საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ივნისი 2022 წელი

აფხაზეთის ოპოზიცია ადგილობრივ პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა `პრეზიდენტ` ასლან ბჟანიას წინააღმდეგ იმის გამო, რომ `სახელმწიფოს მეთაური` თავისი მოვალეობას არ ასრულებს: უკვე რამდენიმე კვირაა კაცმა არ იცის ზუსტად სად არის. იციან მხოლოდ, რომ რუსეთშია და ამიტომ გააცდინა ყოველწლიური მოხსენება `ქვეყნის მდგომარეობის` შესახებ, რაც მას კანონით ევალება, თუმცა არ ასრულებს, რაც კონსტიტუციის დარღვევაა ნამდვილად.

სად არის ბჟანია? ზოგი ამბობს ავადააო, ზოგი - პუტინთან შეხვედრას ცდილობს და ელოდება მოსკოვშიო.

პუტინი კი ბჟანიაზე და აფხაზებზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ რუსეთთან საზღვარს საერთოდ არ აუქმებენ და რუსებს აფხაზეთში ბინების, ასევე მიწების თავისუფლად ყიდვა-გაყიდვის უფლებას არ აძლევენ.

ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა მარაზმი ტრიალებს ე.წ. `აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოში`.

პარლამენტის წინაშე რომ სიტყვით გამოვიდეს, რამე ხომ უნდა თქვას იმ თემებზე, რაც პუტინს აბრაზებს? თქმის კი ეშინია, რადგან აფხაზების 100% საზღვრის გაუქმების და რუსებზე ბინების გაყიდვის წინააღმდეგია. ამიტომ ბჟანიას ურჩევნია, მოსკოვში დაიმალოს, ე.წ. `კონსტიტუცია` დაარღვიოს და სიტყვით საერთოდ არ გამოვიდეს.

. . . . . . . . . .

`სამხრეთ ოსეთის` ყოფილი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი შეიძლება დაიჭირონ: მოსკოვის მითითებით, ახალმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პროკურატურას დაავალა, ექს-პრეზიდენტის რამდენიმე ბრძანებულების კანონიერება შეისწავლოს.

რა თქმა უნდა ამის მიზეზი მოსკოვის გაბრაზებაა იმის გამო, რომ ანატოლი ბიბილოვმა უდროო დროს დანიშნა ე.წ. `რეფერენდუმი` რუსეთთან მიერთებაზე მაშინ, როცა ეს კრემლს არ აწყობდა

კრემლს კი არ შეუძლია დაუშვას, მისი მარიონეტები მისი ნებართვის გარეშე, დაუსჯელად აკეთებდნენ იმას, რაც სურთ.

. . . . . . . . . .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც ევროპის გამოკვეთილი ლიდერი გახდა უკრაინის ომის დროს, შეინარჩუნა კონსერვატიული პარტიის ლიდერობა და პრემიერ-მინისტრობა:

პარლამენტის წევრებმა `კონსერვატიული პარტიიდან` 211-148 ხმით მხარი დაუჭირეს ბორისს, როგორც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს ანუ როგორც პრემიერ-მინისტრს, რადგან ბრიტანული კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრი ხდება პარტიის ლიდერი.

შესაბამისად თუ იგი დაკარგავდა პარტიის თავმჯდომარეობას, დაკარგავდა პრემიერ-მინისტრობასაც.

ბორის ჯონსონს ბრალად ედებოდა რაღაც სისულელე - კოვიდრეგულაციების დარღვევა პარტიულ ფურშეტზე. თუმცა კანონი-კანონია და კანონმორჩილ ბრიტანეთში ამის გამო იგი ბეწვზე გადარჩა: დედოფალ ელისაბედის მმართველობის 70 წლის `პლატინის იუბილეზეც` უსტვინეს, როცა მეუღლესთან ერთად მივიდა ლონოდნის წმინდა პავლეს ტაძარში საზეიმო ლიტურგიაზე.

კარგია, რომ პუტინის მთავარმა ევროპელმა მტერმა ახლა თანამდებობა შეინარჩუნა.

