საერთაშორისო მიმოხილვა. 28 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 სექტემბერი. 2023 წელი

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა ჟურნალისტთა კითხვის პასუხად, რომ არ იცის (!) როგორ ააცილოს თავიდან ამერიკას `შათდაუნი` ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, დეფოლტი და სახელმწიფო ხარჯების შეწყვეტა.

Deadline 1 ოქტომბერია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა `დემოკრატები` და `რესპუბლიკელები` ვერა და ვერ თანხმდებიან სახელმწიფო დეფოლტის თავიდან აცილების ზომებზე, ესე იგი ბიუჯეტზე. მანამდე სულ ბოლო მომენტში მიდიოდნენ ხოლმე კომპრომისზე. ახლა პერზიდენტი ამბობს `აბა რა ვიცი დეფოლტი თავიდან როგორ ავიცილო. ეს რომ ვიცოდე ხომ გავაკეთებდიო`. სიტყვა-სიტყვით ასე თქვა.

შეგახსენებთ: დეფოლტის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამერიკის სახელმწიფო სახელმწიფო მოხელეებს (პოლიციელებს, მეხანძრეებს სახელმწიფო სტრუიქტუირებში დასაქმებულებს, დიპლომატებს) ვერ გადაუხდის ხელფასს. ეს უბედურებაა, თუმცა მაინც ნაკლები უბედურება; მთავარი ისაა, რომ დეფოლტის შემთხევვაში, ამერიკის სახელმწიფო, პირველად ისტორიაში ვეღარ გადაიუხდის ან ვეღარ მოემსახურება სუვერენულ ვალებს!!! ანუ საგარეო ვალებს. შესაბამისად, ამ მხრივ გაუთანაბრდება აფრიკის ყველაზე საწყალობელ სახელმწიფოებს, რომლებიც IMF-მა გაკოტრებუილად გამოაცხადა)

ეს სევდიანი ისტორია რამდენიმე მომენტითაა საგულისხმო:

ა) ჩვენ მუდამ ვამბობდით, რომ ძალაუფლების განაწილების `ამერიკული მოპდელი`, რომელმაც ვერ იმუშავა სამოქალაქო ომების გარეშე ვერც ერთ ქვეყანაში, თვIთ ამერიკის სეერთებულ შტატებში `მუშაობს`, თუმცა ახლა უკვე, ამ მოსალოდნელი `შათდაუნის` და მასთან დაწყვილებული დეფოლტის ფონზე, ესეც კითხვის ნიშნებს იწვევს. თავად განსაჯეთ: როგორ მოიქცეოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ვერ ახერხებს ბიუჯეტის მიღებას? უბრალოდ დაითხოვდა პარლამენტს სახელმწიფოებრივი კრიზისის თავიდან ასაცილებლად და დანიშნავდა ახალ არჩევნებს!

მაგრამ ამერიკაში ეს შეუძლებელია: `ამერიკული მოდელი ხელისუფელბათა დანაწილებისა` კონგრესის დათხოვას გამორიცხავს. შესაბამისად, ეს კრიზისები, რომჯლებიც სულ უფრო ხშირად ხდება პარტიული დაპირისპირების გამწვავებისას, ერთხელაც იქნება (ამჯამად რომც მოილაპარაკონ) გამოიწვევს `აეფთქებას` და ამერიკა მართლა გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც კატასტროფა იუქნება მთელი მსოფლიოსთვის. კონსტიტუციონალისტები ამბობენ ხშირად: ამერიკული მოდელი მეტსიემტად ხისტია, `ევროპული საპარლამენტო მოდელი` კი ბევრად `ელასტიური` და `მოქნილი`: პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარალმენტის დათხოვის, ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება.

საპარალმენტო მოდელებშიც და საპრეზიდენტო მოდელებშიც, სადაც პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, გათვალსიწინებულია ზუსტად ამგვარი შემთხვევები: პრეზიდენტი ნიშნავს ახალ არჩევნებს, ხოლო ახალ არჩევნებამდე სახელმწიფო ხარჯები, მათ შორის სუვერენული ვალების მომსახურება ხდება მთავრობის დეკრეტებით.

 

ბ) ბევრი ოპონენტი ჰყავს დონალდ ტრამპს და როგორც არაერთხელ ითქვა, ის არის `ბულდოზერი`, რომელიც ანგრევს ამერიკის პოლიტიკურ სისტემას, მაგრამ......ცოტა თუ ლაპარაკობს ერთ-ერთ მთავარ ფაქტორზე, რაცხ ტრამპს ეხამრება: ესაა ამჟამინდელი ადმინისტრაციის, ანუ პრეზიდენტს ბაოიდენის სისუსტე და `დემოკარტიული პარტიის` უუნარობა, შეარჩიონ ნორმალური ალტერნატივა 2024 წლის საპრეზიდენტო არცევნებზე.

საქმეც ესაა, რომ ჯო ბაიდენის ფონზე, რომელიც ჟურნალისტებს საწყალობალდ ეუბენბა `აბა მე რა ვიცი როგორ ავაცილო ტავს ქვეყანას დეფოლტი, ეს რომ ვიცოდე ხომ გავაეკთებდიო`, დონალდ ტრამპი გამოიყურება Cool ანუ` მაგარი`, მისი ფოტო, 1 საათიანი დაპატიმრების დღეს რომ გადაიღო ჯორჯიის შტატის ციხეში, ადასტუირებს: `დონალდი მაგარ ფორმაშია`, ხოლო ჯო  დ ა ბ ე რ დ ა!

გამორიცხულია ამგვარმა აღქმამ არ იმოქმედოს არჩევნების შედეგზე. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაშიო არსებოპბს ელექტპორატის (ამომრჩეველთა კორპოუსის) მნIშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელიც თვსიებრივად და იმმანენტურად (თუ პიროიბითად ვიტყვით) არც `დემოკარტია` და არც` რესპუყბლიკელი`, ხოლო არჩევნას აკეთებს იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი გამოიყურება (!) უფრო Cool, ვინ უფრო `მაგარი` ჩანს, ანუ ვინ უფრო შემძლე`, `უნარიანი` და ვის უფრო შეიძლება ანდოს საკუტარი ხმა, ანუ საკუთარი შვილების ბედისწერა.

აბსოლუტურად ბუნებრივი მოთხოვნილებაა `პატარა ადამიანისა`, რომელიც სინამდვიელში წყვეტს არჩევნების ბედს. მით უმეტეს, როპცა სხვაობა დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სრულებით მიკროსკოპულია ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ანუ სოციოლოგიური ცდომილების ზღვარზეა.

 

 

 

ევროკავშირის `საგარეოს` სფოუქსპერსონმა პეტერ სტანომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სერბეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებზე. მისი თქმით, სერბეთი მხოლოდ მას შემდეგ შევა ევროკავშირში, როცა სცნობს კოსოვოს დამოუკდიებლობას;

ზუსტად ამ სიტყვებით არ უტქვამს, დიპლომატიურად `შეფუთა` ფრაზეოლოგიით პრიშტინასთან (კოსოვოს დედაქალაქი) ნორმალ;იზაციის თაობაზე, მაგრამ შინაარსი ეს იყო: ჯერ სცანით კოსოვოს დამოუკიდებლობა და შემდეგ მიგიღებთ ევროკავშირში`

აქ აუცილებალდ უნდა გავითვალსიწინოთ, რომ `კოსოვოს აღიარება` ბრიუსელის რაღაც უაზრო აკვიატება სულაც არ არის: ევროკავშირს არ სურს მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუნდამენტური, სტრატეგიული პრობლემა: კოსოვოს სეპარატიზმი.

პიტერ სტანომ ისიც დაამატა, რომ ზუსტად იგივე მოხოვნა აქვს ევროკავშირს კოსოვოსთან: `ჯერ `დაალაგეთ` ურთიერთობა ბელგრადთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებთ ევროკავშირშიო. მაგრამ ეს პატარა ეშმაკობაა: კოსოვო კი მოითხოვს ევროკავშირში შესვლას, თუმცა ეს კოსოვოსთვის არ არის იმდენად არსებითი, როცა მისი ეთნიკური ტყუპისცალი ალბანეთი  ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი

მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებასაც, რომ სერბეთს სურს ევროკავშირში გაწევრება NATO-ს გვერდის ავლით! სხვა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები ჯერ NATO-ში გაწევრიანდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ - ევროკავშირში. თუმცა სერბებისთვის NATO უკავშირდება 1999  წლის ტრავმას, როცა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა (პირველ რიგში რასაკვირველია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა) ხანმოკლე ომში გაანადგურა სლობოდან მილოშევიჩის იუგოსლავია.

