აფხაზეთს ძველ-ახალი მთავრობა ჰყავს

აფხაზეთს ძველ-ახალი მთავრობა ჰყავს

        პრემიერ-მინისტრად გენადი გაგულიას (აშკარად კომპრომისული ფიგურის) დანიშვნასთან ერთად, არძინბას უახლოესმა გარემოცვამ, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე კლანის თავკაცი შედის, თავიანთ მიმკვდარებულ ლიდერს ხელი მოაწერინა ბრძანებულებაზე ახალი კაბინეტის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.

        ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში 12 სამინისტრო იქნება: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანთა ამინირო, ოფლი მეურნეოია და ურათი ამინიტრო, იუსტიციის სამინიტრო, საერთო-საშუალო და უმაღლესი განათლების სამინიტრო, კულტურის სამინისტრო და ახალგაზრდობის, სპორტის, კურორტების, ტურიმზის სამინისტრო.
        ეკონომიკის სამინისტრო რეორგანიზებულია ეკონომიკისა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების სამინისტროდ. მას დაემატა აგრეთვე, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური კავშირების სახელმწიფო კომიტეტის ფუნქციები. ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთს ამჟამად საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მეტი საშუალება აქვს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ფაქტობრივად, გააუქმა ყოველგვარი შეზღუდვა ფსოუს სასაზღვრე მონაკვეთზე, ხოლო აფხაზეთის ფაქტობრივი მოსახლეობის 90-მა პროცენტმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.
        ჯანმრთელობის დაცვისა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროები გაერთიანდნენ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროდ.
        სახელმწიფო საგადასახადო სამსახური გარდაიქმნა სახელმწიფო შემოსავლების სამინისტროდ _ ეს ჩვენთვის ერთობ ნიშანდობლივი ცვლილებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი საქართველოსა და აფხაზეთის ეკონომიკის სტრუქტურა ჯერ კიდევ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, შეიძლება ვივარაუდოთ, შემოსავლების სამინისტროს აფხაზეშთიშც იგივე ბედი ეწევა, რაც თბილისში.
        აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში ამჟამად ოთხი სახელმწიფო კომიტეტი იქნება სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი; სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის კომიტეტი (სწორედ ამ კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს უახლოესი 2 წლის განმალვობაში სახელგანთქმული კურორტების განსახელმწიფოებრიობის, ანუ რუსი ოლიგარქებისათვის მიყიდვის საკითხი. მათ შორის, სარწმუნო წყაროთა ცნობით, ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი აპირებს იყიდოს გორბაჩოვის ზღაპრული ვილა მიუსერაში, ხოლო ერთ-ერთმა რუსმა ნავთობ-მაგნატმა ხრუშჩოვის აგარაკსაც დაადგა თვალი ახალ ათონთან. გარდა ამისა, ბრძანებულებით, იქმნება რეპატრიარციის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის მიზანია, XIX საუკუნეში თურქეთში რუსეთის მიერ განსახლებული აფხაზი მოჰაჯირების შთაომმავალთა დაბრუნება. აფხაზეშთი ამიერიდან იარსებებს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტი, რაც სახელმწიფოებრიობის უცილობელი ფორმალური ნიშანია. სეპარატისტები ამ კომიტეტის შექმნას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორსაც აფხაზური მარკების მოჭრას.
        მთავრობის შემადგენლობაშია რამდენიმე სამმართველო და სახელმწიფო სამსახური: კაპიტალური მშენებლობის, სახელმწიფო სტატისტიკის, გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედვლეობის და ენერგეტიკული ზედამხედვლეობის, აგრეთვე, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახური, მშენებლობის და არქიტექტურის სახელმწიფო ინსპექცია, სახელმწიფო არქივი, სახელმწიფო ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური და სახელმწიფო სავაჭრო ინსპექცია.
        აფხაზეთის მთავრობა მოიცავს რამდენიმე ფონდს: საპენსიო ფონდს, აფხაზური ენის განვითარების ფონდს, სავალდებულო-სამედიცინო დაზღვევის ფონდს, დასაქმების, საგზაო, რეპატრიაციის, ეკოლოგიის, სოციალური დაზღვევის ფონდებს, რომელთა საერთო ზედამხედველობა აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს დაევალა.
        ვითომდაც არძინბას მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით, დაინიშნა რამდენიმე ვიცე-პრემიერი, რომელთა კანდიდატურები არძინბას გარემოცმველ კლანებს პრემიერ-მინისტრმა გაგულიამ შესთავაზა: პირველ ვიცე-პრემიერად (რაც ძალზე ნიშანდობლივია) დაინიშნა თავდაცვის მინისტრი რაულ ხადიჟმბა. ძალიან საინტერესო დეტალია, რომ 44 წლის ხადჟინბა საბჭოთა კაშვირის კგბ-ს უმაღლესი სოკლის კურსდამთავრებულია. როგორც ჩანს, იგი მოსკოვიდან მოავილინეს, სპეციალურად ქართველი მოსახლეობის გენოციდის მოსაწყობად. სპეციალობით იგი იურისტია, თუმცა, კგბ-სპოლკოვნიკს სხვა ძირითადი სპეციალობები აქვს.
        მეორე პირველ ვიცე-პრემიერად, ეკონომიკასა და საგარეო ეოკნომიკური კავშირების მინისრრად დაინიშნგა რუსლან არძინბა, რომლის კლანური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს და შეიძლება დავასკვნათ, რომ გვარის უფროსის უიმედო ავადმყოფობის მიუხედავად, ეს კლანი მაინც ინარჩუნებს თავის გავლენას. 50 წლის რუსლან არძინგბა სპეციალობით ინჟინერ-ეკონომისტია, დამთავრებული აქვს მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და უმაღლესი პარტიული სკოლა. 2000 წლიდან დღემდე საგარეო ეკონომიკური კავშირების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. კიდევ ერთ ვიცე-პრემიერად დაინიშნა ვლადიმერ ზანთარია. 50 წლის ზანთარია, სპეციალობით ფილოლოგია, დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომლეიც აფხაზ სეპარატისტთა იდეოლოგების ნამდვილი სამჭედლო იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის თავმჯდომარედ და აფხაზეთის კულტურის
        მინისტრად.
        გენადი გაგულიამ არძინბას მინისტრთა თანამდებობებიც შესთავაზა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი მინისტრის გავლენასა და მნიშვნელობას სეპარატისტთა იერარქიაში, შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ მათ თვითონ დაინიშნეს თავი ხელახლა. მაგალითად, სერგეი შამბა კვლავ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ალმაზბეი ქჩაჩი კი, ალბათ, ისევ შინაგან საქმეთა მინისტრია. ფინანსთა მინისტრად დანიშნულია ლილი ბღაჟბა, საგადასახადო შემოსავლების მინისტრად – ადგურ ლუჟბა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრად ადგურ ხარაზია – იგი მანამდე გულრიფშის რაიონს ხელმძღვანელობდა და კოდორის ხოებაზე კონტროლის დამყარებასაც ცდილობდა წლების განმავლობაში. იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თენგიზ ლაკერბაია, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრად ლუდმილა ავიცბა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირად სტუმრობს თბილისში და ამ სეპარატისტთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებთანაც ლაპარაკი შეიძლება, განსხვავებით ზოგიერთი მისცა ცოფიანი კოლეგისაგან. მაგალითად, სერგეი შამბასთან შედარებით, თვით ვლადისლავ არძინბაც კი საქართველოს გულმხურვალე პატრიოტად მოგეჩვენებათ.
        აფხაზეთის კულტურის მინისტრად დაინიშნა ლეონიდ ენიკი, ხოლო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარედ მისი ძმა გრიგოლი ენიკი, რომლეიც მანამდე გაგრის რაიონს ხელმძღვანელობდა, ახალგაზრდობის საქმეთა, სპორტის, კურორტებისა და ტურიზმის მინისტრი ასტამურ ადრეიბა გახდა. გივი დოპუა კი რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობს. დოპუა მეტისმეტად ხშირი სტუმარია თურქეთში, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებს მოჰაჯირთა ორგანიზაციებთან.
        გენადი გაგულიამ ბესვან კუპრავა მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსად დანიშნა.

        მთლიანობაში აფხაზეთის ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უეჭველად მეტყველებს, რომ სეპარატისტთა მმართველი დაჯგუფება, ჯერჯერობიტთ, ბალანსირებას ცდილობს, არძინბას გარემოცმველი კლანების რეალური გავლენის და ფინანსური რესურსების საფუძველზე.
       

დილის გაზეთი, 20 დეკემბერი, 2002 წელი