ბრიტანული სპეცსამსახურები დარწმუნებულნი არიან, რომ ფოტოები წვეულებიდან, რომლებიც შარშან გავრცელდა და სკანდალი გამოიწვია, რუსული სპეცსამსახურების ნაეშმაკარი და შემოგდებული იყო.

არც არის გასაკვირი: რუსული სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ბრიტანეთში. ბოლოს იმასაც კი მიაღწიეს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი შეაცდინეს, რომელიც პარალმენტში თავდაცვის კომიტეტში მუშაობდა და სრული ინფორმაცია ჰქონდა ბრიტანული ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ: მიუგზავნეს სექსუალური 20 წლის რუსი სტუდენტი გოგონა, ვითომ სტაჟიორად..... იმან ის მოხუცი (66 წლის) კაცი გააგიჟა რასაკვირველია და ყველა საიდუმლო გაიგო ბრიტანულ წყალქვეშა ნავებზე.

თითქოს რა საიდუმლოა - სულ 2 ატომური წყალქვეშა ნავი ჰყავს ბრიტანეთს.... თუმცა ფაქტია საინტერესო.

რუსეთში გადასარევ ქალებს რა დალევს და.....

. . . . . . . . . .

აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნება დართო ეროვნული დაზვერვის შეფ ავრილ ჰეინსს მოხსნას           გრიფი `საიდუმლო` და გამოაქვეყნოს ყველა ინფორმაცია ამერიკის სპეცსამსახურთა კონტაქტების შესახებ ევროპელ კოლეგებთან და ევროპის ხელისუფლებებთან, რომლის დროსაც ამერიკელები ევროპელ მეგობრებს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში აუცილებლად შეიჭრებოდა... იმათ კი არ სჯეროდათ და თავიდან იცილებდნენ.

ლაპარაკია 2021 წლის პერიოდზე. ამერიკელებმა უკვე მაშინ იცოდნენ რას აპირებდა პუტინი.

ეს არის `მეგობრული ჭკუისსწავლება` ამერიკის მხრიდან, რომ ევროპელმა `ბავშვებმა` -  `უფროს ძმას` უნდა დაუჯერონ!

 არ დაუჯერებენ და კისერს წაიტეხენ.

ამერიკის შესაძლებლობები ამ მხრივ ევროპის შესაძლებლობებს ასჯერ აღემატება, რადგან ჯერ კიდევ `ცივი ომის` პერიოდიდან ამერიკელებმა მოსკოვში უძლიერესი ოპერატიული პოზიციები და არხები შექმნეს.

ეს არხები დღემდე მუშაობენ

. . . . . . . . . .

მოსკოვში გრძელდება ისტერიკა იმის გამო, რომ 5 ივნისს ბულგარეთმა, ყოფილმა იუგოსლავიის რესპუბლიკამ მაკედონია (ოფიციალური სახელწოდებაა `ჩრდილოეთ მაკედონია`, რადგან მაკედონია საბერძნეთშიცაა-დ.) ასევე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ ჩერნოგორია, რომლებსაც ნატოს და ევროკავშირის წევრობა სურთ, ცა ჩაუკეტეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს და არ მისცეს მას საშუალება, სერბეთში ჩაფრენილიყო.

ახლა ირკვევა, რომ ის რაც მოხდა, ბევრად უარესია რუსეთისთვის, ვიდრე ერთი შეხედვით და პირველი შეხედვით სჩანდა: ამ ქვეყნებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცა ჩაუკეტეს არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ იმის გამო, რომ თურმე ამას ითვალისწინებს ევროკავშირის და ამერიკის სანქციები: ლავროვმა საერთოდ ვერსად იფრინოს.

როცა ევროკავშირმა სანქციები შემოიღო მის წინააღმდეგ, ლავროვი (თბილისელი სომეხის, კალანტარიანის შვილია. თბილისშია დაბადებული) დაცინვით ხითხითებდა: `თურმე ქონება დამიყადაღეს დასავლეთში. აბა რასაც ნახავენ - მიჩუქნიაო`.

