საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ოქტომბერი. 2023 წელი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის სენსაციური ინტერვიუ გავლენიანი გამოცემისთვის The wall street journal შესაძლოა `უკანმოუბრუნებლობის  წერტილად` იქცეს ან თვით ფაშინიანისთვის ან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობისთვის.

რუსეთი ამ ინტერვიუს შემდეგ აუცილებლად შეეცდება ამა თუ იმ ხერხით ფაშინიანის დამხობას და ამ მიზნით გამოიყენებს პირველ რიგში ეკონომიკურ, ასევე სპეცსამსახურთა ბერკეტებს.

შეგახსენებთ, WSJ ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა რომ

ა) ვერ ხედავს ვერანაირ სარგებელს რუსეთის ჯარების ყოფნაში სომხეთის ტერიტორიაზე. იგულისხმება გიუმრის სამხედრო ბაზა

) რუსეთმა არ შეასრულა თავისი სამოკავშირეო ვალდებულებები სომხეთის მიმართ ყარაბაღის ამბების დროს

) სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მოსკოვში ამ ინტერვიუმ პუტინ-ლავროვის გაცოფება გამოიწვია: რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე გადის და გადის უკიდურესად ანტისომხური გადაცემები, რომლებშიც პირდაპირ წუმპეს ასხამენ თავზე პირადად ფაშინიანს (როგორც `სოროსის აგენტს`) და ირიბად სომხეთსაც, სომეხ ერს, რომელმაც ფაშინიანი აირჩია.

ძალიან ძნელი სათქმელია, უახლოეს მომავალში მოჰყვება თუ არა ფაშინიანის მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯები (ანუ ქმედება და არა მხოლოდ განცხადებები) ამ სამართლიან ბრალდებებს რუსეთის და კრემლის მიმართ.

არ არის გამორიცხული, ეს მხოლოდ `ორთქლის გამოშვება` და ჰაერში გასროლა იყოს, რაკი სომხური საზოგადოება მართლა საშინლად არის ნაწყენი რუსეთზე; იმიტომ, რომ სომხეთი ასევე ძალიან დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკურად რუსეთზე და რუსეთში იმაზე მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თვით სომხეთში;

თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ უახლოეს მომავალში ფაშინიანმა დაიწყოს მოქმედება, ანუ იმ ორგანიზაციებიდან გამოსვლა, სადაც რუსეთთან ერთად იმყოფება პოსტსაბჭოურ სივრცეზე; ბოლოს კი რუსის ჯარის გაყვანაც მოითხოვოს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა ღაზაში განახორციელა ე.წ. `დაზვერვა ბრძოლით`: რამდენიმე ტანკი `მერკავა` შევიდა ღაზის სექტორში, ოღონდ არა თვით ქალაქ ღაზის ტერიტორიაზე, რათა შეემოწმებინა როგორ და რამდენად  გაუწევდათ `ჰამასი` წინააღმდეგობას.

ანუ, ამოძვრებოდნენ თუ არა მიწისქვეშა კატაკომბებიდან და გაუხსნიდნენ თუ არა ტანკებს ცეცხლს რუსული (!) ნაღმსატყორცნებიდან РПГ-7.

არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა; თუმცა ეს შესაძლოა მოჩვენებითი წარმატება იყოს, რადგან ისრაელის ტანკები ჯერ თვით ქალაქ ღაზის ტერიტორიაზე არ შესულან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ნიუ იორკში (!) ყოფნისას მიმართა ამერიკას და `გააფრთხილა`, რომ თურმე `ამერიკა მართავსო გენოციდს ღაზაში` და თუ ეს `მართვა` ასევე თვით გენოციდი გაგრძელდება, `ცეცხლი არავის დაინდობს, მათ შორის აქაც`.

ანუ ამერიკაში?!

გუშინ ირანმა მასშტაბური სამხედრო მანევრები დაიწყო არმიის ყველა სახეობის მონაწილეობით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო.

