საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ივნისი. 2022 წელი

ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` რესპუბლიკაში 8 ივნისს დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება `სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის` გამოცხადება 1920 წლის 8 ივნისს `ონიდან-დუშეთამდე` (ჩათვლით)
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოს სეპარატისტებს დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ საქართველოსთან.
ზოგჯერ `მცხეთამდეც` აცხადებენ ხოლმე.
`დუშეთის` ხსენება იმას ნიშნავს, რომ თრუსოს ხეობა და ყაზბეგი და გუდაური ხომ ისედაც `თავისად` მიაჩნიათ. ახლა დუშეთს და ონს მისწვდნენ.
. . . . . . . . . .
სწორედ ახლა, როდესაც უკრაინაში სამკვდრო-სასიცოცხლო ომის კულმინაცია ახლოვდება, საერთაშორისო ატომური სააგენტოს პრეზიდენტმა, რაფაელ გროსიმ გააკეთა განცხადება, რომ ირანი სულ ახლოსაა ატომური ბომბის შექმნასთან, რაც სასიცოცხლო საფრთხეა ისრაელისათვის.
გროსის თქმით, ირანს უკვე აქვს 60%-მდე გამდიდრებული ურანი. ატომური ბომბის შესაქმნელად აუცილებელია ამ ურანის 90%-მდე `გამდიდრება`.
ეს დიდი არაფერი პრობლემაა, რადგან ირანის განკარგულებაშია ცენტრიფუგები, რომლებიც საშაულებას ქმნიან, სულ რაღაც 2 თვის განმავლობაში გაამდიდრონ ურანი 90% მდე და მაშინვე ააწყონ ატომური ბომბი, რომელსაც დიდი ალბათობით, ისრაელს ესვრიან ომის შემთხვევაში.
თუმცა ისრაელი ამას არ დაუშვებს: როგორც კი ურანის გამდიდრება 80%-ს გასცდება, ისრაელის დაზვერვა (მოსსადი) ამას შეიტყობს და მასსირებულ საჰაერო იერიშს მიიტანს ყველა ლოკაციაზე, სადაც ურანის გამდიდრება ხდება ირანში.
ეს დიდი ომია, თუმცა ისრაელი ამისთვის მზად არის, რათა ირანული ატომური ბომბის შექმნა არ დაუშვას.
თვით ისრაელი არც უარყოფს და არც ადასტურებს ოფიციალურად, რომ აქვს ატომური იარაღი.
რა თქმა უნდა აქვს: დაახლოებით 40-50 მუხტი.
სხვათა შორის, ისრაელ-აზერბაიჯანის დაახლოება ბოლო 10 წლის განმავლობაში, რამაც განაპირობა აზერბაიჯანის ბწრყინვალე გამარჯვება ყარაბაღისთვის ომში 2020 წელს (ისრაელი საუკეთესო იარაღს აწვდიდა ბაქოს) იმითაც აიხსნება, რომ ისრაელს სჭირდება ქვეყანა, სადაც მისი სამხედრო თვითმფრინავები დაჯდებიან ირანის დაბომბვის შემდეგ: უკან ისრაელში დასაბრუნებლად ისრაელის თვითნფრინავებს საწვავი არ ეყოფათ, სტრატეგიული ავიაცია კი არა აქვთ;
ამიტომ `ცახალის`(ისრაელის არმია) გეგმით, ირანის ბირთვულ ობიექტებს რომ დაბომბავდნენ, გზას განაგრძობდნენ და აზერბაიჯანში დაჯდებოდნენ.
ბაქო ამაზე თანახმაა
ეს გეგმა დღესაც აქტუალურია.
. . . . . . . . . .
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის საბჭოს (ევროსაბჭოს) პრეზიდენტის, შარლ მიშელის გამოსვლისას, როდესაც ბატონი მიშელი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებებზე ლაპარაკობდა, რუსეთის წარმომადგენელმა ნებენზიამ სხდომა დატოვა. მიშელმა კი მიაძახა: `გაქცევა იოლია, სიმართლის მოსმენაა ძნელიო`.
რუსეთის ასეთი დამცირება (მისივე ლიდერის პარანოიდული საქციელის გამო) სრულებით უპრეცედენტოა.
. . . . . . . . . .
ანგელა მერკელმა გუშინ დაარღვია დუმილი, ჩაატარა პრეს-კონფერენცია და განაცხადა, რომ როგორც იქნა მიხვდა მთავარს: პუტინს სძულს დასავლეთი, სძულს ევროკავშირი და უნდა ევროკავშირის დამხობა.
თუმცა ის არ ნანობს, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, უარი უთხრა უკრაინასა და საქართველოს `MAP`-ის დამტკიცებაზე, რადგან `იმ დროს უკრაინა კორუმპირებული ქვეყანა იყო და მას ოლიგარქები მართავდნენო`.
