საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მაისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მაისი 2022 წელი

დასავეთში ელიან, რომ 9 მაისს, როდესაც რუსეთში აღინიშნება `დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე`, პუტინმა შესაძლოა ოფიციალურად ომი გამოუცხადოს უკრაინას.

ამ მოლოდინს ნამდვილად აქვს თავისი ლოგიკა და არგუმენტები

  1. დღეს, პუტინის ბრძანებულების თანახმად, უკრაინაში ტარდება `სპეციალური საომარი ოპერაცია` (Специальная военная операция). ეს არა მხოლოდ აგრესიული პოლიტიკური, არამედ იურიდიული და სამართლებრივი განსაზღვრებაა რუსული კანონმდებლობით; იგი  სამართლებრივი შინაარსით უახლოვდება, მაგალითად `ჩეჩნეთის სპეცოპერაციას` 2000 – 2005 წლებში. მაგრამ ეს რეჟიმი (სპეცოპერაციისა) არ ანიჭებს პრეზიდენტს ამ არგუმენტით მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და, რაც მთავარია, საყოველთაო ან ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების უფლებას! თუ პუტინი ოფიციალურად დაადასტურებს, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ მას შეეძლება ა) საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადის ბ) შემოიღოს სამხედრო ტრიბუნალები და ომის კანონებიდან გამომდინარე, აღადგინოს სიკვდილით დასჯა ომის მიმდინარეობისას არა მხოლოდ არმიაში, არამედ ქვეყანაშიც. როგორც ცნობილია, რუსეთმა გააუქმა სიკვდილით დასჯა ევროსაბჭოში შესვლისას (1999). ოღონდ ევროსაბჭოდან ახლა  გარიცხეს და .....პუტინის ხელში სიკვდილით დასჯის აღდგენა საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება ქვეყნის შიგნით ოპოზიციის დასატერორებლად და არმიაში უსასტიკესი მეთოდებით ბრძოლისუნარიოანობის ასამაღლებლად: ძველ რომში რომ გაქცეული სამეხდრო შენაერთებიოდან ყოველ მეათეს ტავს ჰკვეთდნენ
  2. ოფიციალურად ომის გამოცხადებით პუტინი შეეცდება  აამაღლოს რუსების პატრიოტული ე.წ. `მძვინვარება` (Ярость масс) და სცადოს ერის შეკავშირება დიქტატორის და დიქტატურის გარშემო.

 

ეს არგუმენტები დასავლეთში ჟღერს, თუმცა ბევრი დამკვირვებელი, ვინც კარგად იცნობს პუტინს და რუსეთში არსებულ სიტუაციას, ასე დაბეჯითებით ვერ ვარაუდობს, რომ 9 მაისს, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმისას პუტინი ომს გამოუცხადებს უკრაინას. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს დეკლარაცია შელახავს რუსთა `ველიკოდერჟავულ სიამაყეს`(Великодержавная гордость): რუსები ხომ  დარწმუნებულნი არიან, რომ რეალურად უკრაინას კი არ ეომებიან, არამედ....დასავლეთს! ``უკრაინა რას წარმოადგენს ჩვენთან - დიდ რუს ხალხთან?!!!`` ამიტომ თუ პუტინი ომს გამოაცხადებს, პირდაპირ დასავლეთს, პირდაპირ ამერიკას და ევროპას უნდა გამოუცხადოს ომი და საეჭვოა ამ ეტაპზე (!) იგი ამისთვის მზად იყოს.

. . . . . . . . . . .

როგორც მოგახსენეთ, ისრაელში მძვინვარე და სამართლიანი რეაქცია გამოიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ, რომ ზელენსკის ებრაელობა არაფერს ნიშნავს, რაკი....ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდაო.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა: `ეს არის საზარელი ისტორიული შეცდომა: გამოდის ებრაელებმა ჩვენივე თავი ამოვჟლიტეთ მეორე მსოფლიო ომის და გენოციდის დროს?!!!`

ამ გამონათქვამებზე და ბოდიშის მოხდის მოთხოვნაზე რუსეთის  რეაქციამ დაადასტურა: სინამდვილეში უგამოცდილეს ლავროვს არაფერიც არ შეშლია და არაფერიც არ წამოსცდენია: შეგნებული, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო ისრაელის წინააღმდეგ, რომლის პოზიცია უკრაინის საკითხში ძალიან არ მოსწონს მოსკოვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელელ პოლიტიკოსებს უპასუხა დაახლოებით ასე: დიახ, ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა და ამის უარყოფა ისტორიის უარყოფა არისო. სხვა მაგალითებიც მოიყვანა, როგორ თანამშრომლობდა ზოგიერთი ებრაელი თუ ნაცისტურ გერმანიაში ებრაელთა ზოგი გაერთიანება ჰიტლერთან - ებრაელთა ჟლეტისას და როგორ ეხმარებოდა ჰიტლერს გენოციდში.......

