ნოემბრის რევოლუციის წელიწადი

ნოემბრის რევოლუციის წელიწადი

        სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არ წყდება კამათი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ისტორიაში მიზეზ-შედეგობრიობის მყარი პარადიგმა. ანუ რამდენად განისაზღვრება ესა თუ ის ისტორიული მოვლენა მისი წინაპირობებით თუ მოვლენათა წინამდებარე რიგით. დიდი ოსვალდ შპენგლერი მიიჩნევდა, რომ ისტორიული მიზეზ-შედეგობრიობა ერთგვარი «ფსევდო ინტელექტუალური მითია» და, სინამდვილეში, ისტორიის ბედისწერა ამოძრავებს ბევრად მეტად, ვიდრე რაციონალური თანამიმდევრობა.
        ამასთანავე, მეორე უკიდურესაობაში «გადავარდნაც» და დიალექტიკის სრული უარყოფაც არ შეიძლება. ალბათ, აქ გარკვეული «ოქროს შუალედის» დაცვაა აუცილებელი, ანუ იმის დაბეჯითებით მტკიცება, რომ მოქმედებს ორივე ფაქტორი: როგორც ბედისწერის (შემთხვევითობის) ასევე კანონზომიერებისა. მაგალითად, ძალიან ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა და როგორ – რამდენად განვითარდებოდა მოვლენები საქართველოში აწ უკვე სავსებით ლოგიკურად და «გარადუვალად» მიჩნეული ალგორითმით, რომ მრავალ ფქატორთან ერთად, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში გროვდებოდა და ერთმანეთს ედებოდა – წლევანდელ ნოემბერში შარშანდელინოემბრის სუსხი და თოვლი ყოფილიყო და არა მზიანი, ნათელი ამინდი გიორგობას, ან მიწისძვრა რამდენიმე თვით გვიან მომხდარიყო, და ასე შემდეგ. თუმცა, წლის ანალიზისას ისღა დაგვრჩენია, ამგვარ «სულელურ თურმეობას» თავი დავანებოთ და მივყვეთ მოვლენებს, რომელთცა, საბოლოოოდ, საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ტეხილი შექმნეს და ედუარდ შევარდნაძის აქტიური (დიდი) პოლიტიკიდან წასვლა განაპირობეს.

2003 წლის 25 იანვარს საქართველოს მრავალწლიან ხელმძღვანელს 75 წელი შეუსრულდა. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ პოლიტიოსისთვის ეს დიდი ვერაფერი ასაკია, მაგრამ გააჩნია გარემოსა და თვით პოლიტიკოსს.
        თუ გავითვალისწინებთ საქართველოს უახლესი ისტორიის ბობოქარ მოვლენებს, რომელთა ცენტრალური ფიგურა სწორედ ედუარდ შევარდნაძე იყო, სამოქალაქო ომს, «დანის პირზე» განუწყვეტელ სიარულს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბალანსის დაცვის მუდმივ აუცილებლობას, ომს აფხაზეთში, ორ ტერაქტს _ სასწაულებრივი გადარჩენით და მრავალ სხვა თანამდევ ფაქტორს, ედუარდ შევარდნაძის 75 წლისთავი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
        რასაკვირველია, ყველაფერს ამქვეყნად აქვს დასაწყისი და დასასრული. აქვს დასასრულინებისმიერ რესურსსაც, როგორი ამოუწურავიც უნდა ჩანდეს იგი მრავალთათვის. თუნდაც, ისეთ, თითქოსდა, ამოუწურავ რესურსს, როგორიც ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურიხელოვნება, მისი «ძალაუფლების ტექნოლოგია» და ჭვრეტის უნარი იყო.
        მით უმეტეს, როდესაც ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსთა სასრულობას ამ შემთხვევაში მრავალი გარეშე ფაქტორიც დაერთო, ანუ, თვით ხსენებულმა «ბალანსირების პოლიტიკამაც» ამოწურა თავისი თავი და დიდმა ქართველმა პოლიტიკოსმა, რომელსაც (როცა ფორმაში იყო და როცა მის ტექნოლოგიას ყავლი ჯერ არ ჰქონდა გასული) წლევანდელი მოწინააღმდეგეები ადრე «ლუკმად არ ეყოფოდა», _ წელს, კრიტიკულ ვითარებაში, ნოემბრის შუა რიცხვებში, პირველად მრავალი წლის (ან იქნებ, მთელი მისი მოღვაწეობის) განმავლობაში, ვერ გათვალა, ვერ განჭვრიტა, ვერ მიხვდა, ვერ განსაზღვრა, საიდან ელოდა მეტი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მარაზმატულ «შედეგთა» გაუქმებით თუ პირიქით _ ამ შედეგთა და არჩეული, ეგრეთ წოდებული, «პარლამენტის» ჯიუტი დაცვით, მისი შეკრების აცუილებლობის დაჟინებით.
