ზღაპარი უკრაინის ნეიტრალიტეტზე

ზღაპარი უკრაინის ნეიტრალიტეტზე

ახლა `უკრაინის ნეიტრალიტეტზე` ლაპარაკი უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენლის მხრიდან (თან რაღაც `გარანტიების` სანაცვლოდ) ან ელემენტარული უმეცრებაა, ან ქვეყნის `ჩაბარების` მზადება და ამის წინასწარი `გაპრავება`.

გამოდის, ამ ხალხს იმდენად ფუნდამენტური თემები არ ესმის, საერთოდ გაუგებარია, მათი ხელისუფლებაში ყოფნა როგორ შეიძლება?

1) შვეიცარია ნეიტრალური XVII საუკუნეში იმიტომ კი არ გახდა, რომ თვით შვეიცარიელებმა მოინდომეს ასე. არამედ იმიტომ, რომ იქ/მაშინ შეიქმნა გეოპოლიტიკურ ძალთა გარკვეული `წონასწორობის წერტილი` და შვეიცარიის ნეიტრალიტეტზე შეთანხმდნენ მისი მეზობელი ზესახელმწიფოები.

2) `ნეიტრალიტეტის გარანტირება` შესაძლებელია სწორედ `დიდ მოთამაშეთა` ამგვარი ისტორიული შეთანხმებით, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ახლა ომს აწარმოებს, ამას არ თანხმდება, მაშინ სხვა `გარანტორებმა` ჯარები უნდა შეიყვანონ `საგარანტიოდ` და ეს უკვე ნეიტრალიტეტი კი არ არის, არამედ სამხედრო მოკავშირეობის სხვა კონფიგურაციაა - უბრალოდ NATO-ს გარეშე.

ჯარების განლაგების გარეშე კი `გარანტია` ბუდაპეშტის მემორანდუმიც იყო. და როგორ იმუშავა, ვხედავთ

3) ყველაზე მთავარი, რაც ამ ხალხს როგორც სჩანს მართლა არ ესმის ან თავს იკატუნებს თითქოს არ ესმის (ერთი მეორეზე უარესია დღევანდელ პირობებში) ისაა, რომ პუტინს (სინამდვილეში) აბსოლუტურად არაფერს მისცემს უკრაინის `ნეიტრალიტეტი`, თუ უკრაინა განაგრძობს სვლას დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ, `რუსსკი მირისგან` მოწყვეტისკენ, სხვა ცივილიზაციურ სივრცეში ინტეგრაციისკენ.

და ეს პუტინმა შესანიშნავად იცის. არ არის მაგის ჩიტი პუტინი, ასეთი ნარატივი მიირთვას: `აი ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურნი ვიქნებით, მაგრამ ევროკავშირთან ასოცირებას არ გავაუქმებთ, ევრაზიულ კავშირში არ შემოვალთ და ევროკავშირის წევრობისთვის ვიბრძოლებთო`.

სინამდვილეში პუტინისთვის NATO იმიტომააა მიუღებელი, რომ ამ ალიანსში შესვლა პირველი ნაბიჯი იქნება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისა და რუსული სივრცისგან რეალური მოწყვეტისკენ ყველა თვალსაზრისით.

პუტინს მხოლოდ ის დააკმაყოფილებს, თუ უკრაინის ხელისუფელბა გამოვა და იტყვის: ``ჩვენ ვხდებით ნეიტრალური სახელმწიფო, არ შევალთ არანაირ ბლოკში, არანაირ გაერთიანებაში ევროკავშირის ჩათვლით!``

ოღონდ საქმეც ისაა, რომ განსხვავებით სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისგან, `ცივილიზაციური კუთვნილება` ის ფენომენია, რომელიც` შუაში ყოფნას` და ნეიტრალობას დიდხანს არ ეგუება. შვეიცარია ნეიტრალური სახელმწიფოა, მაგრამ დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია; ფინეთიც ნეიტრალურია, მაგრამ იმავე ცივილიზაციის ნაწილია; აგრეთვე ავსტრია.

ამიტომაც, უკრაინა ან ევროპა უნდა იყოს, ან რუსეთი. ` `შუაშიზმი` აქ არ გამოვა

დათო

ფოტოზე: შვეიცარიელი გვარდიელი რომის პაპის სამსახურში.