ინგლისელები და ფეხბურთი

ინგლისელები და ფეხბურთი

პრემიერ-ლიგაზე უკეთესი რამ, საფეხბურთო სამყაროში მაინც არაფერია.

მიუხედავად იმისა, რომ სუფთად საფეხბურთო კლასით პრიმერა-დივიზიონი ან სერია A უფრო მაღალი დონისაა, პრემიერ-ლიგის ფეხბურთი მაინც საუკეთესოა.

პარადოქსია ხომ?

მაგრამ ასეც ხდება (ხოლმე) კოსმოსში.

ფეხბურთი მხოლოდ კლასი და დონე არ არის.

კიდევ არის `რაღაც`, რასაც ვერ გადმოსცემ, ვერ ახსნი და ვერ აუხსნი

ერთხელ ჩელსიში მოვხვდი (აი იმ წელს, როცა `ჩელსი` ჩემპიონი გახდა).

ბილეთი სად მქონდა ანუ სად მქონდა ის 250 გირვანქა, რაც უნდა გადაიხადო ბილეთში.... ესეც თუ იშოვე.

თუმცა ვიდექი და ხალხს ვაკვირდებოდი, როგორ შედიოდნენ მატჩზე:

მოდიოდნენ...მოდიოდნენ...მოდიოდნენ....როგორც რაღაც საკრალურთან და სულიერად ფაქიზთან შესახვედრად.

სხვათა შორის ორი მომენტი შევნიშნე: ახალგაზრდობა ბევრად ნაკლებია ვიდრე საშუალო ასაკისა. ანუ 35-45 წლისანი ჭარბობდნენ

მეორე: ქალები თითქმის არ არიან.

აი ეს ნამდვილად შესასწავლია, თუ რატომ.

თანაც სად? ინგლისში!

ანუ შეყვარებულთან ერთად ფეხბურთზე წასვლა ინგლისში `არ მოსულა`.

ამერიკაში `მოსულა` (მერედა, როგორ `მოსულა`) ლეიკერს-კლიპერსის ბასკეტბოლზე წასვლა შეყვარებულთან ერთად. ინგლისში ჩელსი-არსენალზე - არა.

რატომ?

ჰოოოოოოო...სახიფათო თემაა.

ჩემი ვარაუდი: როგორც ჩანს ფეხბურთი ინგლისელებისთვის(აცცცცცცცცცცცცცცცცცც!) სიყვარულზე უფრო სერიოზული ფენომენია.

და მასზე `სერიოზული` თუა ხომ წარმოგვიდგენია რამდენად სერიოზულია?

ჰო, ისე....ამისთანა ქვეყანას რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას დაამადლი და იმ ჩემპიონატს ევგენი პრიგოჟინს ჩაატარებინებ...არა ხარ მართლა მოსახნავი?

დათო

ფოტოზე: Stamford bridge