        სწორედ ეს გახდა მისი საბედისწერო შეცდომა, რამაც იმსხვერპლა კიდეც, როგორც პოლიტიკოსი და პრეზიდენტი.
        მაგრამ მანამდე, მოვლენები გარეგნული სიმწყობრით ერთვოდნენ ერთმანეთს, რითაც საბოლოო შედეგის გარეგნული «ლოგიკურობის» დასკვნა მტკიცდება. 1 თებერვალს კრწანისის სამხედრო-საწვრთნელი ეტაპის დაწყება. ამ პროგრამის «გაშვება» ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობსი ბოლო პერიოდის უდიდესი წარმატება იყო, მათ შორის, ხელისუფლების ავტორიტეტის განმტკიცების თვალსაზრისითაც. იმ დროს (2002 წლის გაზაფხულზე) ბევრი შემდგომდროინდელი მოწინააღმდეგე ედუარ დშევარდნაძის გადაწყვეტილებას «აბსოლუტურად სწორს» უწოდებდა.
        თუ ზემოთხსენებულ «ბედისწერის თემას» დავუბრუნდებით, საკმარისი იყო ამერიკელებს ეს პროგრამა 2002 წლის ნ აცვლად, 2003 წლის შემოდგომაზე დაეწყოთ და შესაბამისი «რეზონანსის» შედეგად წარმოშობილი დადებითი მოტივაციებისა და სტერეოტიპის ინერცია 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ არავის მისცემდა ანტისახელისუფლებო ტალღის «აგორების» საშუალებას.
        ოღონდ, საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ამერიკელებს ასეთი რამ არასდროს ეშლებათ და საეჭვოა «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამა მათ წელს დაეწყოთ – სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოსთან თანამშრმოლობას უკვე პირდაპირ აღარ უკავშირებდნენ ედუარდ შევარდნაძის ფიგურას.
        საქართველოს პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები რომ «პროამერიკულად» განწყობილ ახალგაზრდა «რეფორმატორები» არ ყოფილიყვნენ _ მაშინ იცოცხლეთ! ყველა ქვეყანას «მხარდაჭერის» თავისი ტექნოლოგიები აქვს: ამერიკას არანაკლებ, ვიდრე რუსეთს.
        ამ მხრივ, ნიშანპდობლივია, რომ ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსკოვმა უარი უთხრა ედუარდ შევარდნაძეს «საქართველოს კულტურის დღეების დროს» ვიზიტის გამართვაზე, რათა ეს მხარდაჭერად არ აღქმულიყო და საქართველოს ლიდერს თავის სასარგებლოდ არ გამოეყენებინა _ ამით საოცარი სიზუსტით გამოიხატა ის შემდგომდროინდელი რეალობა, რომ ვაშინგგტონისა და მოსკოვის ინტერესები (ხელისუფლების შცევლის საკითხში) ერთმანეთს დაემთხვა. სხვა საქმეა, რომ მოსკოვს ალტერნატივის საკუთარი ხედვა და კანდიდატურებიჰყავდა, ამერიკამ კი ამაში ნ ამდვილად დაასწრო (დაჯაბნა), მაგრამ ეს მეორეხარისხოვან ფაქტორად უნდა ჩაითვალოს.
        4 თებერვალს დაიწყო გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი. მართალია, «ნოემბრის რევოლუციის» დღეებში «სანაიას საქმე» თითქოს არავის უხსენებია, მაგრამ სინამდვილეში, ამ მკვლელობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მოვლენათა განვითარებაზე, რაკი დიდად განსაზღვრა სამოოალაქო საზოგადოების უკვე «ზემძლავრი» ინსტიტუტების მოტივაცია.
        ძალაუნებურად, ისევ და ისევ, წარმოიშობა აზრი (შთაბედჭილება) «ბედისწერის» შესახებ, თუმცა, აქაც კანონზომიერებისა და შემთხვევითობის ანთოლოგიურ ერთიანობასთან უფრო გვაქვს საქმე. ვერავინ იტყვის, რა მოხდა გიოს ბინაში იმ საბედისწერო ღამეს. ეს მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის და ბედისწერასაც იგი განსაზღვრავს როგორც ამქვეყნად – ასევე «ქვეყნის მიღმა».
        7 თებერვალს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოფიციალურად მხარი დაუჭირა ერაყში ამერიკის საომარ კამპანიას. ეს მისთვის ჩვეული «დაბალანსების» (მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში) პოლიტიკის მორიგი ტექნოლოგიური გამოლვინება იყო, მაგრამ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედებით, შიდაპოლიტიკური მდგომარეობა თანდათან ისე მძიმდებოდა, რომ «დასაბალანსებლად» მეტისმეტად რადიკალური და სარისკო ნაბიჯების გადადგმა ხდებოდა საჭირო საგარეო პოლიტიკაში: ერაყის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერა ამის მკაფიო დადასტურებაა. ამან უფრო გაართულა რუსეთთან ურთიერთობა, ხოლო შიდა პოლიტიკური დივიდენდი ხანმოკლე აღმოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ედუარდ შევარდნაძის მრავალწლიანი სახელისუფლებო ტექნოლოგიის რესურსი თანდათან (თუმცა, განუხრელად) იწურებოდა.
        24 თებერვალს «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ვერის ბაღში დაწყებული უკანონო მშენებლობა მოინახულა. ეს ერთ-ერთი წარმატებული პიარ-აქცია იყო მრავალთა რიგში და საქართვლეოში ჩამოყალიბებული ფ «ახალი განწყობის» შესაბამისად (როცა ქართველი ახალგაზრდობისათვის მისაბაი იდეალი კომუნისტი პარტიზანი ჩე გევარა გახდა) – ბევრად უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო იყო უბრალო ადამიანებისთვის, ვიდრე იგივე ამერიკული სამხედრო პროგრამა და ერაყის ომი თუ მისი სენსაციური მხარდაჭერა. ამ მხრივ, მიშა სააკაშვილმა ძალიან ზუსტად მიაგნო თანამედროვე ქართული სოციუმის «მენტალურ გასაღებს».
        6 მარტს კი (მივაქციოთ ყურადღება) ქართველმა პაციფისტებმა, ამერიკაში და დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ინიციატივით, ერაყში ომის საწინააღმდეგო მანიფესტაცია გამართეს რუსთაველის გამზირზე. ესეც საოცრად «კონტექსტური» და ლოგიკური იყქ ახალი ვითარებისა და მომწიფებული ბობოქარი მოვლენების გათვალისწინებით.
        იმავე დღეს, ედუარდ შევარდნაძე სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, მაგრამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ძველი პარადიგმა უკვე ვეღარ ამართლებდა: მიღწეული შეთანხმებები აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის ამოქმედების შესახებ (წინა წლებისაგან განსხვავებით) უკვე არათუ ვერ «აწონასწორებდა» ერაყის მიმართ დაკავებულ პოზიციას, არამედ ქართული საზოგადოების ორივე (როგორც პრორუსულ, ასევე პროამერიკულ) სეგმენტს აღიზიანებდა და, რაც მთავარია, ერთობლივი მოქმედებისაკენ განაწყობდა. წინა პერიოდებში კი მათი აგრესია ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე მიმართული და საერთო უმოქმედებას გ ანაპირობებდა.
        15 მარტს ეთერში გავიდა «ტელე-იმედი» - მხატვრული კონცეფციის თვალსაზრისით, უდავოდ, საუკეთესო ქართული ტელეკომპანია. ზოგადად, დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მომრავლებამ გაამძაფრა კონკურენტული გარემო. ამან, საბოლოო ანგარიშით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორის როლიც შეასრულა. ქართული მედიასივრცე სამკვდრო-სასიცოცხლო კონკურენციის (უფრო ზუსტად, ბრძოლის ასპარეზი გახდა, რამაც, სუსტი სახელმწიფოებრიობისა და დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში, საბედისწერო როლი შეასრულა.
        19 მარტს თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ჩხაიძე _ ეს იყო «პირველი ნიშანი» იმისა, რომ ვირტუალურ «იმიჯს» რეალური პოლიტიკური შედეგი აუცილებლად მოჰყვებოდა, ანუ მასმედიის სტერეოტიპები აუცილებლად სუბლიმირდებოდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ და სახელისუფლებო რეალიებსა თუ შედეგებში.
        20 მარტს პრეზიდენტი იძულებული გახდა (!! _ ეს განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს) ვეტო დაედო კანონპროექტისათვის «საარსებო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ». ზოგიერთი «ფსევდო ინტელექტუალი» მაშინ კამპანიას «დემოკრატების» შეცდომად აცხადებდა. არადა, ამან დაიდწილად განაპირობა (ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ფაქტორის როლი შეასრულა) პროტესტული სოციუმის მხარდაჭერაში. საზოგადოების ეს ნაწილი კი ყოველთვის მსჯელობს (შესაბამისად, მოქმედებს) სავსებით ჯანსაღი, პრაგმატული მოსაზრებით: «რას ვკარგავ იდეის მხარდაჭერით, თუკი ამაზე უარესი მაინც ვერაფერი იქნება?»
        6 აპრილს სახელმწიფო კანცელარიაში გამართული თათბირის შემდეგ გაცხადდა, რომ იქმნება საარჩევნო ბლოკი «ახალი საქართველოსთვის», რომელსაც პირადად პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში.
