ტრამპი და Tolerance: Sex and Gender

ტრამპი და Tolerance: Sex and Gender

გეყოთ ზოგიერთებს ეს ცრუპენტელობა!

ტრამპმა Gender თქვა და არა Sex!

„სქესი“ ორია, მაგრამ „გენდერი“ შეიძლება ბევრი იყოს.

„სქესი“ ბიოლოგიური ცნებაა, ხოლო „გენდერი“ - სოციალური. ანუ არა ბიოლოგიურ პროფილს, არამედ სექსუალური იდენტობის და სოციალური სტატუსის შეგნებულ, გაცნობიერებულ არჩევანს უკავშირდება.

ცხოველებისა და ფრინველების პოპულაციაში იმავე სქესისადმი ლტოლვა დაახლოებით ისეთივე პროცენტია (5-6%), რაც ადამიანებში, მაგრამ იმათ გენდერი არ გააჩნიათ სწორედ ამ მიზეზით.

ანუ რაც რეალურად თქვა ტრამპმა, უბრალოდ კატასტროფა თქვა ტოლერანტულობის ღირებულების თვალსაზრისით! (სულ სხვა იქნებოდა Sex ეთქვა და არა Gender) ესე იგი „მიმღებლობისა“, რასაც კაცობრიობა თავს დაჰკანკალებს WW II შემდეგ, როდესაც იმ ნაცრისფერმა ვირთხამ უმცირესობის წარმომადგენლები ერთ დანჯღრეულ ბარჟაზე შეჰყარა, ჩრდილოეთის ზღვაში გაიყვანა, იქ ტორპედო გლიჯა და ჩაძირა.

მე „უმრავლესობის“ წარმომადგენელი ვარ.

ოღონდ ისიც ვიცი, რომ ყბადაღებული „პოლიტკორექტულობა“ და ე.წ. „ვოუქიზმი“, რაც ესოდენ სძულს ტრამპს და მის MAGA-ს, ავი ქოფაკია, რომელიც მუდამ ყეფს, ხშირად ნერვებს გვითხრის, თუმცა....თუმცა.....საკმარისია იგი დადუმდეს და უმალვე კვლავ გამოჩნდება იქვე, „არაფრის ჩრდილში“, „სიცარიელეში“ დამალული ის პირსისხლიანი ურჩხული.

არსად წასულა სინამდვილეში.

თავს ნუ იტყუებთ და ჩვენც ნუ გვატყუებთ ზოგიერთები.

Tolerance (ქართულად „მიმღებლობა“, „შემრიგებლობა“, „შემწყნარებლობა“) თავისთავად, როგორც ღირებულება, ყველა გადახრის და გადაჭარბების მიუხედავად (!), არის დიდი ევროპული ცივილიზაციის უკეთილშობილესი „ცრემლით და სისხლით მონაპოვარი“ მრავალი უსასტიკესი საუკუნის შემდეგ, როდესაც კოცონები გიზგიზებდნენ მთელს ევროპაში.

ამ ღირებულების მიზანმიმართული დანგრევა იმაზე დიდი დანაშაულია ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ, ვიდრე გრენლანდიაში დესანტის გადასხმა იქნებოდა.

დათო