ირანთან ომის ერთ-ერთი რისკი ისაა, რომ (როგორც ადრე ვწერდით) ამ სანქცირებულ ქვეყანაში ეს ომი იქცევა `სოციალური ორთქლის გამოშვების` საშუალებად.

ირანი დაარტყამს არა მხოლოდ ისრაელს უშუალოდ (საკმაოდ ძლიერი საჰაერო ძალები აქვს განსხვავებით ერაყისგან) არამედ ამერიკულ ბაზებს, მაგალითად კატარში.

ასევე, თეირანი იმოქმედებს პროირანული არმიებით, მაგალითად `ჰესბოლლა` და იემენელი მეამბოხე შიიტებით.

გარდა ამისა, არანაკლები საფრთხეა, რომ ირანმა შესაძლოა გააღვიძოს `მძინარე უჯრედები` ევროპაში და ამერიკაში. ისინი მოაწყობენ ტერორისტულ აქტებს ნიუ იორკში, სან-ფრანცისკოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ასი ათასობით ირანელი გადასახლდა ამერიკაში.

ისინი პოლიტიკური ემიგრანტები კი იყვნენ და  თითქოს აიათოლების რეჟიმს გაექცნენ, თუმცა რამდენი მათგანის `დავერბოვკება` მოახერხა შემდგომში ირანის დაზვერვამ, არავინ იცის.

ისინი ხომ ხშირ შემთხვევაში კვლავინდებურად ანტისემიტები არიან და სძულთ ისრაელი ისევე, როგორც ირანის რეჟიმს, რაკი მიაჩნიათ, რომ `ტაძრის მთა` და ალ აქსას წმიდა მეჩეთი, ესე იგი აღმოსავლეთ იერუსალიმი, მუსლიმებს უნდა ეკუთვნოდეთ და არა იუდეველებს ანუ ებრაელებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა მკაცრი პროტესტი განუცხადა მოსკოვს `ჰამასის` ლიდერთა ვიზიტის და მათთან მოლაპარაკების გამო.

რუსეთი ასე პასუხობს: ჩვენ არ ვთვლით, რომ `ჰამასი` ტერორისტული ორგანიზაციაა, ამიტომ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ....... კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნითო.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა შექმნა უკრაინელი მოღალატეებით დაკომპლექტებული სამხედრო ქვედანაყოფი `ბოგდან ხმელნიცკი`. იგი 100%-ით შედგება ეთნიკური უკრაინელებისგან.

შეგახსენებთ, რომ ბოგდან ხმელნიცკი იყო უკრაინის გეტმანი, რომელმაც 1654 წელს უკრაინა აჩუქა რუსეთს.

ამ ბატალიონის შექმნა იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავინდებურად გეგმავს კიევის აღებას და კიდევ უფრო შორს წასვლასაც  უკრაინის სიღრმეში პოლონეთის საზღვრისკენ.

 

ოღონდ შეეცდება საქმე ისე მოაწყოს, თითქოს უკრაინას უკრაინელები ებრძვიან და არა რუსული არმია.

მოსკოვი ასე ქმნიდა ფინელებით დაკომპლექტებულ ნაწილებს მეორე მსოფლიო ომის წინ.

ოღონდ ამ ტექნოლოგიას ერთი რამ აკლია: როცა სტალინმა ფინელებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფი შექმნა, მაშინვე შექმნა აგრეთვე `ფინეთის ალტერნატიული მთავრობა დევნილობაში`

ალბათ ახლაც  შექმნიან `უკრაინის ალტერნატიულ მთავრობას დევნილობაში`, რათა იგი კიევში `დასვან`.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის 50 მილიარდიანი ტრანში უკრაინის დასახმარებლად!

ევროკავშირის წესდებით (დროებითი კონსტიტუციით) ევროკავშირი ვერც ერთ ევროცენტს ვერ გამოყოფს სანამ არ მიიღებს ყველა 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობას.

