„სიტყვის თავისუფლება“ დასავლეთში და საქართველოში.
ქართული სოციუმის ყოველისმცოდნე და „ყველაფერშჩიკ“ „ჭკუის მასწავლებელთა“ თუ „ინფლუენსერთა“ ერთ-ერთი ყველაზე უბადრუკი თვისებაა რთული პრობლემის იოლად „გადაწყვეტადობის“ ილუზიის შექმნა.
იგივე: რთული პრობლემის იოლად გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი ს განუშორებელი, მუდმივი ცდა.
ხშირ შემთხვევაში სრულიად გულწრფელი - ელემენტარული პრიმიტივიზმიდან გამომდინარე.
ეს ეხება, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის დასავლურ (!) ღირებულებას და მისი საქართველოში ექსტრაპოლირების მცდელობას.
ისევე, როგორც უამრავი სხვა დასავლური ღირებულების, ფენომენის თუ ინსტიტუციის აქაურ „ნიადაგზე“ ექსტრაპოლირების ჭინთვისას, საბოლოოდ გამოდის სიმახინჯე და ელემენტარული იდიოტიზმი ანუ, ხალხურად თუ ვიტყვით ყ....ბა.
იმიტომ, რომ „ექსტრაპოლატორებს“ თვით იმ ღირებულების არსი და მისი განხორციელების დასავლური პრაქტიკა არ ესმით ელემენტარულად, რაკი „რთულად აზროვნების“ უნარი არ გააჩნიათ.
ჩლუნგად „ერთგანზომილებიანნი“ არიან, როგორც ჰერბერტ მარკუზე ამბობდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შორეულ 1995 წელს, როდესაც რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციისთვის ვამზადებდი მასალებს, ერთ-ერთი რეპორტაჟი გალის რაიონში, აფხაზეთში რუსი „სამშვიდობოების“ არამზადულ ქმედებებს ეხებოდა და მათზე გაბრაზებულმა ზოგადად მოსკოვის პოლიტიკა გავაკრიტიკე, ხოლო კრემლის იმდროინდელ ბინადარს, პრეზიდენტ ბორის ელცინს „ლოთი“ ვუწოდე.
ელცინი რომ საშინელი ლოთი იყო, ყველამ იცოდა.
იმ დროს ამაზე რუსული მეინსტრიმული პრესა და მეინსტრუმული ტელევიზიებიც ბევრს ლაპარაკობდნენ კონკრეტულ ფიგურანტებზე, ელცინის გარემოცვის ყოფილ წევრებზე დაყრდნობით.
ამის შემდეგ, მიუნხენიდან დარეკა რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის იმდროინდელმა მთავარმა რედაქტორმა, გულნარა უროტაძემ (რეპორტაჟის ეთერში გასვლისას შვებულებაში იყო საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე და „გაეპარა“); განაცხადა, რომ ჩემთან თანამშრომლობას წყვეტს და საოცრად ნიშანდობლივი რამ თქვა, რაც არასდროს დამავიწყდება:
„თქვენ თუ გგონიათ, სიტყვის თავისუფლება ის არის, რასაც გინდა იმას დაწერ და რასაც გინდა იმას იტყვი......ეს არის არა სიტყვის თავისუფლება, არამედ სიტყვის თავისუფლების დისკრედიტაცია“.
აბა რა არის თუ ეს არ არის?
გულნარა უროტაძე ევროპაში ცხოვრობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და იქაური წესები, ევროპული, დემოკრატიული მიდგომები ჰქონდა შ ე ს ი ს ხ ლ ხ ო რ ც ე ბ უ ლ ი.
„ელცინი ლოთია“ შეიძლება აღიქვა, როგორც „ფაქტი“ ან/და როგორც „შეფასება“.
დასავლური მიდგომით, თუ ეს დიფამაციად შეფასდა ანუ საზოგადოებაში კონკრეტული ადამიანის პატივისა და ღირსების შებღალვად, ხოლო მე (ესე იგი რადიო „თავისუფლებამ“) ვერ დავამტკიცე ის რაც ორჯერ-ორია და ყველამ იცის (რომ ელცინი ლოთობს, - ღორივით სვამს), ეს იწვევს (ევროპაში) ძალიან მკაცრ სასჯელს (ციხემდე), ხოლო ამერიკაში ციხეში არ სვამენ, თუმცა......უსასტიკესად სჯიან დ ო ლ ა რ ი თ.
ძალიან დიდი ჯარიმებით.
