ისტორიულად როგორ გადაარჩინეს ქართველებმა ორჯერ აფხაზები და აფხაზობა
ვუსმენ „თუბზე“ ვიაჩესლავ ჩირიკბას.
ეს არის ცნობილი აფხაზი ენათმეცნიერი, აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი და რაც ყველაზე არსებითია ჩვენს დისკურსში, აფხაზეთის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“
ჰოდა რას ამბობს ნახეთ:
„ბერიას და მის გარემოცვას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ აფხაზების გასახლება აფხაზეთიდან....ყველაფერი მზად იყო, მათ შორის სარკინიგზო შემადგენლობები.....მაგრამ სტალინმა თქვა „არა“.
სტალინის არგუმენტი ის გახდა, რომ „აფხაზები ქართველებთან კულტურულად ახლობელი ხალხია“, „ბევრს ქართული გვარები აქვს“, „ბევრმა მეგრულიც იცის“....ჰოდა რატომ უნდა გავასახლოთო?“
ანუ.....ეს ხომ ქართველმა არ მოყვა?
მოყვა აფხაზმა მეცნიერმა, ანტიქართველმა, სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ და ამით თავად აღიარა(შესაძლოა უნებლიედ), რომ თურმე....თურმე ნუ იტყვით......თქვენ წარმოიდგინეთ.....ქართველებთან ისტორიულ სიახლოვეს მეორედ გადაურჩენია აფხაზები ეროვნულ კატასტროფას და აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას.
პირველად, ქართველებთან სიახლოვემ აფხაზები კატასტროფას გადაარჩინა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე;
შეგახსენებთ მოკლედ: 1870-იანი წლებიდან ეთნიკური აფხაზების 90% რუსებმა აფხაზეთიდან გაასახლეს.
ძირითადად თურქეთში.
ამას ეწოდება „მაჰაჯირობა“
თანამედროვე ტერმინოლოგიით კი ეს იყო ეთნიკური წმენდა;
გასახლებიდან 20-30 წლის შემდეგ, თურქეთში მცხოვრები აფხაზების ნაწილმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყო......
და იცით რა იყო მათი არგუმენტაცია მეფის ადმინისტრაციასთან „კომუნიკაციისას?“:
„ჩვენ მოგვატყუეს.....გვაპატიეთ.....შემოგვიშვით.....ჩვენ ხომ კავკასიაში თქვენი მოკავშირე ერის, ქრისტიანი ქართველების ახლობლები ვართ.....ნახეთ, მეგრული გვარები გვაქვს...სინამდვილეში მეგრელები ვართ......ბევრმა ჩვენგანმა მეგრულიც იცის.......ბევრი ჩვენგანი ქრისტიანია.....მოტყუებით წაგვიყვანეს......ჩვენ ტახტის ერთგულნი ვიქნებით ისევე, როგორც ქართველები (მეგრელები) არიან...... და ა.შ.“
ზუსტად ამის წყალობით მოხდა, რომ ათი ათასობით აფხაზი დაბრუნდა აფხაზეთში ხოლო......მაგალითად შხაფსუგები, რომლებიც დაახლოებით იმავე პერიოდში, ანუ 1860-1870-იან წლებში რუსებმა სოჭის მიდამოებიდან გაასახლეს...... მიუხედავად მცდელობისა, სამშობლოში ვეღარასოდეს დაბრუნდნენ!
ვერ დაბრუნდნენ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ ეს არგუმენტი, ეს „სათქმელი“ (ქართველებთან სიახლოვისა) რაც ჰქონდათ აფხაზებს.
და ვერც ჩერქეზები (ადიღები) დაბრუნდნენ ზუსტად იგივე მიზეზით.
უკანასკნელი უბიხი კი თურქეთში მოკვდა
სინამდვილეში (ესაა აქ ყველაზე მთავარი) ის არგუმენტაცია, რითაც მაშინ აფხაზები (აფსუები) ოპერირებდნენ და მანიპულირებდნენ, რათა ცარისტული ადმინისტრაციისგან აფხაზეთში დაბრუნების ნებართვა მიეღოთ....... თავიდან ბოლომდე თვალთმაქცობა იყო!!
იმ აზრით, რომ არავის ისინი „ძალით და მოტყუებით“ ან შეცდომით არ წაუყვანია თურქეთში; იყვნენ აფხაზები, „აფხაზობდნენ“ და ამიტომ გაყარეს რუსებმა;
არავითარი „მეგრელები“ შეგნებით ისინი არ ყოფილან;
არავითარი „ქრისტიანები“ (მაშინ უკვე) ისინი და მათი მშობლები მეხუთე მუხლამდე (უკვე აღარ იყვნენ)
რეალურად, მათი მენტალობა ჩამოყალიბდა XVI-XVIII საუკუნეების თურქეთის, სტამბულის „ვასალურ აფხაზეთში“, როდესაც ბევრი მეგრელი „გააფხაზდა“, უკუაგდო ქრისტე და მიიღო ისლამი;
შესაბამისად, მიიღო ქართველებისგან კარდინალურად განსხვავებული ღირებულებები, კარდინალურად განსხვავებული (გარკვეული აზრით უკვე შეუთავსებელი) ი დ ე ნ ტ ო ბ ა, რაც შორეულ მომავალში იქცა „საძირკვლად“ მათი იმმანენტური სიძულვილისა საქართველოს და ქართველობის მიმართ.
„მეგრულ გვარს“ აქ აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა;
თუმცა ამ გარემოებათა გამოყენებით და „ინსტრუმენტალიზებით“ დიდი ოსტატობით „დააბოლეს“ ცარისტული ადმინისტრაცია ვითომდაც „ქართველებთან სიახლოვით“, ვითომდაც თავისი „ქართველობით“/„მეგრელობით“ და მიიღეს კიდეც რაც სურდათ: აფხაზეთში დაბრუნების უფლება
რაც ვერ მიიღეს შხაფსუგებმა სწორედ იმიტომ, რომ ქართველებთან არასდროს არაფერი საერთო არ ჰქონდათ;
აფხაზებს რომ ისტორიულად ჰქონდათ ქართველებთან და საქართველოსთან „საერთო“, სწორედ ამით გადარჩნენ მაშინაც და შემდეგაც, - სტალინის დროს.
40 000 აფხაზის გასახლებას აფხაზეთიდან 3 საათი დასჭირდებოდა.
მეტი არა.
500 000 ჩეჩენის გასახლებას ჩეჩნეთიდან 12 საათი ეყო.
ეს რომ ზუსტად ასე იყო, ამას მარტო ჩირიკბა კი არ ადასტურებს. ....არამედ ერთხელ დაადასტურა საქართველოს „დაუძინებელმა მეგობარმა“ კონსტანტინე ზატულინმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ასეთი რამ თქვა: „В конце XIX века, во время возвращения в Абхазию из Турции, Абхазам было выгодно прикидыватся грузинами".
აღწერილი გარემოება და მოვლენა იმდენად თვალსაჩინო ისტორიული სიკეთეა აფხაზების მიმართ (თუნდაც ჩვენდა უნებლიედ დამდგარი მაშინ), რომ ამ სიკეთეს....რასაკვირველია.....პათოლოგიური ქართველთმოძულენი არასდროს გვაპატიებენ.
გამორიცხულია.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი