«Грузинка»
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც იმ ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას ეძღვნებოდა.
სიუჟეტის ავტორი, კადრს მიღმა დინჯად მსჯელობდა ამ საკითხებზე და «საქართველო» არც ერთხელ არ უხსენებია, რაც ბუნებრივია, რადგან (ვიმეორებ) მსჯელობის თემა სულ სხვა იყო.
სიუჟეტის მსვლელობისას, როდესაც საკითხი ეკონომიკას შეეხო, კადრში გამოჩნდა ერთ-ერთი რუსული პორტი და სულ რამდენიმე წამით გაიელვა პატარა, «დანჯღრეულმა» ბარჟამ თუ დამხმარე კატარღამ, რომელსაც . . . . დიდი ასოებით ეწერა სახელწოდება – «Грузинка».
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს იყო საცოდავი, «გაქუცული», «დანჯღრეული», «ადამისდროინდელი», ჩაშავებული, ბინძური, ნახმარი კატარღა, როგორსაც შიდასაპორტო საჭიროებისათვის იყენებენ მეზღვაურები და პორტის თანამშრომლები.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, სიუჟეტის* ავტორს ამ კატარღის სპეციალურად ჩვენება აზრადაც არ მოსვლია – უბრალოდ, რუსული პორტის სანაპიროს აჩვენებდა და ამ დროს სრულიად შემთხვევით (ორიოდე წამით) გაიელვა კადრში ამ კატარღამ თუ პატარა ბარჟამ.
მაგრამ იმაში კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვინც ამ ბინძურ ბარჟას «Грузинка» დაარქვა – ამას შემთხვევით, რასაკვირველია არ გააკეთებდა.
რა შეიძლება ითქვას ამის თაობაზე?
რაკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგ უმწეოდ კომიკურ ნოტას ვერ გავუგზავნით, ალბათ მხოლოდ ის, რომ სწორედ ჩვენ, ქართველებმა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენივე უგუნური, უპასუხისმგებლო, უკულტურო მოქმედებით, აქედან გამომდინარე საზარელი, სამარცხვინო ისტორიული დამარცხებით, მივეცით საშუალება ყველა ნაძირალას, ყველა ქართველთმოძულეს, ყველა ბინძურ შოვინისტს, ასე რაფინირებულად, დახვეწილად, მახვილგონივრულად დაგვცინოს და ჩაგვაფურთხოს სულში.
ეჰ . . . . არ უნდა დამარცხდე . . . . .
არ უნდა დამარცხდე, თორემ . . . დამარცხებულებს ჟიმავენ!!!
ასეთია ისტორიის ულმობელი კანონი.
*ეს «შედევრი» შეგიძლიათ იხილოთ და თავად დარწმუნდეთ, მისამართზე
http://news.rtvi.com/vyvody/Vlast
16 мая 2008 20:00
Власть с Евгением Киселёвым
ქრონომეტრაჟი - დაახლოებით «Осталось 17.50-17.40 минут»–ს შორის.