ბუნებრივია, პიტერ სტანოს განცხადებამ მძვინვარე რეაქცია გამოიწვია გამოიწვია ბელგრადში: სერბი პოლიტიკოსები ერთიმეორეს მიყოლებით ამბობენ, რომ სერბეთი არასდროს არ სცნობს კოსოვოს ე.წ. `დამოუკიდებლობას`. და ამ ფასად არც ევროკავშირი `უღირთ`. კოსოვო სერბებისთვის წმიდა ადგილია და უკავშირდება მათ საუკუნოვან ბრძოლას ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ.

1389 წელს, `კოსოვოს ველზე` (დღევანდელ პრიშტინასთან) გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელმაც დიდად განაპირობა სერბი ხალხის ბედისწერა მომდევნო 5 საუკუნის მანძილზე. ეს ბრძოლა სერბებისთვის იგივეა, რაც ქართველებისთვის დიდგოპრის ბრძოლა.

თუმცა სერბები დამარცხდნენ იმ ბრძოლაში. მაგრამ თურქებს უკან დაახევინეს.

 

ბუნებრივია, საქართველოში შეიძლება გამოჩდნენ პერსონაჟები, რომლებიც შეეცდებიან ევროკავშირის სერბეთისადმი მოთხოვნის (`....ჯერ სცანით კოსოვოს დამოუკიდებლობა`) ექსტრაპოლირებას საქართველოზე, თუმცა სხვაონა ისაა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა სცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა, ხოლო აფხაზეთის ე.წ.  `დამოუკიდებლობის` აღიარებას არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ აპირებს!

ბელორუსი ევროპული სახელმწიფო არ არის. იქ, სხვათა შორის გაძლიერდა ბოლო დროს `საეჭვო ქიცინი` აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობის` აღიარების მიმართულებით, თუმცა ლუკაშენკო ყოყმანობს.

ანუ აფხაზ სეპარატისტებს ტყუილად აქვთ იმედი, რომ ევროკავშირი აიძულებს საქართველოს სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი გახდება. ასეთ პირობას საქართველოს დასავლეთი არ წაუყენებს თუნდაც იმიტომ, რომ კოსოვოში ეთნიკური ალბანელები იყვნენ ეთნიკური წმედის მსხვერპლნი, ხოლო აფხაზეთში - ქართველები.

ეთნიკური წმენდა კი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამნოც დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა;

ამჟამად ევროკავშირის წევრობის `მაძიებელნი` ანუ კანდიდატები არიან ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მოლდავეთი, უკრაინა, ჩრდილო მაკედონია, თურქეთი, ჩერნოგორია და სერბეთი.

მათგან ალბანეთი, ჩრდილო მაკედონია, ჩერნოგორია უკვე NATO-ს წევრები არიან;

ისევე, როგორც თურქეთი, თუმცა თიურქეთის ევროკავშირში წევრობა მაინც ცალკე დიდი თემაა. სინამდვილეში მისი შანსი პატარა ალბანეთზე ნაკლებია.

 

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეხამერი კომიკურ სკანდალში გაეხვა: Twitter-ზე (ამჟამად უკვე ეწოდება X) გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ფოტო, როგორ უგროვებენ მოქალაქეები საარჩევნოდ შესაწირს: მოინეტებს ყრიან ყუთში. ჟურნალისტებმა შენიშნეს ფოტოს შესწავლის შემდეგ, რომ მონეტები რუბლი იყო და არა ევრო.

დასცინეს ნეხამერს და რასაკვირველია აიღო ეს ფოტო თავისი ექაუნთიდან. თუმცა უკვე გვიანაა: სიმბოლურია, რომ ეს `დაემართა` სწორედ იმ ქვეყნის კანცლერს, რომლის ლიდერებს და მაღალი თანამდებობის პირებს ხშირად ადანაშაულებდნენ პრორუსულ მოძრაობებში.

რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნაისელი საერთოდ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.