        ბევრი მიიჩნევს, თითქოს, ეს იყო ედუარდ შევარდნაძის «საბედისწერო შეცდომა» და მისი მხრიდან ბევრად უფრო შორსმჭვრეტელური იქნებოდა ნეიტრალური პ ოზიცია დაეკავებინა 2 ნოემბრის არჩევნების წინ, რათა პარტიათა შორის ბრძოლის შედეგებს მის მდგომარეობაზე არ ემოქმედა.
        ამ ლოგიკური დასკვნის ავტორები ერთ «მცირე» აზრობრივ შეცდომას უშვებენ ნეიტრალური პოზიცია მართლაც ბევრად ურფო მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ ედუარდ შევარდნაძე ნამდვილად აპირებდა 2005 წელს ჩამოშორებოდა ქართულ პოლიტიკას. მაგრამ, თუ ამ «დაშვებას» არმივიღებთ, მაშინ ლოგიკური კონსტრუქციის შინაარსი მთლიანად იცვლება. თანაც აქ, მაინცდამიანც, პრეზიდენტობის შენარჩუნებაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი (ეს გადაჭარბებაა) – ფორმები, შესალძოა, მრავალგვარი ყოფილიყო და ამ ტრანსფორმაციის პროცესში პრეზიდენტს აუცილებლად დასჭირდებოდა «მისდამი დავალებული» პოლიტიკური დასაყრდენი საკანონმდებლო ორგანგოში. 14 აპრილს გაიმართა სტუდენტური მოძრაობა «კმარას» მიტინგი. დღევანდელი გადასახედიდან ის აქცია ნათელყოფს, რომ ყველა ძირითადი ძალა (შესაბამისი მოტივაციით) უკვე მზად იყო მოქმედებისათვის და მოვლენათა განვითარება მხოლოდ საერთო მოტივაციურ კომპლექსში სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების თანვხედრაზე ხდებოდა დამოკიდებული.
        16 აპრილს «უცნობმა» დემოკრატიულ ძალთა გაერთიანება მოითხოვა და ამ მოწოდებით «დემოკრატებში» გაწევრიანდა.
        21 აპრილს კი უნივერსიტეტის რექტორად კვლავ სიმბოლური და «მანიშნებელი» ფიგურა – როინ მეტრეველი აირჩიეს, როგორც «კლასიკური ქართული ელიტის» ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი წარმომადგენელი.
        30 მაისს სანკტ-პეტერბურგის სამიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გააკეთა სენსაციური განცხადება აფხაზეთში რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» მანდატის ათი წლით გაგრძელების შესახებ. მაშინ ბევრს ეს უნებლიე შეცდომა ეგონა. სინამდვილეში, ამით უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა დამოკიდებულება კავკასიაში რუსეთის როლის გაძლიერების მიმართ, რაც მას სულაც არ ეპიტნავებოდა და არც საქართველოს გადაწყვეტილება მოსწონდა.
        რეალურად კი მან შესანიშნავად იცოდა, რომ ათი წლით «ცისფერჩაფხუტიანებს» მანდატი არ გაგრძელებიათ მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა მხოლოდ მათ უდავო ყოფნაზე კონფლიქტის ზონაში, ანუ რომელიმე მხარის მოთხოვნამდე.
        ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შევარდნაძე სავსებით სერიოზულად ეკიდებოდა 2003-2005 წლის საარჩენვო ციკლის პრობლემას და ამ პერიოდში ხელს არ აძლევდა რაიმე «მადესტაბილიზირებელი ფაქტორის» არსებობა – ყოველ 6 თვის შემდეგ მანდატის გაგრძელება-არგაგრძელების თაობაზე ატეხილი დისკუსიისა და პოლიტიკური დავიდარაბას სახით.
        12 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, პირადად აღშფოთებული მინისტრის ბრძანებით, პოლიციელებმა «კმარას» აქტივისტები დააკავეს. ამ ეპიზოდში ნიშანდობლივი და საყურადღებო იყო ორი მომენტი: უპირველეს ყოვლისა, თუ რა მშვიდად, მიზანსწრაფულად და (თუ შეიძლება ასე ითქვას) «პროფესიულად» მოქმედებდნენ ახალგაზრდა რ ევოლუციონერები, _ რამდენად მზად იყვნენ ისინი ხელისუფლების წარმომადგენელთა ამგვარი რეაქციისათვის და იოტისოდენად არა შინებდათ დაპატიმრება. მეორე: რაოდენ «ზლაზვნით», «უხასიათოდ», «უნდოდ» გამოეხმაურნენ რიგითი პოლიციელები მინისტრის ბრძანებას _ «კმარელები» დაეპატიმრებინგა. ამით, თითქოს, მინიატურაში აისახა ის ვითარება, რაც ოთხი თვის შემდეგ განმეორდა განუზომლად უფრო დიდი მაშსტაბით და იგივე შინაარსით. პირველად მაშინ შენიშნავდა გონიერი ადამიანი, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, «ძალისმიერი დასაყრდენი» აღარც ჰქონდა. 15 ივნისს «ნაციონალთა» ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ბათუმში თავისი საარჩევნო კამპანია დაიწყო. პირველი განცხადებებითაც ცხადი გახდა, რომ ამჯერად არჩევნები ბათუმში რეგიონის მმართველი რეჟიმისათვის იდილიური სიმშვიდით აღარ ჩაივლიდა, ხოლო «აჭარის ფაქტორი» მომავალ მოვლენათა მძლავრი კატალიზატორი გახდებოდა.