ამ მაგალითებმა საერთოდ ტოტალური აღშფოთება გამოიწვია ისრაელში. თუმცა ისრაელის ხელისუფლება მაინც ცდილობს უკიდურესობებისგან (ვთქვათ, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისგან) თავი შეიკავოს, რადგან ტრადიციულად ეშინია, რომ რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს და/ან ახალ ბირთვულ ტექნოლოგიებს გადასცემს ისრაელის მოსისხლე მტერს - ირანს.

ისრაელს არაბების, მით უმეტეს პალესტინელების არ ეშინია. აი ფანატიკოს ირანელ აიათოლლათა კი - ძალიან.

რამ გამოიწვია კონკრეტულად მოსკოვის გაღიზიანება უკრაინული ომის ფონზე? ზუსტად შეიძლება ითქვას: იმან, რომ  ისრაელის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაპიდმა დაგმო ბუჩაში მშვიდობიანი ადამიანების ხოცვა-ჟლეტა და ქალების მასობრივი გაუპატიურება, რომელთაგან ზოგი ებრაელიც იყო. ლაპიდმა ასევე `გაუმართლებელი` უწოდა რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმეგ.

ბუჩა კიევთან მდებარე ელიტური დასახლებაა.....დაახლოებით წყნეთის მსგავსი, სადაც უბრალო ადამიანებიც ცხოვრობენ და Upper high class ელიტარებიც.

ისრაელმა განაცხადა, რომ მისი საბანკო სისტემა არ იქნება გამოყენებული რუსეთის მიერ დასავლურ სანქციათაგან თავის დასაძვრენად. და, ბოლოს, სამხედრო არჭურვილობაც კი (ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები) მიაწოდა უკრაინულ არმიას, რამაც მოსკოვი ძალიან გააბრაზა.

არადა, ისრაელში უკრაინიდან და რუსეთიდან ამოსული ებრაელების უდიდესი თემი ცხოვრობს; მათ ის აერთიანებთ, რომ რუსეთის აგრესიას მხარს არ უჭერენ. ისრაელი კი დემოკრატიული ქვეყანაა, ანუ  მთავრობას არ შეუძლია ამომრჩეველთა  განწყობის სრული იგნორირება.

. . . . . . . . . . .

რუსეთი ექს-პრეზიდენტმა მედვედევმა თავის ტელეგრამ-არხზე შინაარსობრივად ასეთი რამ დაწერა: `როგორ გადავწყვიტოთ ზელენსკის პრობლემა? განა მისი ლიკვიდაციით? აბა ეს რა საჭიროა: საკმარისი იქნება ზელენსკის ამჟამინდელი თანამდებობის ლიკვიდაციაო`.

ანუ, იგულისხმება უკრაინული სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია, როდესაც უკრაინაში იქნება არა პრეზიდენტის თანამდებობა, არამედ რუსეთის გუბერნატორის თანამდებობა.

. . . . . . . . . . .

პუტინს მოულოდნელი მოკავშირე გამოუჩნდა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში არმიღების საკითხში.

ხორვატეთის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ხორვატეთი ვეტოს დაადებს ამ გადაწყვეტილებას ალიანსის სამიტზე, ზაფხულში, თუ ხორვატთა უფლებები არ იქნება დაცული ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

ხორვატებს მიაჩნიათ, რომ ისინი იჩაგრებიან ბოსნია-ჰერსოგოვინაში (ყოფილი იუგოსლავიის პროვინცია, რომელსაც 1995 წლიდან NATO აკონტროლებს)        და არა აქვთ ადეკვატური წარმომადგენლობა ბოსნია-ჰერცოგოვინას ხელისუფლებაში, სადაც მეტი ადგილი მიენიჭათ სერბებს და მაჰმადიანებს ანუ ე.წ. `ბოსნიაკებს`

რა თქმა უნდა კრემლში გაუხარდებოდათ ხორვატეთის პრეზიდენტის განცხადება, თუმცა საეჭვოა ამ ქვეყნის პოზიციამ რაიმე განსაზღვროს: თუ ვაშინგტონი, პარიზი, ბერლინი და ლონდონი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღებაზე შეთანხმდნენ, ისინი უეჭველად იპოვიან ბერკეტებს, რათა ზაგრები გონს მოიყვანონ.

