საერთაშორისო მიმოხილვა. 8 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 მარტი. 2023 წელი

 გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ბახმუტში მიმდინარე გააფთრებული ბრძოლების შესახებ.

ზელენსკიმ თქვა, რომ ჯერ ერთი, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღავნელობაში არანაირი განხეთქილება არ არის ბახმუტის შემდგომი დაცვის აუცილებლობის საკითხზე და რომ აბსოლუტურად ყველა `გადაწყვეტილების მიმღები `უმაღლეს ხელმძღვანელობაში თანხმდება: ბახმუტი უკრაინის არმიამ უნდა დაიცვას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იმის მიუხედავადაც კი, რომ სამი მხრიდან ალყაშია.

თუმცა ალყა სრული არ არის და საბედნიეროდ, კვლავინდებურად ხერხდება ბახმუტის დაჯგუფების მომარაგება საბრძოლო მასლით და ყველაფრით რაც სჭირდებათ.

ზელენსკიმ 2 მიზეზი დაასახელა, რატომ არის ბახმუტის დაცვა ასე მნიშვნელოვანი, ანუ რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი, რუსებმა (პრიგოჟინის კარგად შეიარაღებულმა კრიმინალთა ბანდამ) ვერ აიღოს ბახმუტი.

 

ა) ბახმუტიდან იხსნება გზა აღმოსაველთ უკრაინის ორი მნიშვნელოვანი ქალაქის - კრამატორკისა და სლავიანსკისაკენ; და თუ ბახმუტი აიღეს, რუსები გააგრძელებენ შეტევას ამ ქალაქებისკენ, რაც დიდ აგლომერაციას ქმნის. მათი დაცვა კი ისე მოხერხებული არ არის წმიდა გეოგრაფიული და ლოჯისტიკური მიზეზებით, როგორც ბახმუტისა, სადაც უკრაინელები გმირულად იბრძვიან

 

ბ) ბახმუტის დაცემა აღაფრთოვანებს პუტინს და შეუმსუბუქებს მას შიდაპოლიტიკურ პრობლემებს, რაც სულ უფრო მწვავდება გაჭიანურებული ომის ფონზე, როცა ხდება ის, რაც მუდამ ხდება ნებისმიერ საზოგადოებაში ხანგრძლივი ომის შედეგად: სოციუმის გ ა დ ა ღ ლ ა!

მით უმეტეს, როცა შედეგი არ ჩანს, ხოლო კუბოებს დიდი რაოდენობით უკვე მოსკოვსა და ვალდივოსტოკშიც მიასვენებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ობიექტური მონაცემებით. ოლიგარქ-კრიმინალ ევგენი პრიგოჟინის `კერძო არმიამ` ბახმუტისათვის ბრძოლებში 30 ათასი მეომარი დაკარგა; ოღონდ არა მხოლოდ დაღუპულების არამედ დაჭრილების და გაქცეულების სახით.

ეს ძირითადად ციხის კონტინგენტია.

სულ 50 000 იანი არმიაა. დანარჩენი 20 ათასი პროფესიონალი მეომარია და ახლა ისინი ერთვებიან ბრძოლაში.

ასე გამოვიდა, რომ რუსეთის განვითარების ამჟამინდელ ისტორიულ ეტაპზე, რუსული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი კონტინგენტი ამ ავანტიურისტი პრიგოჟინის `კერძო არმიაა`.

ჟუკოვი და სუვოროვი საფლავში ბრუნავენ ალბათ

გუშინ პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღავნელობა, რომ თუ მას არ დაეხმარებიან, უკრაინა შეასძლოა ბახმუტის მიდამოებში კონტრშეტევაზეც კი გადავიდეს.

. . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო `ჭორები`, თითქოს ჩრდილო ნაკადის გაზსადენები უკრაინამ ან პროუკრაინულმა ძალებმა ააფეთქეს.

აქ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ ზოგიერთი დასავლური მეინსტრიმული მედია, ამერიკის სადაზვერვო რესურსების ნაწილზე დაყრდნობით, პრომოუტურებს ვერსიას, თითქოს `პროუკრაინულმა ძალებმა`, შესაძლოა თვით უკრაინიდან ან პოლონეთიდან (!) განახორციელეს გაზსადენების აფეთქება, რომლითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას მიეწოდებოდა.

