რას არ ვაპატიებ არასდროს BBC-ს

რას არ ვაპატიებ არასდროს BBC-ს

BBC როგორც ყოველთვის აკადემიურია და კლასს აჩევნებს ნებისმიერ მასალაში.

მისი უდიდებულესობის საკადრისს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ (დიახაც `მაგრამ`!) მე როგორც ერთი რიგითი ქართველი და ისტორიის G.I. არასდროს ვაპატიებ BBC-ს იმ ნაძირლობას, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს ჩაიდინა, როცა პატარა, გადარჩენისთვის მეომარი, ყოფნა არყოფნის ზღვარზე მყოფი ქვეყნის, საქართველოს პრეზიდენტი გამოიჭირა უხერხული (ჰალსტუხის) კადრებით, თანაც ტექნიკური კადრები გაუშვა ეთერში, ყოველგვარი ჟურნალისტური ეთიკის დარღვევით.....ფარულად (ფ ა რ უ ლ ა დ!) გადაღებული

ამაზე ახითხითა ბინძური რუსული ანტიქართული შოვინიზმი, ანთხევინა შხამი თვეების განმავლობაში და რაც მთავარია, ეს განზრახ გააკეთა - არა შემთხვევით, არ დაიჯეროთ.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად საშინელი ტანჯვა მომაყენა.....იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა.

იმ კადრებზე ახლაც ბნედა მემართება.

დღემდე რომ დაგვცინიან გარეწარი შოვინისტები

არ დაგივიწყებთ და არ გაპატიებთ არასდროს!

დიახაც, არამზადები ხართ ``კოლლლლლეგებო``, - ვინც ის დანაშაული ჩაიდინეთ მაშინ - არამზადები და ნაძირლები.

დღეს, უკრაინის ომის ფონზე, მით უფრო რელიეფურად ჩანს იმდროინდელი თქვენი გარეწრობა, რაც მაშინ იკადრეთ უკადრებელი.

და იძახეთ ახლა `რატომ`.

დათო