ლორდი ჯორჯ რობერტსონი საქართველოს ნატოს მხარდაჭერას ჰპირდება

ლორდი ჯორჯ რობერტსონი საქართველოს ნატოს მხარდაჭერას ჰპირდება

        დღეს ჩვენს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩრდილოატლანტიკური კავშირის გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი, რომელმაც ამ პოსტზე ხავიერ სოლანა შევალა. სოლანა ორი წლის წინ უკვე იმყოფებოდა საქართველოში. დაახლოებით სწორედ იმ დროს გაიჟღერა შევარდნაძის «საკვანძო ფრაზამ: 2005 წელს საქართველო ნატოს კარებზე დააკაკუნებს». ამ ფრაზამ მოსკოვშიშ უდიდესი აღშფოთება გამოიწვია – რუსებს მიაჩნდათ, რომ საქართველო 1993 წელს ისე გაანადგურეს, ვეღარასოდეს წამიწევდა. ამიტომ გაუკვირდათ – ესენი კიდევ ცოცხლები არიანო?
        შევარდნაძის ისტორიულმა სიტყვებმა თავისი ფუნქცია თითქოს შეასრულა, მაგრამ ამ მუქარამ ვერ აიძულა (ობიექტურად ეს შეუძლებელი იყო) რუსეთი შეეცვალა თავისი პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ და შეეწყვიტა სეპარატისტთა მხარდაჭერა. ალბათ, ამას მსოფლიო უკვე ვეღარასოდეს მოახდენს, როგორ დათმობებზეც არ უნდა წავიდეს, ამიტომ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანაც გარდაუვალი ხდება. ეს შესანიშნავად ესმით მოსკოვშიც და ბრიუსელშიც. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტიც საქართველოში, ამ ახალ რეალობას შეესააბამება. სულ რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს მოლაპარაკენბა საქართველოსა და რუსეთს შორის ბაზების ლიკვიდაციისა და ჯარის გაყვანის ვადების შესახებ. რასაკვირველია, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, ისევე, როგორც მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა შტატების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის სტუმრობა საქართველოში, მხარდაჭერის გამოხატულებაა. თანაც, ამერიკელებსა და ევროპელებს ასეთი მხარდაჭერის გამოხატვისა აღარ ერიდებათ და აღარც ეშინიათ, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკა უფრო მკაფიო და კონცენტრირებული გახდა: ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც ვარდიკო ნადიბაიძის იმედად ვიყავით, თითქოს ის შექმნიდა ქართულ არმიას, აღჭურვავდა მას რუსული იარაღით და რუსულ გენერალიტეტში «ჩააწყობდა» აფხაზეთის დაბრუნებას. არ გამოვიდა და არც გამოვიდოდა, ნატო არ დაგვეხმარება აფსუათა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში. შეიძლება, პირიქით, დაგვიშალოს კიდეც, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ როგორი პოზიციაც არ უნდა დაიკავოს ნატომ აფაზეთთან დაკავშირებით, ეს ტერიტორია საქართველოსათვის მას არ წაურთმევია, ნატოს თვითმფრინავებს არ დაუბომბავთ სოხუმი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებული ფორმირებები არ უტევდნენ სოხუმს, მათ არ გაუჟლეტიათ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა. ამიტომ თუ სეპარატისტებთან კომპრომისი აუცილებელი გახდა, უფრო ზნეობრივი ქნება, ამ კომპრომისზე წავიდეთ სწორედ ნატოს და არა რუსაეთის შუამავლობით, თორემ რუსეთმა დაგვამარცხა და ახლა «ჯილდოდ» რატომ უნდა ვუწყალობოთ ის გეოპოლიტიკური მოგება, რასაც აფხაზეთის კონფლიქტის დამსრულებელი მიიღებს?
        ყველა ეს საკითხი, რობერტსონის ვიზიტის რდოს, რა თქმა უნდა, აქტიურად განიხილება. ჯერჯერობით დანამდვილებით არ არის ცნ ობიოლი, გამოვა თუ არა ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბიუროს წევრებთან, აგრეთვე ოპოზიციასთან. კონკრეტულ სამხედრო დახმარებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა დღეს არცთუ შორსა ვართ იმ დღიდან, როდესაც ნატო სამხედრო დახმარებასაც ოფიციალურად გაუწევს საქართველოს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა კიდეც: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად გამოყო თანხა (თუმცა