        4 ივლისს საქართველოს ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ეწვია და ერთდროულად რამდენიმე «მესიჯი» ჩამოიტანა ხელისუფლებისათვის. მათგან უმთავრესი იყო არა «საარჩევნო კოდექსის» რეფორმირების 10 პუნქტი, არამედ თეთრი სახლის არადეკლარირებული მოწოდება )ედუარდ შევარდნაძისადმი) გაეზიარებინა მანამდეც არაერთგზის გამოთქმული თხოვნა (კერძოდ, პრეზიდენტ ბუშის წერილებში) და შეემზადებინა ნიადაგი 2005 წელს ხელისუფლების «ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის» დასატოვებლად.
        ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს რეგიონში თავისი ინტერესებისათვის გადამწყვეტად მიაჩნდათ, რადგან 2005 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში სავსებით შესაძლებელია რეტროგრადული, ანტიამერიკული და ერთმნიშვნელოვნად პრორუსული ძალები მოსულიყვნენ, რაც მრავალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის ჩაშლას განაპირობებდა.
        თვით «საარჩევნო კოდექსის ცვლილებები» კი ისეთნაირად იყო ფორმულირებული, რომ ხელისუფლება არქიდემოკრატიული სტრუქტურებისაგან შემდგარი უნდა ყოფილიყო, რათა ამ კოდექსის საფუძველზე არჩევნები ნორმალურად ჩაეტარებინა. ამგვარი სტრუქტურებით კი, საქართველო, ისევე, როგორც პოსტსაბჭოური სივრცის უდიდესი ნაწილი, ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.
        «ბეიკერის ფორმულა» იყო ერთგვარი ტექსტი ქართული დემოკრატიისა და მმართველი რეჟიმის სტაბილურობაზე, რასაც მან ვერ გაუძლო და ვერც გაუძლებდა რასაკვირველია. ედუარდ შევარდნაძის უშუალო პარტიული გარემოცვაც იმდენად არა შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა, რომ ვერ მიხვდა: ესოდენ გართულებული პროცედურით ნორმალური არჩევნების ჩატარება, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა და ბევრად უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდნენ, თუ ზაფხულის დაუვიწყარი საპარლამენტო დებატებისას საარჩევნო კომისიაში უმრავლესობას დაუთმოდნენ ოპოზიციას. ოღონდ კენჭისყრის პროცედურის გამარტივების, დამატებითი სიების დაშვების და კენჭისყრის ვადის ღამის 12 საათამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ, რაც არჩევნების შემდეგ უკმაყოფილო ელექტორატის რაოდენობას შეამცირებდა.
        მაგრამ იმხელა «კოალიციაში» ამის ჭკუა და გამჭრიახობა არავის აღმოაჩნდა. 7 ივლისს, თუმცა, დროებით, მაგრამ გაძვირდა პური _ უძლიერესი დარტყმა ხელისუფლებაზე, რაც დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ არ დაუშვა სოფლის მეურნეობის მინისტრზე «ჯოხის გადატეხვა».
        ამრიგად, ედუარდ შევარდნაძის «სახელისუფლებო ტექნოლოგიაში» ახალი, მანამდე არნახული, უძლეველი და შეუვალი ფაქტორი გაჩნდა _ ამერიკის ელჩი საქართვლეოში, ბატონი რიჩარდ მაილსი. სწორედ მაილსთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დავით კირვალიძის მოხსნის შესახებ.
        11 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამან კიდევ უფრო განამტიკცა მისი ცენზი და ავტორიტეტი «ელიტარული ინტელიგენციის» წრეშიდა სახელისუფლებო ქარიზმაც შემატა.
        14 ივლისს «ლეიბორისტების» ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რათა ხსკ-ს ფუნქცია წმინდა სინოდს შეესრულებინა. მანამდე ისმოდა წინადადებები იგივე მოვალეობის ეუთოსათვის დაკისრების შესახებ. საინტერესოა, ყოფილი ხელისუფლების (ბლოკ «ახალი საქართველოს») ლიდერები დღევანდელი გადასახედიდან თუ მაინც ხვდებიან, რომ ეს მათთვის გადასროლილი უკანასკნელი «მაშველი რგოლი» იყო?