`მე პუტინმა ერთხელ პირადად მითხრა, სსრკ დაშლა კატასტროფა იყოო და მე კი ვუპასუხე, როგორ გამიმართლა აღმოსაველთ გერმანიაში დაბადებულ/გაზრდილ ადამიანს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და გერმანია გაერთიანდაო`. აი მაშინ მივხვდიო, რომ პუტინი დასაველთის მტერიაო.
საოცარი განცხადებებია!
არათუ ბოდიშს არ იხდის....არამედ იმასაც კი არ ამბობს, რომ რაიმეში ცდებოდა.
. . . . . . . . . .
რუსეთის ნაპრეზიდენტალი დიმიტრი მედვედევი აქტიურად წერს ტელეგრამ-არხზე (არის ასეთი რუსული სოციალური ქსელი).
მკითხველმა იკითხა, ასეთი სიძულვილით რატომ წერო და...გამაოგნებელი პასუხი გასცა: `იმიტომ, რომ საშინლად მძულს ისინი (დასავლეთი) ნაძირლები (Подонки) არიან, რუსეთის განადგურება უნდათ, მანამდე არ მოვისვენებ.... სანამ ცოცხალი ვარ..... სულ ვიბრძილებ ეგენი მოვსპოო (ანუ დასავლეთი)
ეს მთლად დალაგებულიც არ ყოფილა თუ ამ ტირადით ვიმსჯელებთ. აბა პუტინის უახლოესი მეგობარი რა უნდა ყოფილიყო?
. . . . . . . . . .
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანკარაში ჩაფრინდა მოლაპარაკების გასამართად უკრაინული ხორბლის ოდესიდან ექსპორტის თაობაზე. ექსპორტი დაბლოკილია რუსული ფლოტის მიერ.
ეს ვიზიტი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხორბლის გამოტანას (20-25 მილიონი ტონა) არა მხოლოდ დასავლეთი ითხოვს, არამედ იგივე თურქეთიც, ხოლო მოსკოვი ამჟამად ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, ყველას და ყველაფრის იგნორი არ შეუძლია: მაგალითად, არ შეუძლია თურქეთის იგნორი ისე, როგორც დასაველთს აიგნორებს. ამიტომ რაღაც კომპრომისის ძიება მიდის.
თურქეთს, ჯერ ერთი, ის ხორბალი თვითონაც სჭირდება და რაც მთავარია, ერდოღანს მსოფლიო ლიდერად მიაჩნია თავი და ზრუნავს აფრიკის იმ ქვეყნებზე, სადაც ხორბლის მსოფლიო ბაზრებზე გაძვირებამ შეასძლოა შიმშილი გამოიწვიოს. აფრიკის ლიდერებს ერდოღანის იმედი აქვთ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დასავლელი ლიდერებისა, რაკი გრძნობენ, ხედავენ, რომ ერდოღანს გააჩნია `ბერკეტები` - აიძულოს პუტინი უკან დაიხიოს.
თავისი პირობები, ხორბლის გატანასთან დაკავშირებით აქვს უკრაინასაც: როგორც ცნობილია, უკრაინულმა არმიამ დანაღმა პორტები (ოდესა და ილიჩოვსკი) რადგან რეალური იყო რუსეთის მიერ დესანტის გადმოსხმა.
ახლა კიევი ამბობს, რომ თანახმაა განნაღმვაზე, თუკი დასავლეთიდან მიიღებს კიდევ უფრო მეტ თავდაცვით იარაღს. მათ შორის ანტისახომალდო, სანაპირის დამცველ შორსმსროლელ რაკეტებს.
`ჰარპუნები` უკვე მიიღო, თუმცა ბევრად მეტი სჭირდება.
. . . . . . . . . .
რუსეთმა უკრაინას გადასცა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში ბრძოლებისას დაღუპული 210 გმირის ცხედარი. თუმცა ტყვეებს ჯერ არ ანთავისუფლებს.
. . . . . . . . . .
ბაიდენის ადმინისტრაციამ სთხოვა კონგრესს, დაუყოვნებლივ გამოჰყოს 4,3 მილიარდი დოლარი, რათა ამერიკამ უარი თქვას რუსული გამდიდრებული ურანის შესყიდვაზე და იყიდოს ურანი სხვა ქვეყნებში (თუნდაც ოდნავ უფრო ძვირად) ან იყიდოს უშუალოდ ამერიკაშივე, სადაც ასევე არის ( ალიასკაზე და სხვაგანაც) ურანის საბადოები. და ამერიკაშივე არსებობს მისი `გამდიდრების` ანუ შესაბამის კონდიციამდე მიყვანის საჭიროება.
ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია: საკმარისია რუსეთმა გამდიდრებული ურანის მიწოდება შეუწყვიტოს ამერიკას, რომ ამერიკის ყველა ატომური ელექტროსადგური გაჩერდება.
არადა ატომურ სადგურებზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას საკმაოდ დიდი წილი აქვს ამერიკის ზოგად ელექტროგენერაციაში.
