მაწანწალა ძაღლები და გრუზინული მენტალობა

მაწანწალა ძაღლები და გრუზინული მენტალობა

რატომ არ არიან მაწანწალა ძაღლები ისრაელში?

იმიტომ, რომ ლეკვის აყვანა, მისი გაზრდა და მერე „მოყირჭებული ძაღლის“ ქუჩაში გაგდება, - სადმე შორს მიტოვება, - ისჯება......3 წლამდე ციხით!!

არადა ეს „მიტოვება/გაგდებაა“ ყველგან, ყოველთვის „მაწანწალა ქუჩის ძაღლთა“ პოპულაციის მომრავლების მთავარი წყარო.

ისრაელში ლეკვის აყვანისას ხდება მისი რეგისტრაცია და ჩიპირება.

„გაიქცაო“ ვერ იტყვი, რადგან გეტყვიან: „რატომ მაშინვე არ განაცხადეო“;

იოლად იპოვიან ჩიპით და „გაქცევის“ გამო დიდ ჯარიმასაც გადაიხდი: 25 000 შეკელის (დაახლოებით $8 000) ოდენობით.

შეგიძლია ძაღლი თავშესაფარში ჩააბარო, თუმცა მისი მოვლის, კასტრაცია/სტერილიზაციის, კვების ხარჯები მთელი მისი სიცოცხლე უნდა იხადო.

ისრაელში სახელმწიფო ძაღლებს არ კლავს არანაირი ფორმით. ნურას უკაცრავად!

ისრაელი ცივილიზებული სახელმწიფოა.

საქართველოს ხელისუფლებ(ები)..... არც დღევანდელი, არც წინა და არც იმის წინა...... ამგვარ გადაწყვეტილებებს არ/ვერ იღებენ ორი მიზეზის გამო:

ა) ასეთ შემთხვევაში უკმაყოფილო/გაბრაზებულ/გაავებულ/დაბოღმილ „გრუზინთა“ დიდი კონტინგენტი წარმოიშობა (ვისაც დააპატიმრებენ ამის გამო ან დააჯარიმებენ ან ვისთანაც სახლში მივლენ შესამოწმებლად, თუ სად არის ლეკვი, რომელიც აიყვანა); შემდეგ ეს „მარადი გრუზინული“ კონტინგენტი, სანათესავო/საჯალაბო/საძმოსთან ერთად გამოვა რუსთაველზე მორიგი რაიმე „საპროტესტო მოძრაობის“ დროს და დაამხობს ხელისუფლებ(ებს)

ბ) ძაღლთმოშენება და ლეკვების გაყიდვა დიდი ბიზნესია საქართველოში.

მრავალათეულმილიონიანი.

ბუნებრივია, თუ „ისრაელის“ კანონები ამუშავდება, უპასუხისმგებლო „გრუზინი“, - რაკი ეცოდინება მერე ვეღარ გააგდებს თუ მოყირჭდა, - ლეკვის აყვანას მეტი სიფრთხილით მოეკიდება და.......ბიზნესი დაზარალდება!!

ოოოოოოო ეს ხომ კატასტროფაა თუ მრავალმილიონიანი ბიზნესი დაზარალდა. სჯობს ის მარაზმი დარჩეს, რაც ამჟამად „სუფევს“

ამიტომ ხელისუფლებ(ებს) ურჩევნიათ მიიღონ სიმბოლური, აბსოლუტურად არაფრისმომცემი ზომები (მარკირება, აცრა, კასტრირება, ნაცვლად ჩიპირების და მეპატრონის პასუხისმგებლობის გაზრდისა) რაც ვერანაირად ვერ შეამცირებს „უპატრონო/მაწანწალა/ქუჩის“ ძაღლების პოპულაციას, სამაგიეროდ ქმნიდა და ქმნის ამ მიმართულებით ხელისუფლებათა აქტივობის ი ლ უ ზ ი ა ს (მაინც) იმ უბედურთა თვალში, ვისაც საშინლად უთხრის ნერვებს გულისამრევი მარაზმი, რაც ქვეყანაში ხდება ამ თვალსაზრისით და არ არის არსად, (ა რ ს ა დ (!!) - არც ერთ ცივილიზებულობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში

მიიღეთ „ისრაელის კანონი“ და 1-2 წელიწადში მაწანწალა ძაღლებს საერთოდ ვეღარ ნახავთ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ქუჩებში, - აფთიაქებისა და საბავშვო ბაღების, სავაჭრო მოლებისა და თეატრების წინ წამოწოლილებს.

ისევე, როგორც ვერ ნახავთ ლონდონში, პარიზსა და თელ ავივში.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ჩვენ „მშიშარა“, „სუსტ“, მთლიანობაში ჩმორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

ვცხოვრობდით ყველა ხელისუფლების დროს; ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ როგორც სჩანს მარადჟამს.

ანუ სახელმწიფოში, რომელსაც ე შ ი ნ ი ა არაპოპულარული გადაწყვეტილებებით ტრადიციული „გრუზინის“ გაღიზიანებისა, რათა არ გაბრაზდეს, ჩლუნგად არ დაიბოღმოს და პირველი შესაძლებლობისთანავე რუსთაველზე არ გამოვარდეს, - ხელისუფლებ(ები) არ დაამხოს.