        17 ივლისს იუსტიციის სამინისტროში მოშიმშილე «ნაციონალებს» 50-მდე პენსიონერი შეუერთდა. «ნაციონალური მოძრაობა» და მისი ლიდერი მოქმედებენ აზრიანად, ზუსტი გათვლით, მტკიცედ და გაბედულად. «ნაციონალური მოძრაობის» რეიტინგი დღითიდღე იზრდება, ხოლო «პროტესტული ელექტორატის» დამოკიდებულება, დიდწილად, ერთმნიშვნელოვანი ხდება.
        3 სექტემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ დანიშნა რეფერენდუმი დეპუტატთა რიცხვის შემცირების საკითხზე და განაცხადა, რომ ამ რეფერენდუმის (ადვილად განჭვრეტადი _ ავტ.) შედეგი იქნება პირველი ნაბიჯი ფართო საკონსტიტუციო რეფორმის გზაზე, რაც ძირითადი კანონის საფუძვლიან გადამუშავებასა და ახალი სახელისუფლებო სისტემის შექმნას ისახავს მიზნად. ამ გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გაფორმდა «ძალთა დისპოზიცია» გადამწყვეტი ბრძოლის წინ, ვინაიდან ნათელი გახდა, რომ ედუარდ შევარდნაძე არ აპირებდა სტატისტის როლში დარჩენას 2005 წელს საპრეზიდენტო პოსტის გარდაუვალი დატოვების შემდეგ (მესამე ვადით არჩევას იგი ნამდვილად გამორიცხავდა). ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული პოლიტიკურ ლანდშაფტზე არ არსებობდა მისი «კალიბრის» პოლიტიკური ფიგურა, ახალ სახელისუფლებო სისტემაში მისი გამოცდილება და ავტორიტეტი უდავოდ იქნებოდა «მოთხოვნილი».
        5 სექტემბერს, სახელისუფლებო ბლოკის სათავეში ვაჟა ლორთქიფანიძე აღმოჩნდა. ამით საოცარი სიზუსტით გამოიხატა, თუ რომელი სოციალ-პოლიტიკური «ბეგრაუნდის» დაჯგუფება ცდილობდა შეემზადებინა ნიადაგი «პოსტშევარდნაძისტულ» საქართვლეოში ხელისუფლებაში მოსასვლელად, ვინაიდან ლორთქიფანიძე ამ ისტორიულად დამარცხებული, შინაარსობრივად რეტროგრადული კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერიდა პატიოსანი წარმომადგენელი იყო.
        19 სექტემბერ,ს ჩაიშალა შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსა და ვატიკანს შორის – ამით იწყება პრეზიდენტ შევარდნაძის რადიკალურ და სარისკო გადაწყვეტილებათა სერია, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობდნენ ბრძოლის ლოგიკიდან. შედეგად, ხელისუფლებამ დაკარგა უძლიერესი მხარდამჭერი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახით. არადა, საქართვლეოში მისი, თუნდაც, ნეიტრალიტეტი საბედისწეროა.
        26 სექტემბერს ბოლნისში «ნაციონალური მოძრაობისა» და ხელისუფლების მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. მიხეილ სააკაშვილი «ყველა ხიდს წვავს» და, ფაქტობრივად, უკან დასახევ გზას არ იტოვებს. «გარესისტემური დესტაბილიზაციის» კონტურები აშკარავდება. სამაგიეროდ, პროტესტული სოციუმის მხარდაჭერა რევოლუციურ ზღვარს აღწევს.
        27 სექტემბერს აფხაზეთის დაკარგვის 10 წლისთავი აღინიშნება – საზოგადოებრივ ცნობიერებაში საბოლოოდ ილექება საქართველოს უმძიმესი და გამოუსწორებელი ეროვნული დამარცხებისათვის პასუხისმგებელი სუბიექტი. 9 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი. პრეზიდენტი შევარდნაძე ბოლო პერიოდბში, თითქმის, აღარ იყენებდა «დასავლური ვიზიტების» ფაქტორს, რაც ზრდიდა მის რეიტინგს. როგორც ჩანს, მას ამ რესურსების გამოყენება მხოლოდ 2004-05 წლებში ჰქონდა დაგეგმილი. 1 ნოემბერს, არჩევნების წინა დღეს, გაიმართა «თბილისობის» დღესასწაული. ეს საოცრა მეტყველი და ნიშანდობლივი მოვლენა იყო. იგი ადასტურებდა, რომ «ძველი» (პოსტსაბჭოური) საარჩევნო ტექნოლოგიები უკვე ვეღარ ჯაბნიდნენ და ვერც დაჯაბნიდნენ «ახალს». შესაბამისად, დამრაცხებისათვის იყო განწირული ის პოლიტიკური და სახელისუფლებო ფენომენი, რომელიც მათ იყენებდა.
