კვლავ ხელისუფლების ცვალებადობაზე

კვლავ ხელისუფლების ცვალებადობაზე

სინამდვილეში ყველაფერი უკიდურესად მარტივია.

არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია.

დაიწყო პროცესი, რომლის კუპირება უკვე ძალიან ძნელი იქნება.

მარტო მე კი არ მივხვდი, უბრალოდ ვამბობდი არჩევნებამდე: თუ ამ არჩევნების შედეგად არ „დაიდება“ ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს ინსტიტუტი, დასავლეთი ამ არჩევნებს და მის შედეგს არ აღიარებს.

არ აღიარებს და მორჩა.

და აქ აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გაყალბდა არჩევნები თუ არა.

როცა არსებობს ქვეყანაში ხელისუფლებათა ცვალებადობის ინსტიტუტი, მაშინ გნებავს შვიდჯერ და ათჯერ ზედიზედ მოიგე არჩევნები.

იყავი მერკელი, იყავი ტეტჩერი, იყავი ბერლუსკონი.

არავინ დაგძრახავს.

მაგრამ როცა ეს დემოკრატიული ინსტიტუტი არ არსებობს (ჯერ!!), მაშინ ზედიზედ მეოთხედ არჩევნების მოგება (ვიმეორებ: საერთოდაც რომ არანაირი გაყალბება არ იყოს) დასავლური აღქმით იმას ნიშნავს, რომ........ თვით ხალხია მენტალურად არადემოკრატიული!!

და ჯიუტად „ეჭიდება“ „უცვლელობას“ კი არა....„უცვლადობას!“

შესაბამისად მისი ქვეყანაც დემოკრატია ვერ იქნება.

უბრალოდ პოლიტკორექტულობის გამო არ გვეუბნებიან.

მაგრამ ზუსტად ასე აღიქვამს ყველაფერს დასავლეთი.

ეს მისი იმმანენტური, აბსოლუტურად განუშორებელი ცივილიზაციური ინსტინქტია.

ამას ვერ აუხსნი, ვერ „გააპრავებ“, ვერ დაარწმუნებ ვერანაირი „ომის შიშით“, „დაუცველობის განცდით“, „პატარა ვარ და დიდი დამპალი, აგრესიული სისხლიანი მეზობელი მყავს რა ვქნა“ .......

და არ დაიჯეროთ პიტალო ტყუილი, თითქოს დასავლეთისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს „ვინ წავა“ და „ვინ მოვა“.

მისთვის მთავარია, რომ ხელისუფლებათა ცვალებადობის გარეშე დემოკრატია არა ხარ (წერტილი)

ახლა დასავლეთი, იმავე იმამნენტური კულტურული კოდიდან და ძირის-ძირეული, იდენტობითი ცივილიზაციური მისიიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდება, ხელი შეუწყოს ამ მასობრივ პროცესს, რაც დაწყებულია.

იმიტომ, რომ საქართველოში ამის საშუალება აქვს.

რუსეთში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში და ბელორუსში ამის საშუალება უბრალოდ არა აქვს.

იქ ნამდვილი ავტორიტარიზმი და დიქტატურაა.

ხოლო საქართველო „ჰიბრიდული დემოკრატიაა“ და ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია გააჩნია (თავისუფალი მედია, ოპოზიცია, NGO, პოლიტიკურად აქტიური და თამამი ბიზნესი...) გარდა ერთის, ყველაზე მთავარის, ღერძულა ინსტიტუციის - ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს ა!

„სანახევროდ ორსულობა“ შეუძლებელია.

ან უნდა იყო ნამდვილი დიქტატურა, ან - დემოკრატია.

ფოტოზე:

ნეაპოლის მეტრო