იალტა II
იწყება დიდი გეოპოლიტიკური ვაჭრობა...
საუდებთან შეხვდებიან ტრამპი და პუტინი.
რუსი გეოპოლიტოლოგები დიდი გარეწარი იმპერცები კი არიან, მაგრამ იდიოტები არ არიან.
მათგან ყველაზე კომპეტენტურია Федор Лукьянов "Россия в глобальной политике" რედაქტორი.
პუტინმა და შრედერმა რომ ბალტიის გაზსადენი გახსნეს, ამას მიჰყავდა ღონისძიება.
ჰოდა რას ამბობს იცით? ტრამპის ფენომენი რუსეთმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ იალტა II "დაალაგოსო".
ანუ იალტამ (1945-USA, UK, USSR) პოსტ- WWII მსოფლიო დაალაგა თითქოს.
"თითქოს" იმიტომ, რომ თუ მართლა ბოლომდე "დაალაგებდა", ჩერჩილის ფულტონის სიტყვა არ იქნებოდა რკინის ფარდის შესახებ 1946წ.
ჰოდა ახლა "ტრამპთან დავალაგოთო იალტა II"
ოღონდ.... "რას მივაღწევთ უკრაინაში, იმაზეა დამოკიდებულიო".
ჰოდა რა უნდა რუსეთს ახლა, როცა ბანქო რიგდება ერ რიადში??
უკრაინა ნეიტრალური, არავითარი სამშვიდობო ძალები..... ყირიმის და დონბასის რუსულად აღიარება პირდაპირ ან ირიბად. "ირიბად" ანუ სტატუსის "ჩამოკიდება", რასაც გენიალური გაიძვერა ლავროვი ცდილობდა 08-ში ჩვენს ტერიტორიებზე
რა უნდა უკრაინას?
ოკუპაციის არაღიარება და "გადარჩენილ ტერიტორიაზე" დასავლეთის ჯარები უსაფრთხოების გარანტიად.
შეიძლება ამ პოზიციების შერიგება- მორიგება?
მე მგონი გამორიცხულია.
იალტა II ის გლობალურ გარიგებაში უკრაინელ პასსიონართა გმირობაა "მუხრუჭად".
ოღონდ, სამწუხაროდ, ეს პასსიონარული რესურსი იხოცება თანდათან.
ფიზიკურად მცირდება.
კიდევ ისაა, რომ პეკინის გარეშე გლობალური გარიგება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ისედაც პრობლემატურია უკვე.
უკრაინის ომი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფილა პლანეტაზე.
და არა მხოლოდ ევროპაში.