        2 ნოემბერს დაიწყო საპარლამენტო არჩევნები. დილიდანვე ცხადი გახდა, რომ არჩევნები ჩაიშლებოდა სწორედ საარჩევნო პროცედურის უსაშველოდ გაჭიანურების გამო. საარჩევნო უბნებთან გაიჭიმა უზარმაზარი რიგები, რაც სრულებითაც არ მეტყველებდა ამომრჩეველთა მაღალ აქტივობაზე – სამსაათიან რიგებში «გაძლეს» მხოლოდ პროტესტული ელექტორატის წარმომადგენლებმა. მაშინ, როდესაც ნორმალური, «გაუბრაზებელი» და «მშვიდი», თავიის არსით ოპოზიციურად, მაგრამ არააგრესიულად, კონსტრუქციულად განწყობილი ელექტორატი ან სხალში დარჩა (ტელევიზიით რიგების შემხედვარე), ან ხელი ჩაიქნია და ისევ სახლს მიაშურა, როგორც კი უბანს მიუახოლვდა და იქედან ლანძღვა-გინება შემოესმა.
        ეს ყველაზე მეტად დამახასიათებელი იყო სწორედ თბილისისათვის. მაშინ, როდესაც იმ რეგიონებში, სადაც არჩევნები, ფაქტობრივად, არც ტარდებოდა (აჭარასა და ქვემო ქართლში) – ბიულეტენების «ჩაყრის» შედეგად შესაბამისმა სუბიექტებმა ასპროცენტიანი შედეგი მიიღეს. ბუნებრივია, თბილისში (ხსენებული მიზეზით) «ამორმჩევლის გარეშე» დარჩენილი პარტიები ამას ასე ადვილად არ შეეგუებოდნენ და არც შეეგუვნენ. 4 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული მიტინგისას, «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად განაცხადა, რომ «თუ შევარდნაძე არ აღიარებს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება,ს ხალხი მივა სახელმწიფო კანცელარიასთან და გადააგდებს მას».
        ამიერიდან ხელისუფლებას მდგომარეობიდან გამოსვლა უკვე მხოლოდ სერიოზული დანაკარგისა და პოლიტიკური მსხვერპლის ფასად შეეძლო. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ მან ეს არ მოისურვა. უფრო მეტად, სწორედ «არ მოისურვა», ვიდრე «ვერ შეძლო».
        6 ნოემბერს ცსკ-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემბეი მივიდა. «აღორძინებამ» პირველი ადგილი დაიკავა. ნათელი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნები მოიგო ასლან აბაშიძემ და, მიუხედავად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი განუყოფელი გავლენისა, იმთავითვე ისიც ცხადი იყო, რომ «თბილისური ელიტა» (თანაც, უკვე არა მხოლოდ პოლიტელიტა) არ დაუშვებდა პარლამენტის ბათუმიდან მართვას.
        9 ნოემბერს, რუსთაველზე უპრეცედენტოდ მაშსტაბური აქციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდნენ. «ნაციონალური მოძრაობისა» და «უბრჯანაძე-დემოკრატების» ტაქტიკა განსხვავდებოდა და სწორედ ეს სხვაობა უტოვებდა შანსს პრეზიდენტ შევარდნაძეს _ მას ჯერ კიდევ შეეძლო დათანხმებოდა ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის წინადადებას საპარლამენტო არჩევნების შედეგთა გაუქმების შესახებ. თანაც, აქ შესაძლებელი იყო ვარიაციები _ მხოლოდ პროპორციულის გაუქმება (როგორც რეალურად მოხდა უკვე რევლუციის შემდეგ), საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რაც ედუარდ შევარდნაძემ, ისევ და ისევ, არ მოინდომა, რადგან შესანიშნავად უწყოდა, რომ «დათმობების გზით» პროგრამა მაქსიმუმის განხორციელებას ვერ შეძლებდა. ხოლო ეს პროგრამა «2005 წლის პროექტს» მჭიდროდ უკავშირდებოდა. ამის ნაცვლად, კი...
        10 ნოემბერს პრეზიდენტი შევარდნაძე ბათუმს ეწვია ასლან აბაშიძის მიწვევით. მეორე დღეს აჭარის ლიდერი ბაქოსა და ერევანში გაემგზავრა, რაც ერთგვარი «პრელუდია» იყო მოსკოვში პოლიტიკური მოგზაურობისათვის.
        დაიწყო «წასაგები» თამშაი, რომლის «შემობრუნება» უკვე შეუძლებელი ხდებოდა, ვინაიდან ასევე «შემოუბრუნებელი» გახდა იმიჯისა და არათუ სხაელისუფლებო, არამედ თვით სოციალური ქარიზმის დევალვაციის პროცესი.
        16 ნოემბერს შეიქმნა «დაუმორჩილებლობის კომიტეტი» - ეს იყო პირველი ნაბიჯი 22 ნოემბრის «ხავერდოვანი რევოლუციისაკენ».