ანუ ის „პირდაღებული ბოჩოლები“ ვისაც ჰგონია და მოსთქვამს, რომ „ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისთვის არ სჯიან ამჟამინდელი სოციალისტური ევროპისგან განსხვავებითო“, უბრალოდ მართლა ბოჩოლები არიან.
სინამდვილეში ამერიკაში(ც)ისე სასტიკად სჯიან (ოღონდ დოლარით, ჯარიმით) რომ ადამიანს, ჟურნალისტს, გამოცემას ყველაფერს გააყიდინებენ, ნულზე დასვამენ სწორედაც ჩვენებურად გაგებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო.
თუმცაღა.......ბრძენმა დასავლურმა ელიტებმა, რომლებიც USAID და NED თუ EED მეშვეობით მთელს მსოფლიოში, საბრალო პრიმატებსა და პითეკანტროფებში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ ღირებულების დამკვიდრებას ცდილობენ, საკუთარ დემოკრატიათა და სოციუმთა ექსტრიმი იდიოტებისა და სოციოპათებისგან დასაცავად უამრავი გონებამახვილური მექანიზმი და სამართავი „ღვედი“ შექმნეს, რათა ეს პროცესები რეალურად ემართათ.
მაგალითად: იგივე გულნარა უროტაძე ჩემს შემთხვევაში ალბათ ფორმალურად აპელირებდა იმაზე, რომ ამგვარი შ ე ფ ა ს ე ბ ა რადიო „თავისუფლების“ სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმედეგება ანუ „ეს არ არის ჩვენი სტილი“.
აი ამგვარი მიდგომის კულტივირება კი ხდება ერთის მხრივ სახელისუფლებო ბერკეტებით (ვიღაც მიიღებს აკრედიტაციას „დაუნინგ სტრიტზე“ ან „თეთრ სახლში“, ასევე წვდომას ექსკლუზივებზე, სხვამ შესაძლოა ვერ მიიღოს და კონკურენტებთან წააგოს, „ჩაეშვას“), ასევე პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსებით, როგორც რადიო „თავისუფლების“ შემთხვევაში........ მეორეს მხრივ კი სხვა უეჭველ ღირებულებებზე აპელირებით.
მაგალითად, თუ მე რომელიმე ცნობილ პოლიტიკოს ქალზე ვთქვი, რომ ის არის „კახპა“, ეს ფაქტი კი არა შეფასებაც რომ იყოს, რომელიღაც „გულნარა უროტაძე“ აუცილებლად მეტყვის, რომ მე ამით ქ ა ლ ს მივაყენე შეურაცხყოფა ესე იგი დისკრიმინაციის მცდელობა განვახორციელე და რომ „ასეთი“ შეფასების, „ამგვარი გამოხატვის“ (!) უფლება არ მაქვს და ა.შ და ა.შ.
უამრავი ასეთი ეშმაკური მექანიზმი აქვთ მოფიქრებული, რათა მიაღწიონ სოციალური ექსტრიმის კ უ პ ი რ ე ბ ა ს, მის მარგინალიზებას
დასავლური ტერმინია: „Free and responsible press“.
ანუ თავისუფალი და პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ე ლ ი პრესა.
ძალიან კარგი, მაგრამ........აშშ კონსტიტუციის პირველ შესწორებაში ტერმინი responsible press თავის დროზე ნახსენები არ ყოფილა.
ეს უფრო გვიანდელი ინტერპრეტაციაა, როდესაც დასავლური ელიტები მიხვდნენ, რომ სიტყვის თავისუფლების „სამართავი ღვედები“ აუცილებელია და ერთია, როდესაც საბრალო პაპუასებს, პირდაფჩენილ ბოჩოლებს ასწავლი დემოკრატიას სადმე წყნარი ოკეანის კუნძულებზე ან კავკასიაში და სულ სხვაა, როდესაც უკვე არსებობს დემოკრატია მისი ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს და ეტატისტურ ძალთა სამთავრობო მონაცვლეობის ინსტიტუციით, ხოლო ამ დემოკრატიას დაცვა სჭირდება იდიოტი ექსტრიმ/სოციოპატებისგან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს არ ნიშნავს, რომ რომელიღაც კრეტინ ტაკერ კარლსონს არ აქვს საშუალება ჩაწეროს მისი პირადი პოდკასტი და ამერიკის პრეზიდენტს დედა აგინოს ან პუტინი კაცობრიობის მხსნელ მესიად წარმოადგინოს.
მაგრამ მისი პირადი პოდკასტი ერთია, ხოლო მეინსტრიმული TV-FOX სხვაა.
იქედან ტაკერ კარლსონი გააგდეს როგორც იცით.
