რატომ და ვინ კლავდა რუს პროპაგანდისტს?

რატომ და ვინ კლავდა რუს პროპაგანდისტს?

სამწუხაროდ, ჩვენში არავინ მიაქცია ყურადღება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის შინაარსს:

რამდენიმე დღის წინ ФСБ-მ მოსკოვში დააპატიმრა ჯგუფი, რომელიც პუტინის აბსოლუტურად ნამუსგარეცხილი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდა.

არსებითი კი აქ ის არის, რომ ყველა დაკავებული - რუსი ნაციონალისტია. გუმილიოვის და დუგინის მიმდევარი.

სწორედ მათი ნარატივია ნიშანდობლივი: `ორი მოძმე, სისხლისმიერად ერთიანი სლავი ხალხი, უკრაინელები და რუსები, `უკრაინელმა უცხოტომელებმა` და `რუსმა უცხოტომელებმა` ერთმანეთს გადაჰკიდესო`.

`უცხოტომელებში` ვინ იგულისხმება მოდით ნუ დავაკონკერტებთ რა....არ არის საჭირო, ისედაც გასაგებია.

ზელენსკიც მათ შორის.

აი იგორ შაფარევიჩი თუ გახსოვთ, მათემატიკოსი, `Перестройка`-ს გარიჟრაჟზე რომ დაწერა `Русофобия` და ამ ლამის მონოგრაფიაში ლაპარაკობდა `მცირე ერზე` (`Малый народ`), რომელიც ცხოვრობს `დიდი ერის` (`Большой народ`) სხეულში, მიმიკრირებს მასთან და სისხლს სწოვს.

ესეც გასაგებია ვის და რას გულისხმობდა. დალაგებული რომ ვერ იყო ფსიქიკურად, ყველა აღიარებდა.

თუმცა თავადაც იმ `მცირე ერის` წარმომადგენელი იყო თურმე (არ ვიცოდი - ბაბიცკიმ აღიარა).

Выкрест - ისევე როგორც თვითონ ბაბიცკი სხვათა შორის. და პოზნერიც.

მოკლედ, ეს იდიოტური, თუმცა ძალიან ქმედითი ნარატივი, რომ `უკრაინელები და რუსები ორივე ერის სხეულში ჩაბუდებულმა უცხოტომელებმა გადაგვკიდეს ერთმანეთს` სინამდვილეში ძააააალიან საშიშია პუტინისთვის.

და აქვე დააკვირდით მეორე ნარატივსაც, რაც ვერანაირი ოფიციოზით ვერ იბლოკება უკვე და სულ უფრო ხშირად ჟღერს: "Мы не можем победить в этой войне, потому что со славянами воевать трудно. МЫ (ესე იგი სლავები ზოგადად, რუსებიც და უკრაინელებიც-დ.) УМЕЕМ ВОЕВАТЬ"

აი შაფარევიჩისეული `მცირე ერის` წარმომადგენელი ევტუშენკოს ლექსი რომ იყო თავის დროზე, ეგება გახსოვთ? - Хотят ли русские войны...........ДА, МЫ УМЕЕМ ВОЕВАТЬ!`

დიდი გოთმაიკა და ცხრა მთავრობის ტურბაზა კი იყო ეს ევგენი ევტუშენკო, მაგრამ ნამდვილად დიდი პოეტი, როგორც პოეტი!

ნებისმიერ შემთხვევაში ვოვას საქმე ჭაკად არის. ვერ იმუშავა მისმა PR-მა რუს `სიღრმისეულ ერზე` (Глубинный народ) - ვლადისლავ სურკოვის განსაზღვრებით.

და ეს ბევრად უარესია მისთვის, ვიდრე Javelin-ების და Leopard-ების მიწოდება უკრაინული არმიისათვის.

თუმცაღა..... ამგვარი ნარატივი რომ გაჩნდა რუსულ სოციუმში, ეს პირველ რიგში უკრაინელი ჯარისკაცის, უკრაინელი მეომრის შემართების, მისი ვაჟკაცობის დამსახურებაა! მათ შორის მარიუპოლის გმირებისა - ვაჟკაცურად რომ შეაკვდნენ მტერს

რად უნდა სხვა განსაზღვრება? დიდებული ქართული სიტყვა `ვაჟკაცობა`

სლავებს აქვთ არანაკლებ შესანიშნავი სიტყვა-ცნება: Отвага. სტალინმა დააწესა ორდენი და უმრავლეს სლავურ ქვეყნებშიცაა: "За отвагу".

 

ფოტოზე: ანდრეი ბაბიცკი.

ქრესტომატიაში შესატანი მაგალითი ადამიანისა, რომელიც მოკლა კოგნიტიურმა დისონანსმა ანუ იდენტობის ხლეჩამ.