        17 ნეოემბერს პარლამენტის შენობის წინ დაიწყო «ალტერნატიული მიტინგი» («ზვიადისტები» _ «ამღორძინებლები»), რომელიც «ხზავსის» როლს თუ ასრულებდა და ხელისუფლებას დმგომარეობის «არაუიმედობის» ილუზიას უქმნიდა. ამ აქციას და მის გამაღიზიანებელ «იმიჯს» თბილისური სოციუმის ოპოზიციურად კონსოლიდაცია და სტუდენტობის გააქტიურება მოჰყვა.
        19 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზია გააკრიტიკა, ზაზა შენგელიამ პოსტი დატოვა – არა იმდენად ამჟამინდელ საქართველოში ოფიციოზის რეალური გავლენის (ეს გავლენა 9-10-12 წლის წინანდელს ვერც კი შეედრება), რამდენადაც ამ მოვლენის სწორედ «ნიშანდობლივობის» წყალობით, იგი «უკანასკნელ ზარად» იქცა.
        21 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით და უშუალო მონაწილეობით, დასავლეთ საქართველოდან თბილისისაკენ დაიძრა ოპოზიციური კოლონა. ათეულობით ავტობუსმა დაძრა ყოვლისწამლეკავი ზავი, რომლის შეჩერებას უკვე ვერანაირი ძალა ვეღარ შეძლებდა. შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებდა, რომ «კოლონაში სულ რაღაც 50 მანქანაა». არადა, ეს ის «გუნდა» იყო, რაც თბილისში, 22 ნოემბერს ზვავად იქცა.
        23 ნოემბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა დაახლოებით 100 ათასი ადამიანი. ოპოზიციონერებმა საოცარი სიზუსტით გათვალეს, რომ მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი და ხელსაყრელი იქნებოდა არა ახალი პარლამენტის შეკრებისათვის ხელის შეშლა (რაც სხვებს მისცემდა საშუალენბას ეთქვათ, «ძველ პარლამენტში თავიანთ თანამდებობებს იცავენო»), არამედ შენობაში შეჭრა უკვე მას შემდგე, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბებოდა – ოღონდ მანამდ,ე ვიდრე იგი თავმჯდომარის არჩევას მოასწრებდა, ამით მოქმედებას რევოლუციური ხასიათი მიეცემოდა. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო კანცელარია «სამუდამოდ ბლოკირებული იყო» ძველი ხელისუფლებისათვის. დანარჩენი უკვე «ტექნიკის საქმე» ხდებოდა.
        საღამოს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას (საგანგებოდ არ ვუთმობ ყურადღებას იგორ ივანოვის ვიზიტს, რომელსაც სინამდვილეში მხოლოდ თვით რუსეთისთვის ჰქონდა მნიშვნელობა და არა საქართვლეოში მოვლენათა განვითარებისათვის).
        23 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მიტინგზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ედუარდ შევარდნაძე არ გადადგება, ასიათასიანი მიტინგი დაიძვრება მისი რეზიდენციისაკენ. შევარდნაძე მიხვდა, რომ წააგო სახელისუფლებო ბრძოლაში (პირველად, ბრწყივნალე კარიერის განმალვობაში) და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო მისთვის ჩვეული სიზუსტით არც ერთი წუთით დროზე ადრე (როცა კიდევ რჩებოდა თეორიული შანსი) და არც ერთი წუთით გვიან.
        ამით დამთავრდა დიდი ეპოქა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა. «დიდი» არა ქრონოლოგიურად, არამედ სულიერ «ტეხილთა» სიმრავლითა და საზოგადოებრივი ცხოვრების ევოლუციის მაშსტაბურობით.
        რა თქმა უნდა, ავტორმა შესანიშნავად იცის «ხავერდოვანი რევოლუციის» პროცესში მრავალი შინაგანი მექანიზმი, ქვედინება, დაფარული ფაქტორი და მოტივაცია მოქმედებდა, რომლებიც (მცოდნეთა თვალში) მომხდარს რომანტიულობის ელფერსა და ორეოლს აცლიან, მაგრამ კცაობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ არც რევოლუციები და არც თვით პროგრესი ამგვარი მოტივაციების გარეშე «არ კეთდება». ეს ისტორიის «ცოდვიანი ვნებაა». მთავარია, მოსახლეობას სწამდეს, რომ მან გაიმარჯვა და არ შეირყვნეს მისი ბავშვურად გულუბრყვილო შთაბეჭდილება.
        აკი, ჯერ კიდევ, დიდი ტალეირანი ბრძანებდა: მადლობა ღმერთს, ფრანგმა ჯარისკაცებმა ყველაფერი არ იციან თავისი სამშობლოს შესახებ, თორემ მისთვის თავს არ გაწირავდნენო.

დილის გაზეთი, 31 დეკემბერი, 2004 წელი.