სერგეი შამბა

სერგეი შამბა

აფხაზ სეპარატისტებს, ისტორიულად, ვლადისლავ არძინბას შემდეგ არ ჰყოლიათ ისეთი ეშმაკი პოლიტიკური ლიდერი („ეშმაკი“, ანუ „ჭკვიანი“, „ჭკვიანი“ ანუ „ეშმაკი“) როგორიცაა Сергей Миронович Шамба და მისი უფროსი ძმა, ახლახანს...ჩაგენშერიჯგვებული Тарас Миронович Шамба: ლამის 1960-იანი წლებიდან რომ ამზადებდა სსრკ „ცკ“-ში იმას, რაც 1993 წელს მოხდა.

შესაბამისად, არც საქართველოს ჰყოლია ვლადისლავ არძინბას შემდეგ ასეთი „ჭკვიანი“ მტერი.

დღეს შამბა კვლავინდებურად უუუუუდიდესი ოსტატობით ასრულებს „მეხთამრიდის“ ფუნქციას, საკუთარ თავზე იღებს წუმპიან ტალღას, რათა სეპარატისტულ წარმონაქმნს მოსკოვის ნამდვილი რისხვა (!) და ნამდვილი (!) სანქციები აარიდოს.

სინამდვილეში თუკი ვინმეა მოსკოვის მოთხოვნათა შესრულების წინააღმდეგი („აპარტამენტები“, „ახალი ათონის მონასტერი“, ბინების ყიდვა-გაყიდვა რუსებზე, „დიდი პრივატიზიება“ და ა.შ) სწორედაც შამბაა: „ამისთვის არ გვიომია და ქართველები ამისთვის არ გაგვიყრია მე და ვლადისლავსო“.....

- - - - - - - - - - - - - - - - -

ერთ-ერთი (ოღონდ მხოლოდ ერთ-ერთი) მაგალითია, რა დიდოსტატურად მოატყუა და..... გამოიყენა მან ირაკლი ალასანია 2008 წლის რუსულ აგრესიამდე რამდენიმე თვით ადრე.

ამ მიზნით თბილისშიც კი ჩამოვიდა;

„სასარგებლო იდიოტები“ დღემდე ვერ ხვდებიან რატომ და როგორ.

იმ მომენტში მან უკვე იცოდა, რომ მოსკოვს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ.

ხოლო როცა 2008 წლის 14 აგვისტოს გულმოკლულმა დავურეკე ინტერვიუზე (უკვე ვიცოდი, რაც მოხდა კოდორში), საზეიმო ტონით, დაცინვით მითხრა: „Мы сыграли в свою игру!!" ანუ (გითარგმნით) „ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, კოდორის ხეობა და ლიახვის ხეობა მოსკოვს ერთიან პარადიგმად განეხილაო“.

იმავე დიდოსტატური Своя игра-ს ნაწილი იყო ხავიერ სოლანას დემონსტრაციული ჩამოყვანა სოხუმში (შამბას ინიციატივით და ძალისხმევით) - მოსკოვის დასანახად და მოსკოვის „შესაფუცხუნებლად“.

ჩვენებური „სასარგებლოდ იდიოტი ბოჩოლები“ კი დღემდე დარწმუნებულნი არიან: „აი მაშინ რომ მიშას ალასანიასთვის დაეჯერებინაააააააა......კაცი თბილისშიც კი ჩამოვიდა დააააა........“

- - - - - - - - - - - - - - - - -

ახლა შამბა მისი „ტექნოლოგიური დუმილით“ უკმაყოფილო აფხაზებს მიანიშნებს: „გაიგეთ თქვე იდიოტებო: ეს დიპლომატიური და პოლიტიკური ტექნოლოგიაა და „ინტეგრალური სეპარატიზმის“ მეთოდით, რუსეთს რუსულ სასამართლოებში უჩივლეთ - აქაოდა რუსეთის მოქალაქეების უფლებას მოსკოვი არღვევსო“.

აქ ბევრი გაბრაზდება და....რა ვქნა გაბრაზდეს....მაინც ვიტყვი:

მე, პირადად, 1988 წლიდან არ ვიცი არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ვინც ამ ჩვენს პირსისხლიან, უბოროტეს, უქვეწარმავლურეს (!!) მტერს შეედრება პოლიტიკური ცბიერებითა და ზოგადად ხელოვნებით.

ვინმეს მართლა ჰგონია, რამედ უღირს ის პოსტი, რაც ამჟამად უკავია? როგორც კი ტექნოლოგია მოითხოვს, მაშინვე გადადგება იმავე „მეხთამრიდის“ ამბავში.

- - - - - - - - - - - - - - - - -

„რა სისულელეაააააა - ეგ ხომ რუსეთის მონააააა.......რასაც მოსკოვი ეტყვის იმას გააკეთეეეეეებს“........ და ა.შ. პრიმიტიულ ბოჩოლებთან დისკუსიას არ ვაპირებ.

აზრი არა აქვს.