გააგდეს სწორედაც იქაური „კომუნიკაციების კომისიის“ ანუ (დიახაც) ხელისუფლების ზეწოლით!
ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სოციოპატს არ აქვს საშუალება (და უფლება!) ლონდონის ჰაიდ-პარკში დადგას სკამი, ავიდეს იმ სკამზე და იძახოს: „ჩარლზ დიკენსის გული მოვტ...ნ!“
იძახოს რამდენიც უნდა.......მაგრამ აბა რომელიმე მეინსტრიმულმა ტელევიზიამ გაუშვას ეს ეთერში!
ან თუნდაც რომელიმე გაზეთმა მისი ვებ-გვერდის სტრიმზე დადოს.
ვერ გაუშვებს.
გამორიცხულია.
გაუშვებს და UK „კომუნიკაციების კომისია“ (ანუ ერთ ერთი იქაური „ღვედი“) მოთხრის არა სიმბოლური, სასაცილო ათასლარიანი ჯარიმით........ როგორც ჩვენთან ხდება, რაკი ქართველმა მოსამართლემ იცის, რომ მისმა შვილმა, მისმა დისშვილმა ან ძმისშვილმა დასავლურ უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს და რა იცი რა ხდება: ვაითუ აქედან წერილი წავიდეს „იქ“ „სიტყვის თავისუფლების მტერი მოსამართლის და მის ოჯახის წევრთა“ „ვიზით დასჯის“ მოთხოვნით....... არამედ ისეთი დიდი ჯარიმით, თანამშრომელთა კადრების შემცირება ან გადაცემების დახურვა მოუწევს იმ დასავლურ გამოცემას.
მიხედავად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა“
საბაბი? კონკრეტული ბრალდება? ბიუროკრატიული „სათქმელი?“ - „სოციალურ ვნებათა პროვოცირებისთვის“! თქვენ წარმოიდგინეთ, არის ასეთი მუხლი დიდი ბრიტანეთის (სიტყვის თავისუფლების სამშობლოს!!) „მაუწყებელთა კოდექსში“
ოღონდ ოსტატურადაა ჩამალული „პუნქტთა ქვეპუნქტებში“, რათა ზემოთხსენებულ საბრალო პაპუასებს კითხვები არ გაუჩნდეთ: „აბა თქვენთან რომ...... “
არაოფიციალური, „დახურულ კარს მიღმა“ პასუხი: „ჩვენ ნუ გვედრებით. დაეგდეთ თქვენთვის და ჯერ ააშენეთ დემოკრატია, მერე გადმოიღეთ ჩვენგან მისი „მართვის“ მექანიზმები“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენ რა გვჭირდება იმისთვის, რათა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეალურად დამკვიდრდეს საქართველოში?
დიახაც არ დავიღლები იმის მტკიცებით , რომ უპირველესად გვჭირდება დემოკრატია ანუ ეტატისტურ ძალთა საარჩევნო (!!) ცვალებადობა, რისი ერთ-ერთი კეთილშობილი შედეგიც იქნება.......„სოციალური ექსტრიმის“ და იდიოტ სოციოპატთა მარგინალიზება.
ისე, როგორც ეს ხდება იმავე ბრიტანეთში, სადაც იყვირე რამდენიც გინდა hyde park corner-ზე დადგმული სკამიდან: „შექსპირს დავაფსი საფლავზეეეეეეეეეე“ - იქ მყოფი თითო-ოროლა მსმენელი უბრალოდ მხრებს აიჩეჩს: „რამხელა ფალოსია ეს იდიოტიო“, გატრიალდება, წავა და....მორჩა.
ამ სიტყვისა და გამოხატვის „აქტზე“ სხვა უბრალოდ ვერავინ ვერაფერს შეიტყობს.
ვერ შეიტყობს რაკი უბრალოდ არ ეტყვიან (!) არ აჩვენებენ (!) იმის მიუხედავადაც კი, რომ „ექსტრიმი“ და სოციოპატია ყველგან მიმზიდველია, ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა, ესე იგი თუ ეტყოდნენ, „საინტერესოობის გამო“ ე.წ. „ყურებადობა“ გაეზრდებოდათ და რეკლამებსაც მოიზიდავდნენ სწორედაც ამ ყბადაღებული „ყურებადობის“ თუ რეიტინგის შედეგად
როგორც ჩვენში ხდებოდა და ხდება 1998 წლიდან, როდესაც „ეროსი კიწრამიშვილის სტილის“ სკანდალისტური და მუდამ (მ უ დ ა მ!) ნეგატივის მნთხეველი ტელე-ჟურნალისტიკა დამკვიდრდა ამ უბედურ ქვეყანაში.
დათო