. . . . . . . . . . .

რომის პაპმა, ფრანცისკმა მოყვა რუსეთის პატრიარქ კირილესთან ვიდეოკავშირით საუბრის შინაარსი და აღიარა, რომ ვერაფერი შეასმინა და თვითონაც ვერაფერი გაიგო გარდა იმ სიტყვებისა, რომ თურმე (პატრიარქ კირილეს აზრით) მთელი ეს კატასტროფული ომი პუტინს იმ მიზნით დაუწყია...... დონეცკში გეი-აღლუმები არ ჩატარებულიყო.

ამ მიზნით გაჟლიტა დღესი მდგომარეობით 50  000 ადამიანი. სამხედროც და მშვიდობიანიც

. . . . . . . . . . .

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა `შეურაცხყოფილი ღვიძლის სოსისი` (გერმანელების საყვარელი კერძია -დ) უწოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მას შემდეგ, რაც შოლცმა უკრაინაში ვიზიტზე უარი განაცხადა მანამ, სანამ უკრაინა არ შეცვლიდა პოზიციას გერმანიის პრეზიდენტის, ჰანს ვალტერ შტაინაიერის მიმართ.

შეგახსენებთ: ზელენსკიმ  უარი თქვა შტაინმაიერის მიღებაზე პუტინთან მისი წარსული მეგობრობის გამო.

მიუხედავად უკრაინის ელჩის შეურაცხმყოფელი გამონათქვამისა, გერმანია, რა თქმა უნდა, აუცილებლად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

ევროპული ცივილიზაცია პიროვნულ შეურაცხყოფებს არ იცნობს. მხოლოდ სახელმწიფოებრივს. `მოხარშული სოსისი` პირად შეურაცხყოფად აღიქმება, ხოლო პრეზიდენტის მიღებაზე უარი - სახელმწიფოს უგულვებელყოფად.

თუმცა გადალახავენ ამ წყენებს უეჭველად, რადგან წყენის დრო ახლა არ არის:  პუტინი სამკვდრო/სასიცოცხლო საფრთხეა მთელი ევროპისთვის.

. . . . . . . . . . .

უკრაინის პარლამენტმა ხმათა აბსოლუტური  უმრავლესობით მიიღო კანონი უკრაინაში ყველა პრორუსული პარტიის აკრძალვის თაობაზე.

კანონს ხმა მისცეს აწ დაპატიმრებული მედვედჩუკის (პუტინის ნათელ-მირონი) პარტია `სიცოცხლისთვის` ყოფილმა წევრებმაც.

ამით დამთავრდა ეს 30 წლიანი `იწილო-ბიწილო პრორუსული პარტიების აქტივობისა უკრაინულ პოლიტიკურ სცენაზე.

შეგახსენებთ, რომ პუტინის ნათელმირონ მედვედჩუკის `სისცოცხლისთვის`(За жизнь) ის პარტიაა, რომელმაც 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, მოითხოვა სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის გასარკვევად, ვინ და რატომ მიაწოდა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა `ბუკ`, რითაც ქართულმა არმიამ რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

სამწუხაროდ, ამ ე.წ. `კომისიის` შექმნას პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს საპარლამენტი ფრაქციებმაც დაუჭირეს მხარი. მანამდე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციაც ჩააგდეს რადაში.

ე.წ `კომისიამ` იმ უკრაინელი სამხედროების ვინაობაც დაადგინა, ვინც ქართველ კოლეგებს `ბუკ`- ების გამართვასა და გამოყენებაში ეხმარებოდა ომის დროს.

შემდეგ მედვედჩუკის ფრაქციის წევრებმა ამ უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების სახელები, გვარები, საცხოვრებელი ადგილები გადასცეს რუსულ სამხედრო დაზვერვა ГРУ-ს და თითქმის ყველა მათგანი რუსმა აგენტებმა მოკლეს მომდევნო წლებში.