“
გენერალიტეტს ადანაშაულებდა დიდი მწერალი საქმის ფალსიფიკაციაში.
ნამდვილად უმძიმესი დარტყმა იყო და.... არ გაგიკვირდეთ..... ერთ-ერთი მიზეზიც გახდა საფრანგეთის არმიის წარუმატებლობისა პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე.
კი, ბევრს გაუკვირდება (ეს რა შუაშიაო) მაგრამ ნამდვილად ასეა, რაკი არმია დგას ღირსებაზე.
„ოფიცრის ღირსება“ - არმიის საძირკველია, რომელსაც იგი ეფუძნება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
რაც შეეხება დრეიფუსს, მართლა არავინ იცის ბოლომდე, 100%-ით, იგი დამნაშავე იყო თუ არა.
ოღონდ მისი მრავალტანჯული ერის „პრეზუმფცია“ დაეხმარა და ეხმარება დღემდე:
ყველა ვისაც სჯეროდა მისი დამნაშავეობა, სჯეროდა იმიტომ, რომ დრეიფუსი ებრაელი იყო (ერთადერთი ებრაელი ფრანგულ უმაღლესი რანგის ოფიცრობაში) და პირიქით: ყველას ვისაც სჯეროდა მისი უდანაშაულობა, სჯეროდა იმიტომ, რომ დრეიფუსი ებრაელი იყო და იჩაგრებოდა.
პოლანსკი ძალიან ფაქიზად გვეუბნება, რომ ეს არ არის მთავარი. მთავარია ანტისემიტური ნარატივები და შესაბამისი ისტორიული პათოლოგია, რომელსაც........ თუ ბოლომდე გულწრფელნი ვიქნებით, ქრისტიანული ფესვები აქვს.
კი, ნამდვილად ასეა.
და ასევე ფაქიზად, რომან პოლანსკის თავის ფილმში ერთ-ერთ „თემად“ შემოაქვს ადიულტერი (პოლკოვნიკ პერიეს საყვარლის როლს ასრულებს მართლა გადასარევი ფრანგი მსახიობი ქალი, პოლანსკის ცოლი - ემანუელ სენიე) და ამბობს, რომ......„იგი სხვაა“, ხოლო სამშობლოს ღალატი (!) კიდევ სხვა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
„არასდროს განაზოგადო - ადამიანი მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე აგებს პასუხს“!
ნაციზმი იწყება განზოგადოებიდან.
ეს არის „დრეიფუსის“ ეპოქალური საქმის მთავარი ისტორიული გაკვეთილი
დათო
ფოტოზე: პარიზი. ფრანგული არმიის ვეტერანთა სასახლე, სადაც განისვენებს ნაპოლეონი.