სიმბოლური, მაგრამ, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტრია) სუუამის წევრ სახელმწიფოთა დასახმარებლად. მათ შორის, თანხის ნაწილს საქართველო მიიღებს. მეორე მხრივ, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს აქვს პოლიტიკური ალიბი, რათა რუსეთმა მისი მტრების მხარდაჭერაში არ დაგვდოს ბრალი. ასეთირ ალიბია თვით რუსეთის სწრაფვა ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან თანამშრომოლბისაკენ. პრეზიდენტი პუტინი არ გამორიცხავს მომავალში რუსეთის ნატოგი წავერიანგებას. ა პაჩემუ ბი ნეტ? – ცნობილი ფრანგული გამოთქმის პერიფრაზით უპასუხა პუტინმა გერმანელი ჟურნალისტის კითხვას – აპირებდა თუ არა იგი ნატოში გაწევრიანებას. დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორმა, ჩვენთვის კარგად ცნობიოლმა არამზადა კონსტანტინე ზატულინმა უმალვე შენიშნა, რომ პუტინის განცხადება იქცეოდა მთავარ არგუმეტად, რათა დსთ-ს ქვეყნებშიც უშიშრად გამოეთქვათ მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისა – რუსეთი თავად არ გამორიცხავს ნატოში გაწევრიანებას, რატომ უკრძალავს ამას სხვებს? მაშასადამე, მისთვის შეიძლება ის, რაც სხვისთვის აკრძალულია!..
        საქართველოს მთავარი პრობლემა, რაც ხელს გვიშლის, ნატომ საბოლოოდ აღგვიქვას, როგორ სტრატეგიული პარტნიორი – ისევ და ისევ რუსეთის ბაზებია. ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, მართლა გაიყვანსვ თუ არა რუსეთი თუნდაც ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზებს, ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სტამბულის ხელშეკრულების თანახმად, მან იკისრა ვალდებულება, გაიყვანოს მხოლოდ ნამეტი სამხედრო ტექნიკა. რაც სრულებითაც არ ნიშნავს ბაზებსი ლიკვიდაციას. ხოლო ვაზიანისა და გუდაუთის ბაზების გაუქმებას რუსეთი დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ საქართველო დაუკანონებს ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებს 25 წლით და ამ შემთხვევაშიც კი, არც ვაზიანის სამხერდო აეროდრომს თმობს (თურმე ნუ იტყვით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი ვაზიანის სამხედრო ბაზის ნაწილი არ არის) და არც თბილისში განლაგებულ შტაბს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების 25 წლით დაკანონებას არ დათანხმდა, რუსეთი მხოლოდ ნამეტ ეტქნიკას გაიყვანს (რათა არ დაარღვიოს ხელშეკრულება «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე), ოლო ბაზების ლიკვიდაციაზე უარს იტყვის – ყოველ შემთხვევაში, სტამბულის ხელშეკრულებით ამას ვერ ვაიძულებთ. დარჩება ორი გამოსავალი – პირველი: საქართველომ კვლავ შეიძინოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნაებისგან «ჩამოწერილი» ტანკები და საარტილერიო დანადგარები, რათა «შეავსოს» იმავე ხელშეკრულებით განსაზღვრული თავის კვოტა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, რუსეთი ვალდებული ქნება გაიყვანოს მხოლოდ სამხერდო ტექნიკა, მაგრამ არა ცოცხალი ძალა – ვაზიანის აეროდრომზე ტექნიკა სულაც რომ არ დარჩეს და მას მხოლოდ ათიოდე რუსი ჯარისკაცი იცავდეს – ვინ გაბედაევს იქ შესვლას. მეორე გამოსავალი: საქართველოს პარლამენტმა და პრეზიდენტმა, გაეროს წესდების შესაბამისად, მოითხოვონ რუსეთის ჯარების სრული და უპირობო გაყვანა ქვეყნის ტერიტორიიდან, როგორც ეს გააკეთა ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ ეს, უეჭველად, გამოიწვევს «სავიზო რეჟიმის» შემოღებას და ეოკნომიკურ ბლოკადა ს- შესაბამისი შედეგებით საქართველოს შიდა და პოლიტიკური სტაბილრუობისათვის. ასეა თუ ისე, საქართველოს მაინც მოუწევს უახლოეს მომავალში არჩევანის გაკეთება, ხოლო ნატოს პოლიტიკური (რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკური) მხარდაჭერა უებარი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.

მერიდიანი, 25 სექტემბერი, 2000 წელი