რატომ ვერ გახდება საქართველო Белоруссия.

რატომ ვერ გახდება საქართველო Белоруссия.

მე არ „ვერევი“ და არ „ვაპრავებ“. მე „აღვწერ“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუ (!) 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ძალაუფლებას შეინარჩუნებს, დასავლეთი ამ არჩევნებს არ აღიარებს!

ეს უკვე ცხადია, ნათელია და ამას „წყალი არ გაუვა“.

არ აღიარებს და მორჩა!

მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეას დეპუტატთა განცხადება (ტერმინ „ლეგიტიმურობის“ მრავალმნიშვნელოვანი ხსენებით!) როდია ამის ინდიკატორი.

უკვე არსებობს შესაბამისი ტრენდი, ხოლო დასავლური მიდგომა მუდამ ტრენდულია ცივილიზაციურ საკითხებში.

„სათქმელი“, „არგუმენტი“, „დარღვევა“ და ა.შ საარჩევნო პროცესში ყოველთვის მოიძებნება.

დასავლეთი ამ არჩევნებს არ აღიარებს იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ღერძულა დემოკრატიული ინსტიტუტი - ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა, მაშინ მეოთხე (!) სახელისუფლებო ვადა უკვე დემოკრატია არ არის.

მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე სახელისუფლებო ვადა გერმანიაში, ბრიტანეთში და ა.შ დემოკრატიაა იმიტომ, რომ იქ უკვე (!) არსებობს ეს ინსტიტუცია ანუ „ხელისუფლებათა ცვალებადობა“ ეჭვს არ იწვევს.

„კი მაგრამ ხალხმა აირჩია და......“ „კი მაგრამ ხალხს არ უნდა ცვლილებები და.....“ „კი მაგრამ ხალხს ეშინია ცვლილებების, ეშინია ომის და.......“ დასავლეთისთვის არგუმენტი ვერ იქნება.

თუ მართლა ასეა და „ასეც რომ იყოს“, მაშინ თვით ხალხი (მისი კატეგორიული უმრავლესობა) არის არადემოკრატიული, რაკი არ შეუძლია და/ან ახირებულად არ სურს შექმნას დემოკრატია მისი ფუნდამენტური ინსტიტუციით.

მიუხედავად ფართოდ გავრცელებული მცდარი წარმოდგენისა, დემოკრატია არის არა პროცესი და პროცედურა (თუნდაც მათი სკურპულოზური დაცვით) არამედ...... პროდუქტი და შედეგი!

შესაბამისად, რაკი დასავლეთი არჩევნების შედეგს არ აღიარებს თუ ეს შედეგი არ შექმნის დემოკრატიას, მაშინ პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში: ერის პასსიონარული უმცირესობა (დათო ბერძენიშვილის განსაზღვრებით „უკეთესი უმცირესობა“ ანუ დემოკრატიული უმცირესობა) აღძრავს რევოლუციას, როგორც 2003 წელს და აი მაშინ.....მაშინ...... უკვე „ძალა მორევაზე იქნება“

დასავლეთი ამ ძალებს და რევოლუციურ სცენარს ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს იმიტომ, რომ არა ხარ დემოკრატია და არა იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან პოლიტიკური ფიგურის მოყვანა (თუ „დაბრუნება“) სურს ქვეყნის სათავეში - არ დაიჯეროთ ეს სისულელე.

ეს არის დასავლეთის იმმანენტური, აბსოლუტურად უცვლელი და უცვლადი ინტენცია: ყველგან, სადაც ამის საშაულება აქვს (აზერბაიჯანში, საუდის არაბეთში და ბელორუსში ამის საშუალება უბრალოდ არა აქვს) - ხელი შეუწყოს ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბა დ ო ბ ი ს ესე იგი დემოკრატიის დამკვიდრებას.

რა ალტერნატივა არსებობს?

ერთადერთი: Белоруссия.

მშვენიერი ქვეყანაა სხვათა შორის: ცხოვრობენ თავისთვის მშვიდად, ბედნიერად, უსტრესოდ, საკმაოდ მსუყედაც და მთლიანობაში კომფორტულად(!).......ოღონდ......ოღონდ....... აი რაც ძააააალიან ბევრმა დღემდე ვერ გაიგო ამ ქვეყანაში: დემოკრატია და/ანუ ევროკავშირი კომფორტი არ არის!

ნუუუუუუურას უკაცრავად.

დემოკრატია დიახაც არის მუდმივი დისკომფორტი, მუდმივი სტრესი, მუდმივი გამოწვევა, მუდმივი ცვლილებები, მუდმივი განახლება, მუდმივი რისკი (!) მუდმივი ბრძოლა, მუდმივი დაპირისპირება, ჭიდილი და ხელისუფლებათა, მთავრობათა ცვალებადობა.

აი ეს არის დემოკრატია, ხოლო „ის“ არის კომფორტი და..... Белоруссия.