«ახლები» ახალ დისკურსში

«ახლები» ახალ დისკურსში

«ახლები» ახალ დისკურსში

        მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მართლაც, ბევრი თვალსაზრისით საინტერესო მოვლენა იქნება, თუნდაც, იმის გასარკვევად, სოციოფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სად აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება და მოხდა თუ არა თვით სოციუმის სახეცვლილება – რა ძალები გამოვიდნენ ასპარეზზე, როგორი სოციალური წარმომავლობის არიან ისინი, რა პერსპექტივა აქვთ ქართულ სოციო-პოლიტიკურ ლანდშაფტზე და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, ასეთი «მრავლისმეტყველი» არჩევნები ჯერ საქართვლეოში არც ჩატარებულა, ვინაიდან 1990 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე, ყველა არჩევნების შედეგს ან ექსტრაორდინარული ვითარება და ტოტალიტარული განწყობა განსაზღვრავდა, ან სახელისუფლებო ძალის სრული უალტერნატივობა ანუ «უარესის უარესის» არჩევის სინდრომი.
        2 ნოემბრის არჩევნებისას კი ერთდროულად რამდენიმე მონათესავე ჯგუფი დაუპირისპირდება ერთმანეთს. მათ შორის ყველაზე მეტად საინტერესოა «ძველი» და «ახალი» მეწარმეების დაპირისპირება, ანუ «ახლების» გუნდისა და გოგი თოფაძის სოციალურ-პოლიტიკური კოალიციის _ ორიგინალური სახელწოდებითა და საკმაოდ მეტყველი «სლოგან-მესიჯით»: «მრეწველობა გადაარჩენს საქართვლეოს». აქვე უნდა ითქვას, რომ თუ «ახლების» გაუერთიანებლობა იმავე «დემოკრატებთან» ან «ნაციონალებთან» აშკარად პიროვნულ ამბიციათა შედეგია, რაკი მათ ძალიან ბევრი რამ ანათესავებთ, «მრეწველებთან» გაერთიანებაზე უარი ბევრად უფრო ბუნებრივი და ლოგიკური იყო, რადგან ეს ორი დაჯგუფება შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ არა კაპიტალის წარმომავლობას, არამედ მისი დაგროვების ისტორიას, რაც ერთი და იგივე არ გეგონოთ. განსხვავებით «მრეწველებისაგან», რომლებმცა, ჯერ კიდევ, საბჭოთა ეპოქაში,» წითელი დირექტორობის» დროს დააგროვეს კაპიტალი ნახევრადლეგალური თუ არალეგალური მეთოდებით, «ახლები» კლასიკური «ახალი ქართველები» არიან, ისეთივე შინაარსითა და წარმომავლობით, როგორც «ახალი რუსების», «ახალი ჩეხების» ან «ახალი უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა.
        «ახლები» ამ მხრივ მართლაც უფრო მეტ ინტერესს იწვევენ, რადგან მათი კაპიტალი დამოუკიდებელი საქართველოს ხნგოვანებისაა და მას ზედ ატყყვია ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მთელი ისტორია, 1991 წლიდან – დღემდე. საოცრად ნიშანდობლივია, რომ «ახალ» და «ძველ» ბიზნესმენებს შორის პირდაპირი (სისხლისმიერი) კავშირი არ არსბელობს. თითქმის ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ცნობილ და აქტიურ «ახალ» ბიზნესმენს, რომელმაც «მამის» წითელი დირექტორობის დროს დაგროვილი კაპიტალი «გაუშვა» საქმეში და ამით მიაღწია სოციალურ მდგომარეობას. ასეთი შემთხვევები (ვიმეორებ) თითქმის არ არის _ «მამათა» კაპიტალი გოგი თოფაძის გარშემოა შემოკრებილი ან, ყოველ შემთხვევაში, იმავე სოციალურ-პოლიტიკურ დისკურსში განიხილება. «შვილთა კაპიტალი» კი მასთან იშვიათად იკვეთებჰა. ამიტომ, თუ «მამათა» ან «უფროსი» კაპიტალი სწორედაც საბჭოურ ეპოქაში დაგროვდა და საკუთარი, ლამის, დამოუკიდებლად მოქმედი სისტემები დასდევს თან, «უმცროსი» - ახალი ეპოქის პირმშოა. «ახლების» აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბიზნესი დაიწყო 500 დოლარით, «უბნის ბიჭებთან» ერთად და წარმატებას მიაღწია (ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, გაუმართლა) რამდენიმე ფაქტორის დამთხვევით, რომელთაგან არცთუ უკანასკნელია 60-70-იანელთა თაობის უკომპლექსობა, აზროვნების არასტერეოტიპულობა და თავისი ინტერესების არაფორმალური ხერხებით დაცვის უნარი. ამასთანავე, ორივე თაობის კაპიტალს უდავოდ აერთიანებს ის გარემოება, რომ მათი ლეგალიზაცია და ბრუნვაში გაშვება მოხერხდა მხოლდ და მხოლოდ ახალი ხელისუფლების წყალობით, რომელიც 1988-1992 წლების შედეგად ჩამოყალიბდა საქართლვეოში. ანუ ყველა ქართული კაპიტალის კვალს უეჭველად მივყევართ საქართველოს პრეზიდენტამდე, რომლის კეთილგანწყობის გარეშე, ფენომენგი უბრალოდ არ შედგებოდა.
        ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო ხელსაყრელი სახელმწიფო კონტრაქტი, სხვა შემთხვევაში - -ღვინისა კთუ ლუდის ქარხნების შეღავათიანი პრივატიზება, გადასახადების გადავადება, უცხოური კრედიტი და მისი უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ლიცენზია და ასე შემდეგ. ყველა ამ პირობას სახელმწიფო (სახელისუფლებო( კეთილგანწყობის ტვიფარი აპდევს, ანუ ქართული კაპიტალის საერთო, კრებითი სახელწოდებაა _ ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე. ეს რეალობაა და ამას ნამდვილად ვერ გაექცევიან ვერც «ახლები», ვერც «ძველები», ვერ გაექცევა ვერც «ახალგაზრდა» და ვერც «ჭარმაგი» ქართული კაპიტალი. რაც შეეხებქა «ახლების» სახელისუფლებო ამბიციას. აქვე უნდა ითქვას: შინაარსობრივად, იგი არცთუ უსაფუძვლოა, მაგრამ ეს პარტია, ალბათ, მაინც გადაჭარბებით აფასებს თავის შესაძლებლობას. უმძიმესი (თუმცა, რეალური მიზეზების მქონე) შეცდომა, უფრო ზუსტად, არასწორი ნაბიჯი იყო «ახლების» გადაწყვეტილება დამოუკიდებლად კენჭისყრის შესახებ. უკლებლივ ყველა ქვეყანაში კაპიტალი პოლიტიკური შემადგენლის სახით და მისი მეშვეობით მოდის ხელისუფლებაში. ბიზნესმენებს სრულიად დამოუკიდებლად არსად და არადსროს გაუმარჯვიათ. ისინი ყველგან და ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მძლავრი მემარჯვენე პარტიის მხარდაჭერით აღწევდნენ შედეგს. საქართვლეო ამ თვალსაზრისით უნიკალურ ნიმუშწს ვერ შექმნის და ამას მომავალი არჩევნები უეჭველად დაადასტურებს. თუმცა, რატომ ვჩქარობთ საქართველოს ხომ პარადოქსებიც უყვარს.
       
        დილის გაზეთი, 11 ოქტომბერი, 2003 წელი