ანუ, ფიცოს და მისი პარტიის არჩევამ სლოვაკეთში მხოლოდ გაართულა უკრაინის სამართლიანი საქმე;

მივაქციოთ ყურადღება, რომ მანამდე მხოლოდ უნგრეთის `სთრონგმენი` ვიქტორ ორბანი იყო `ამრევი`, ახლა მას დაემატა კიდევ სლოვაკი `სთრონგმენი`, რომელიც პოპულისტურ ტალღაზე მოვიდა.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ ორბანი უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ვითომდაც `ჩაგვრით` ხსნის თავის გადაწყვეტილებებს, ფიცო ასევე დემაგოგიურად ხსნის `უკრაინაში კორუფციის მაღალი დონით`, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი `მაგრად გაფიარებული` უკრაინელი `სასარგებლო იდიოტი`, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ვნებს საკუთარ ქვეყანას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკამ უკრაინას შეიარაღების ახალი პარტია გადასცა.

მათ შორისაა ახალი რაკეტები ზალპური ცეცხლის დანადგარებისთვის HIMARS, ასევე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები  TOW, რაკეტები  AIM-9, Stinger, Javelin და დიდი რაოდენობით 155 მილიმეტრიანი ჭურვები არტილერიისთვის.

ეს იარაღი უკრაინას გადაეცა ამერიკული არმიის რეზერვებიდან. იმავდროულად, თეთრი სახლი კონგრესს მოუწოდებს, დაამტკიცოს უკრაინისთვის ფინანსირების ახალი პაკეტი 60 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის ნაწილი ასევე ისრაელისთვისაა განკუთვნილი.

თუმცა, სანამ კაპიტოლიუმის ბორცვზე (ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ) სიტუაცია არ `დალაგდება` `რესპუბლიკელებსა` და `დემოკრატებს` შორის, ახალი პაკეტის გამოყოფა პრობლემატურია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა დაიწყო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საეკლესიო ანექსია.

ყირიმის მიტროპოლიტად დაინიშნა მეუფე ტიხონი (შევკუნოვი), რომელიც......პუტინის პირადი მოძღვარია!!!

ამავე დროს, ე.წ. `უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია` (მოსკოვის საპატრიარქოსი) დაპყრობილ დონბასზე ითვისებს ტაძრებს და ნიშნავს მოძღვრებს ყოველგვარი კანონიკური წესის დარღვევით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სოხუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ყოფილი `მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის` თემაზე, რომელიც არარ არსებობს.

უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურმა გამარჯვებამ (ისტორიულმა გამარჯვებამ, როდესაც 30 წლის შემდეგ დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები) აფხაზი სეპარატისტები ძააააააალიან დააშინა.

ვგულისხმობ არა მხოლოდ ელიტებს, არამედ სოციუმს, საზოგადოებას.

ეს მკაფიოდ გამოვლინდა ხსენებულ `კონფერენციაზეც`.

ვინმე ტუჟბამ, რომელიც თავს უწოდებს `აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს` განაცხადა, რომ თურმე ყარაბაღელ და აფხაზ სეპარატისტებს მთელი ამ წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირები ჰქონიათ, მაგრამ.....`მთიანმა ყარაბაღმა` მაინც არ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა და არ დაამყარა მასთან დიპლომატიური კავშირიო`.

რეალურად, არ ცნო იმიტომ, რომ სომხეთმა აუკრძალა, რაკი ერევანში ესმოდათ: ეს კარდინალურად დაძაბავდა ურთიერთობას საქართველოსთან.

რა თქმა უნდა დაძაბავდა, აბა რა:   თბილისში არავინ დაიჯერებდა, რომ ერევნის გარეშე `დაამყარებდა სტეფანაკერტი დიპლომატიურ ურთიერთობას სოხუმთან`