ამჟამად გერმანია, შვედეთი და დანია ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ.

ამერიკამ რატომღაც უარი თქვა ამ გამოძიებაში მონაწილეობაზე და `ევროპელებს გადააბარა`.

ოფიციალურად გაცხადებული ვერსიით, მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, რადგან ამ რაიონში რუსული სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები (!) აქტიურად მოძრაობენ.

ვიმეორებ: ასეთი `ნარატივი` საერთოდ რომ გაჩნდა დასავლკეთში ანტიუკრაინული აქცენტებით, ძალიან შემაშფოთებელია რასაკვირველია.

იმ გაზსადენების აფეთქება იყო ყველაზე დიდი დივერსია მსოფლიო კომუნიკაციებზე მეორე მსოფლიო ომისა და `ატლანტიკაში წყალქვეშა ომის` შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთის ავტოკრატი ლიდერი სი ძინპინი მოულოდნელი სფიჩით გამოვიდა ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მან მოუწოდა კერძო ჩინურ ბიზნესს `კომუნისტურ პარტიასთან ერთად ებრძოლოს ამერიკას`, რომელსაც `დაგეგმილია ქვს ჩინეთის დასუსტება.

ადრე სი არასდროს ესხმოდა თავს ასე აშკარად არც დასავლეთს, არც კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაკი ითვალისწინებდა, რომ ჩინური` ეკონომიკური სასწაული` დიდწილად სწორედ ამერიკული კომპანიების და ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის წყალობაა.

მივაქციოთ ყურადღება უმნიშვნელოვანეს ნიუანსს: როცა აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, ჩინელ ლიდერს ამგვარი რადიკალური განცხადებები ამერიკის წინააღმდეგ არ გაუკეთებია მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ლამის ყოველდღე აცხადებდა სანქციებსა და სხვა ზომებს `უსამართლო კონკურენციის` გამო; მაგალითად უმწვავესად აკრიტიკებდა ჩინური ფულის ერთეულის, იუანის ხელოვნურ დევალვაცაის, რაც ჩინური საქონლის გაუთავებელ გაიაფება/დემპინგს იწვევდა და უამრავ სამუშაო ადგილს ართმევდა ამერიკას.

ახლა კი, როცა აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, სიმ გადაწყვიტა (უფრო ზუსტად იძულებული გახდა)ა სეთი რადიკალური განცხადებები გაეკეთებინა ამერიკის წინააღმდეგ.

რატომ?

შევხედოთ ბოლო მაკროეკონომიკურ მონაცემებს: ჩინური ექპორტი მსოფლიო  ბაზრებზე იანვრიდან დაწყებული განუხრელად მცირდება: ამ ორი თვის განმავლობაში 7%-ით შემცირდა. ხოლო ამერიკაში ჩინური პროედუქციის ექსპორტი მთელი 15%-ით შემცირდა. სამაგიეროდ იმპორტი 3%-ით გაიზარდა.

სი დარწმუნებულია, რომ ბაიდენი ნაკლებს ლაპარაკობს ვიდრე ტრამპი, სამაგიეროდ `საქმე ლაპარაკის ნაცვლად` სლოგანით ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ტრამპმა შეძლო. ამიტომაც მოაწყო ფაქტიურად ისტერიკა ჩინურ ბიზნესთან შეხვედრაზე: ერთის მხრივ დაპირდა ყოველგვარ მხარდაჭერას, ბიზნესის საქმეებში ჩაურევლობას და მეორეს მხრივ ფაქტიურად დაემუქრა, კომუნისტური პარტიის დირექტივები შეასრულონ ამერიკასთან ეკონომიკური ომის თაობაზე.

 

აქ ერთი საინტერესო სისტემური გარემოებაა: ჩინეთი, დენ სიაოპინის ეპოქიდან, ცდილობს გადმოიღოს ლი ქუან იუს მოდელი, რამაც სინგაპურის ეკონომიკური სასწაული განაპირობა. მართლაც, სწორედ ქუან იუს რეფორმათა შედეგად სინგაპური ქვეყნიდან, სადაც ადმაიანები გამოსაკვებად ვირთხებს ჭამდნენ, იქცა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის მქონე სახელმწიფოდ.