ისმის კითხვა: აქამდე სად იყვნენ? აქამდე რატომ არ იზრუნეს, არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი რუსეთზე?
საქმე ის გახლავთ, რომ ე.წ. `მწვანეები` და `ეკოლოგები`, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქიდან მოყოლებული ან `სასარგებლო იდიოტია`, ან მოსკოვის აგენტურაა, ყველანაირად ებრძოდა ამერიკაში (ისევე, როგორც ევროპაში) ადგილობრივი ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას.
გარდა ამისა, როგორც ადრე მოგახსენეთ, მოსკოვს კიდევ ერთი ბერკეტი აქვს: ატომურ ელექტროსადგურთა ნარჩენები სადმე ხომ უნდა უტილიზდეს, დაიმარხოს? რუსეთი ელცინის დროიდან ციმბირში მარხავს, რადგან იგივე `მწვანეები` აჯანყებას მოაწყობენ თუ ამერიკის ადმინისტრაცია თუნდაც ალიასკაზე დამარხავს.
მოსკოვმა ეს იცის და ამას დიდოსტატურად იყენებს მუდამ.
თუმცა ახლა, როგორც სჩანს, ბაიდენმა გადაწყვიტა ეს სიტუაცია `გატეხოს`.
. . . . . . . . . .
გუშინ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მარიუპოლის გავლით ყირიმისკენ `სახმელეთო დერეფანი` გაჭრა.
ეს პუტინის პროგრამა - მინიმუმი იყო, თუმცაღა მხოლოდ `მინიმუმი`. მაქსიმუმი უკრაინული სახელმწიფოს მოსპობაა, რასაც, საბედნიეროდ, ვერ ახერხებს.
რუსის ჯარის მიერ დაპყრობილ ქალაქებში, ქუჩებში დაყრილ გვამთა ხრწნის გამო, საზარელი დაავადებების, მათ შორის ქოლერას ეპიდემიის საშიშროებაა.
. . . . . . . . . .
Low cost ანუ საბიუჯეტო, ესე იგი იაფმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair მსოფლიო ფურორი გამოიწვია იმით, რომ სამხრეთ აფრიკიდან ერთ-ერთი რეისის დროს მგზავრების გამოკითხვა დაიწყო სანამ ბორტზე შეუშვებდა: იციან თუ არა მათ ენა Afrikaan ანუ სამხრეთ აფრიკის XIX საუკუნის ევროპელ კოლონიზატორთა ენა.
არადა სამხრეთ აფრიკაში 11 სახელმწიფო ენაა და ამ ქვეყანაში რასობრივ სეგრეგაციას დიდი ხანია წერტილი დაესვა: შავკანიანებმა მიიღეს სამოქალაქო უფლებები.
ავიაკომპანიამ ეს დისკრიმინაციული ტესტი იმით ახსნა, რომ მეტისმეტად ბევრია ყალბი სამხრეთ აფრიკული პასპორტი და ლონდონში რომ მიგვყავს ეს მგზავრები და მერე საზღვარზე აღმოჩნდება ყალბი პასპორტები აქვთ, ბრიტანეთის მთავრობა ამისთვის გვაჯარიმებსო.
ბორის ჯონსონის მთავრობამ მაშინვე უარყო: როგორ გეკადრებათ, არც კი გვიფიქრია ამის გამო ავიაკომპანიის დაჯარიმებაო.
ეს საინტერესო ფაქტია, რადგან მეტყველებს, რა სიფაქიზით ეკიდებიან დასავლეთში ყველაფერს, რაც ეთნიკურ და რასობრივ დისკრიმინაციას მიაგავს.
სამხრეთ აფრიკის აპარტეიდული რეჟიმი, - სანამ დაემხობოდა ნელსონ მანდელას გათავისუფლების შემდეგ (1990-იან წლებში) - მსოფლიოს სირცხვილი იყო და დიდი ბრიტანეთიც მკაცრად ებრძოდა.
`სამხრეთ აფრიკის` სახელმწიფო, რომელიც თეთრკანიანთა (აფრიკანერთა ანუ ბურთა) უპირობო დომინირებას ეფუძნებოდა შავკანიან უმრავლესობაზე, XIX საუკუნის ბოლოს, დიდ ბრიტანეთთან ომის შედეგად, შექმნეს ნიდერლანდელი და გერმანელი კოლონისტების შთამომავლებმა.
მეორეს მხრივ, `სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა` აფრიკის ყველაზე გან ვითარებული სახელმწიფოა.
G20 სრულუფლებიანი წევრია.
. . . . . . . . . .
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის კინოთეატრთა ქსელმა Cineworld გააუქმა ფილმის ჩვენება წინასწარმეტყველ მუჰამედის ცოლზე `ციური დედოფალი`, რათა მაჰმადიანებს ქუჩის აქციები ან/და რაიმე უარესი არ მოეწყოთ