ქონება მართლა არ გააჩნია დასავლეთში - მასეთი სულელი არ არის, ამ რისკზე წასულიყო. მისი ქალიშვილი ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა `წინდახედულად` არც მას შეუძენია ქონება - დაქირავებულში ცხოვრობს NYC-ში.

ოღონდ აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის სანქციები მხოლოდ ქონების დაყადაღებას კი არ გულისხმობს, არამედ.....რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასაც! ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე ჩერნოგორია, მიუხედავად იმისა, ჯერ ევროკავშირის წევრები არ არიან, ამ სანქციებს ასრულებენ.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს სერგეი ლავროვი საქართველოს დაუძინებელი მტერია. მხოლოდ ერთი მაგალითი: მან დაამკვიდრა რუსეთის ოფიციალურ დოკუმენტებში არაქართული სახელწოდებები: Сухум და Цхинвал ნაცვლად ადრე რუსულად მიღებული Сухум(И) და Цхинвал(И) -სა.

. . . . . . . . . .

სულ უფრო სამარცხვინოდ იქცევა უნგრეთის ხელისუფლება და მისი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი:

ორბანის დავალებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, მანამდე უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა  ლასლო კიოვერამ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი `ფსიქიკურად შეშლილად` გამოაცხადეს: იმკურნალოსო. `გიჟია და აღარაფერი ეშველებაო` - თითქმის სიტყვა-სიტყვით ასე ამბობენ

შეგახსენებთ, რომ ევროპულ უორდინგში (Wording) ტერმინი `ფსიქიკური დაავადება` ძალიან ცუდ ტონად ითვლება. კულტურული ადამიანები იყენებენ ტერმინს `მენტალური პრობლემები`. თუმცა ორბანმა და მისმა ჯგუფმა ყოველგვარი ზღვარი გადალახეს.

ისინი იმაზე არიან გაბრაზებულნი, რომ უკრაინის ხელისუფლება, პირადად პრეზიდენტიც, ხშირად აკრიტიკებს (და სწორად აკრიტიკებს) უნგრეთს დასავლური იარაღის არგატარებისთვის უკრაინის მიმართულებით; ასევე მუდმივი ვეტოს გამო რუსული ნავთობის შესყიდვაზე.

. . . . . . . . . .

ამერიკამ დააყადაღა რუსეთის უმდიდრესი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ორი თვითმფრინავი: ბიზნეს-ჯეტი Gulfstream და Boing 787-7 Dreamliner.

საერთო ღირებულება 400 მილიონი დოლარია.

ერთი მათგანი ახლა დუბაიშია, მეორე - რუსეთში.

სწორედ ეს არის საინტერესო: გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის რომელიღაც საგრაფოს მოსამართლემ, ანუ ამერიკის იურისდიქცია ვრცელდება ყველაფერზე, რაც ამერიკაშია წარმოებული და იმაზეც, რაც დოლარითაა ნაყიდი. ეს არის ამერიკის უნიკალურობა.

აბრამოვიჩი ამ თვითმფრინავებით ვერ ისარგებლებს ვერსად, რუსეთის გარდა და იქაც ორივე თვითმფრინავი იწაზე იქნება, რაკი ამერიკელები სათადარიგო ნაწილებს არ აწვდიან და არც ავიონიკას განაახლებინებენ

ხოლო სადმე თუ გაფრინდება რუსეთის გარეთ, ამერიკის შიშით ყველგან დააპატიმრებენ. სხვა შემთხვევაში თვითონაც დაისჯებიან ფინანსური სანქციებით და სათადაროგო ნაწილების დაბლოკვით.

აბა `ბოინგს` ხომ მთელი მსოფლიო იყენებს? მათ შორის იგივე დუბაიც ანუ გაერთიანებული ემირატები.

აქედან სჩანს, რამდენი რამ შეუძლია ამერიკას!

ყველგან, დედამიწის ნებისმიერ წერტილში