დავით გარეჯი, მიშა და კობახიძე
როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკის „საკრალურ ადგილას“ მალე ვიხილავთ 1989 წლის ცნობილი ლოზუნგის გადასხვაფერებულ ვარიანტს: „ძირს აზერბაიჯანის დამპალი იმპერია“!
ვაი ჩვენს პატრონს, თორემ ამ იდიოტებს რა.....
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ნაცნობი ექსკურსიამძღოლი მყავს, რომელმაც მომიყვა:
„მიშას დროს, რომელიც, როგორც ახლა ვხვდები, ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებდა აზერბაიჯანის მიმართ, მათ შორის დავით-გარეჯის საკითხში...... 2006 წლამდე ტურისტები თავისუფლად გადამყავდა დავით-გარეჯის იმ ნაწილში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. არავინ ხელს არ გვიშლიდა, არავინ ჩვენს საქმეში არ ერეოდა.....აზერბაიჯანელი მესაზღვრე საერთოდ არ მინახავს......
მაგრამ მერე და მერე ამ იდიოტებმა დაიწყეს ტერიტორიებზე, რომლებიც აზერბაიჯანელებს თავისად მიაჩნდათ და მიაჩნიათ, უნებართვო მშენებლობები, ნაგებობათა მიშენება-მოშენება-გადაკეთება-გადმოკეთება, სხვა თვითნებური მოქმედებები...... რა თქმა უნდა ნებართვის გარეშე, რამაც ბაქო გააღიზიანა. სწორედ მაშინ, 2006 წლიდან დაიწყო შეზღუდვები და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ჩაყენება......სულ უფრო გვიჭირდა გადასვლა..... შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა.....“
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
კი, ასე იყო ნამდვილად.
მიშა იმ დროს აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, რაკი ერთის მხრივ იცოდა, ამ გამოთაყვანებულ იდიოტებს, - მათი ჩლუნგი, პრიმიტიული, სწორხაზოვანი მიდგომებით, - მაინც ვერ შეაგნებინედა, რომ ასე მოქმედება არ შეიძლება (უბრალოდ არამიზანშეწონილია) და მეორეს მხრივ, ცეცხლივით ( ც ე ც ხ ლ ი ვ ი თ) ეშინოდა აზერბაიჯანთან გართულების, რადგან მოსკოვის მზარდი აგრესიის ფონზე, ეს ქვეყანა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მომწოდებელი გახდა.
საკმარისი იყო ბაქოს არათუ მოწოდება შეეწყვიტა, არამედ SOCAR-ს გაზის საფასური უბრალოდ გაეზარდა და...„საერთაშორისო კონსორციუმის“ სატრანზიტო გადასახადის ფასად მიღებული საწვავის ოდენობა აღარაფერს ეყოფოდა: კატასტროფა გარდაუვალი გახდებოდა.
ამიტომ მიშა ლავირებდა, მანევრირებდა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა, ეშმაკობდა, PR-სვლებს აკეთებდა, ნარატივს აბუნდოვანებდა, ალიევს „აბოლებდა“, სიტყვიერ შეთანხმებებს საჯაროდ ინტერპრეტირებდა, რათა ამ დილემაში რაღაცნაირად „ბალანსი“ დაეცვა და ქვეყანა უარესი განსაცდელიდან „გამოეძვრინა“
თუმცა სწორხაზოვან და ერთგანზომილებიან პრიმიტივებს რამეს შეასმენ?
განა მათ ოდესმე (ო დ ე ს მ ე!) ესმოდათ ან მომავალში გაიგებენ რას ნიშნავს „პოლიტიკური რეალიზმი“, „პრაგმატიზმი“ და სხვა ამგვარი „აბეზარი ცნებები?!“
და განა შეაგნებინებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უბრალოდ დამღუპველია აზერბაიჯანთან ურთიერთობის ასე ერთმნიშვნელოვნად, ღიად ჩაოხრება, როდესაც რუსული აგრესიის ფონზე სასიცოცხლოდ ხარ დამოკიდებული მასზეც და მის უფროს ძმა თურქეთზეც?
და რომ ყველგან, ყოველთვის, თუნდაც ათასგზის მართალი როცა ხარ (და ხარ, ნამდვილად - ამას ვინ უარყოფს?!-დ.), აუცილებელია პოლიტიკური ტ ე ქ ნ ო ლ ო გ ი ა, რეალიზმი, ხშირ შემთხვევაში კულუარული მოქმედება, მანევრირება, მოქნილობა, დიპლომატიური „თეიკები“ და არა საჯარო ისტერიკა, უძლურად და უსუსურად „ამაყი“ დემარშები, რის შედეგადაც მიიღებ სწორედაც ისეთ სახეში „შემოლაწუნებას“, როგორიც ახლა მივიღეთ მეზობელი სახელმწიფოსგან - მისი „საგარეოს“ უპრეცედენტოდ მკვახე განცხადების სახით?
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დღევანდელი მთავრობა, საბედნიეროდ, ესოდენ უპასუხისმგებლო და ჩლუნგი არ არის: ისევე როგორც მიშა თავის დროზე, პრემიერი კობახიძეც „ტექნოლოგიურად“ და დიპლომატიურად მოქმედებს, აბსოლუტურად უსარგებლო „რუკებს“ სულელურად არ ეძებს და არ აფრიალებს, „გარეჯი საქართველოა“ დებილურად პროვოკაციულ სამთავრობო კამპანიებს არ აგორებს, ისტერიკებს არ აწყობს, პრიორიტეტებს „აქ და ახლა“ სწორად ალაგებს, სიფრთხილეს იჩენს, დიპლომატიურად მანევრირებს, ნარატივში ზუსტ აქცენტებს სვამს...... ხოლო როცა გონებაჩლუნგ იდიოტებს მაინც ვერაფერს შეასმენს, არსობრივად უბრალოდ სდუმს...... მათ მიერ სახელმწიფო ინტერესებისთვის მიყენებული ზარალის შეძლებისდაგვარად მინიმიზებას ცდილობს.
ისევე როგორც მიშა სდუმდა.
და იგივეს ცდილობდა.
რა ექნა მეტი...... ან რა უნდა ქნას მეტი ელემენტარულად გონიერმა ხელისუფლებამ ქვეყანაში, სოციუმში, რომელსაც ისტორიულად პოლიტიკური კულტურის უმდაბლესი დონე ჰქონდა მუდამ და აქვს ახლაც?
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ჰოოოოოოო ისე.....რამდენი ხანია სულ ამ კითხვას ვსვამ და პასუხი ვერ მივიღე:
ზემოთნახსენები ლოზუნგი, 1989 წელს, ლიტველებმა, ესტონელებმა, ლატვიელებმა (უზბეკებზე და ყაზახებზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ - ეგენი „ვინ აგდიან და ყრიან ჩვენთან შედარებით“?!-დ.) რატომ არც ერთხელ, არც ერთ (!!) მიტინგზე არ გამოიტანეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის პროცესში?
არ იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის?
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩვენ გვქონდა და მათ არა?
რუსეთის იმპერია ძალიან უყვარდათ?
ჩვენგან განსხვავებით არ იცოდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რომ ის იმპერია ნამდვილად დამპალი იყო?
ისინი მხდალი ჩმორები იყვნენ - ვაჟკაცებთან შედარებით?
კითხვები......კითხვები......