ამ მოდელის განმეორება სურდათ ჩინურ კომუნისტურ ელიტებს 1980-იანი წლებიდან: პოლიტიკური დიქტატურა და ეკონომიკური ლიბერალიზმი.

სი ძინპინის გუშინდელმა გამოსვლამ დაადასტურა, რომ ის რაც გამოვიდა 2 მილიონიან სინგაპურში, არ გამოვა მილიარდნახევრიან ჩინეთში.

იმიტომ, რომ ორმილიონიან სინგაპურს არანაირი გეოპოლიტიკური ამბიცია არა აქვს - მსოფლიოს ზესახელმწიფოს და დასავლურ ცივილიზაციას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.

სულ სხვაა უზარმაზარი ჩინეთი.

ამიტომაც დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკა, რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან მიიღებდა ღია ან ფარულ ზომებს, რათა  ჩინეთი ნამდვილ გლობალურ მოთამაშედ ვერ ქცეულიყო, თანაც დასავლეთისვე ბაზრების და დასავლეთისვე ტექნოლოგიების გამოყენებით

სი ძინპინის ეს პანიკური გამოსვლა პირველი ნიშანია იმისა, რომ ჩინური ელიტები შეშფოთდნენ, რამდენად შეძლებენ ისინი დასაველთთან, ამერიკასთან კონკურენციას იმ ვითარებაში, როცა ტექნოლოგიურად და მაკროეკონომიკურად (იგივე იუანის პრობლემა და დოლარის ინსტრუმენტალიზება) მთლიანად ვაშინგტონზე და ბრიუსელზე არიან დამოკიდებულნი.

რა თქმა უნდა,  ამერიკული `მინიშნება `უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკავშირდება:

აშშ სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე დღის წინ სი ძინპინს შეუთვალა კიდეც საჯარო Message-ით, რომ `არაფერი შეეშალოს`, თორემ ის ინსტრუმენტები, რამაც იანვარ-თებერვლის წარუმატებლობა გამოიწვია და სი ძინპინის ისტერია მოჰყვა, ჯერ ბოლომდე არც არის ამოქმედებული: ვაშინგტონი ბოლომდე აამოქმედებს ამ ინსტრუმენტებს, თუ ჩინეთი გაბედავს პუტინისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების  მიწოდებას.

ჯერ ვერ ბედავს.

. . . . . . . . . . . . . . .

საოცარი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა ბოლო საარჩევნო მიტინგზე, როცა მომხრეებს მიმართა და უთხრა: `თუ დავბრუნდები თეთრ სახლში, მე ვიქნები თქვენი მეომარი, რომელიც სამართლიანობის აღსადეგნად იომებს და მე ვიქნები თქვენი შურისძიება`.

ეს რას ნიშნავს? ამერიკული ლიბერალური ისტებლიშმენტი პანიკამ მოიცვა: ხომ არ აპირებს ტრამპი, მესამედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ძალაუფლების `ინსტრუმენტალიზებას` შურის საძიებლად?!

ამგვარი  განცხადებები, რაც ლიბერალური ისტებლიშმენტის შეშფოთებას იწვევს, ტრამპს ადრეც გაუკეთებია, თუმცა ეს განცხადება მაინც გამორჩეული აღმოჩნდა რეზონანსის მხრივ/

სამაგიეროდ, ამით ხდება `მომხრე ელექტორატის` და სოციალური ჯგუგფების მყარი კონსოლიდაცია.

ტრამპი უომრად არ დანებდება.

თანაც არ დანებდება არა მხოლოდ ამერიკელ `დემოკრატებს`, არამედ `რესპუბლიკური ელიტების` ნაწილსაც, რომელსაც მომავალ პრაიმერისზე უფრო ფლორიდის გუბერნატორ დესანტისზე უჭირავს თვალი, რაკი ტრამპისა მასაც ეშინია.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მარიუპოლში ჩავიდა, რომელსაც თვეების განმავლობაში გმირულად იცავდნენ უკრაინელი ჯარისკაცები.

შოიგუს ჩასვლა უკავშირდება პუტინის იმედგაცრუებას, რომ ვერ შეძლო მარიუპოლის `სახმელეთო დერეფნის` ამოქმედება ყირიმისკენ და ვერც წყლით ნახევარკუნძულის მომარაგება.

არადა ეს მისი აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.