კეზერას `ქოლ-ცენტრები`, ალფა ცენტავრა და მაგდანას ლურჯა.

კეზერას `ქოლ-ცენტრები`, ალფა ცენტავრა და მაგდანას ლურჯა.

მეინსტრიმს არასდროს მივყვები.

ერთი ძააააალიან ცუდი ისტორიული პერსონაჟის პერეფრაზით `როცა მესმის სიტყვები `საყოველთაო აზრი` მინდა პარაბელუმზე ვიტაცო ხელი`.

ამიტომაც, საყოველთაო კაკაფონიაში შეგახსენებთ რამდენიმე საკვანძო საკითხს, რაც რატომღაც არავის ახსოვს:

ა) `ქოლ-ცენტრების` საქმეზე საქართველოში ათეულობით ადამიანია დაპატიმრებული და ბევრი მათგანი ახლაც ციხეში ზის.

`ეგ რა შუაშიაო?`

აბა მე ვარ შუაში, ვერ გავიგე?

ამჟამინდელ პროკურატურას და შსს-ს იურიდიული ძალის მქონე სამხილები ჰქონდათ და `ბობოლების` წინააღმდეგ საქმე ვერ აღძრეს?

რა იდიოტიზმია ეს საერთოდ?

მოერიდებოდათ?

ბ) არსებითი კითხვა:

საიდან აღმოჩნდა `ამათ` ხელში იმ შვედი (გერმანელი, ფრანგი, ესპანელი) პენსიონერის მონაცემთა ბაზა, მათ შორის ტელეფონის ნომრები, რომლებსაც ფული ამერიკულ ბანკებში ჰქონდათ შენახული?

და როდესაც თაღლითები უკავშირდებოდნენ `პროქსი` სერვერებიდან, იმ საცოდავებსაც ეგონათ: ალბათ ის ტიტანი ნიუ იორკული ბანკი ან/და მისი ქვედანაყოფი მირეკავს, - ინვესტიციას მთავაზობსო?

ამიტომაც ენდობოდნენ.

მე კი ვიცი `საიდანაც აღმოჩნდა~; თუ მეხსიერებას დავძაბავთ, ყველას გაგახსენდებათ.

გ) `ქოლ-ცენტრების` საქმე ქართული, მამა-პაპური `არაფორმალური ურთიერთქმედების` სფეროს განეკუთვნება..... აი `თბილისი იყო ურთიერთობა` პონტში..... ამიტომაც იურიდიულად (!) იქ ეშმაკი ფეხსაც მოიმტვრებს და კისერსაც წაიტეხს.

`აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა`....იურიდიულად `ვერ ალაგებს`

დ) `კაპიტალიზმი გინდებლარიენ`?! ანუ `გვინდოდაბლარიენ?`

კი, დიახაც, ისევ `შუაში` კი არა `თავშია`.

ეს რომ სუბსტანციური კითხვა არ იყოს ამ დისკურსში, `სკოტლანდ იარდს` ვერავინ დაასწრებდა საქმის აღძვრას.

BBC ვერ დაასწრებდა, არ დაიჯეროთ.

ე) ჩემთვის ეს BBC ღვთისმშობელი დიდი ხანია არ არის. საზარელი აგრესიის დროს `ჰალსტუხის` ეპიზოდის ჯერ ჩუმად მოპარვის და შემდეგ უღირსად ეთერში გაშვების მომენტიდან - კრემლის `გველ-პროპაგანდონების` გასახარად!

ვ) `ალფა ცენტავრას`ფილოსოფიური სიშორიდან თუ შევხედავთ საკითხს...... სამყაროს საბოლოო სამართლიანობის რწმენა ტოტალიტარული აზროვნების ქვაკუთხედია.

არ არსებობს და ვერც იარსებებს ისევე, როგორც სამყაროს არა აქვს საბოლოო `სასრული''

ზ) ამ ჯუნგლების ალტერნატივა რაც იყო...... გულისამაჩუყებელი, მართლაც რომ გენიალური ფილმი `მაგდანას ლურჯა` კი გადაიღო, მაგრამ ქალის ფეხსაცმელი და მამაკაცის ხეირიანი ქურთუკი ვერ შეკერა 70 წლის განმავლობაში

თ) აბა ახლა ყველანი ერთად დაველოდოთ, რას იტყვის `სკოტლანდ იარდი` და ჩათვლის თუ არა იურიდიულ საბუთად, რომ `თბილისი იყო ურთიერთობა`, ხოლო `ლურჯა` საბრალო და უმწეო შვედ პენსიონერს ეკუთვნის სინამდვილეში.

ჰოოოოო მე თუ საოფისე ფართს გავაქირავებ და იქ `ქოლ-ცენტრი` მოეწყობა, იურიდიულად (!) არანაირ აპსუხს არ ვაგებ იმაზე, იქ მერე რა ხდება.

აგებენ ისინი, ვინც (ამას ჯიუტად შეგახსენებთ კვლავაც) დაპატიმრებულია.

და მე თუ შვედ პენსიონერს ვეტყვი, რომ ჩემს მიერ დაფუძნებულ კომპანიაში `KLE-Capital` საპენსიო დანაზოგი ჩარიცხოს, კრიპტოვალუტის ანგარიშზე გადარიცხოს, მერე დამიჭერენ, ვიტყვი, რომ ეს `KLE-Capital` გაკოტრდა და აბა მე რა ვქნაო..... კაპიტალიზმის კანონებით სრულებითაც უმწიკვლო ვარ.

ათას კომპანიას და ოფშორს ვიპოვი, სადაც იმ ფულის გზა-კვალს ვერავინ გაიგებს და მიაგნებს. `კომპანია გაკოტრდა და......`

`წარუმატებელი ინვესტიციაც` ინვესტიციაა.

ისევე, როგორც უმწიკვლო ვიქნები, როცა ვარ თაღლითი დეველოპერი, რომელიც ადამიანებს ბინის ასაშენებლად ფულს ართმევს, ხელშეკრულებაში დებს ეშმაკურ მუხლს `მშენებლობა დასრულდება საძირკვლის სამუშაოთა დაწყება/დასრულებიდან 20 თვეში`, არ იწყებს საძირკვლის სამუშაოებს და სასამართლოზე ნაივურად ნაბავს თვალებს: `აბა ხომ ეწერა `საძირკვლის სამუშაოთა დასრულების შემდეგო` და....ჰოდა, ვერ დავიწყეთ ეს სამუშაოები და....ხელშეკრულება ხომ არ დამირღვევია? შესაბამისად, ვალდებულებებიც მოიხსნა.

- - - - - - - - - - - - - - -

სამაგიეროდ ქალის ფეხსაცმელს და მამაკაცის ხარისხიან ქურთუკს კერავს.

სუპერმარკეტთა დახლები კი ხორაგითაა სავსე.

- - - - - - - - - - - - - - -

ასე რომ..... დაიშალეთ, მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება.

დათო