საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივნისი. 2024 წელი

ამერიკა სულგანაბული ელის დებატებს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის CNN ეთერში ხუთშაბათს 21 00 საათზე. (ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით)

CNN წერს, რომ ეს იქნება ყველაზესაბედისწეროდებატები ამერიკის ისტორიაში (Faithfull).

Senior კომენტატორების თქმით, 1960 წლის დებატებიც კი ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსონს შორის ვერ შეედრება ამ დებატებს.

საყურადღებოა, რომ სატელევიზიო დებატები იმართება ჯერ კიდევ პარტიულ ყრილობებამდე, რაც ადრე არ მომხდარა ამ ფორმატში ანუ ერთი-ერთზე.

ასეთი მოდალობის დებატები იმართებოდა ხოლმე ამერიკაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც დემოკრატიული პარტიის კონვენტი და რესპუბლიკური პარტიის კონვენტი (ანუ პარტიული ყრილობები, კონფერენციები) დაასახელებდნენ  კანდიდატებს.

გაუგონარი ამბავია ამერიკის ისტორიაში, როცა ერთ-ერთი კანდიდატი სისხლის სამართლის დამნაშავედ არის უკვე ცნობილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ (განაჩენი მოსამართლეს ჯერ არ გამოუტანია) და თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში თვითონ იმუქრებადამნაშავეთა დასჯით“.

 უდიდესი სტრესი იქნება ეს არჩევნები 78 წლის ტრამპისა და 81 წლის ბაიდენისთვის.

მით უმეტეს, როცა ყველა ჟესტს, მიმიკასაც კი, არათუ განცხადებას ამერიკის გრანდიოზული მედია და სოციალური სივრცე აიტაცებს, დაამულტიპლიცირებს მილიონგზის და . და .

 

საპრეზიდენტო დებატებს ამერიკაში თავისი ისტორიკოსები ჰყავს. ისინი ამ დღეებში წერენ, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა ბილ კლინტონთან საპრეზიდენტო დებატები 1992 წელს წააგო პირველ რიგში იმიტომ, რომ.....მაჯის საათზე დაიხედა.

ეს მაყურებელმა ჩათვალა, ჯერ ერთი, სისუსტედ და მეორეც უპატივცემულობად.

ამის შემდეგ კონსულტანტები კანდიდატებს ურჩევენ საერთოდ არ გაიკეთონ მაჯის საათი, რათა მექანიკურად არ დახედონ მასუდროო დროს“.

 

როგორც წინა მიმოხილვაში ვწერდით, დონალდი ძირითადადდაარტყამსჯოს ვითომდაც ფიზიკური უძლურებისწერტილში“, რაკი თვითონ ბევრად უკეთ გამოიყურება.

ტრამპმა საკუთარ Truth Social დაწერა, რომ ბაიდენსგოლფის თამაშისას სამ მეტრზეც კი არ შეუძლია ბურთის გადაგდება დარტყმითო“, რაც ელემენტარულად ტყუილია.

ბაიდენი თაიგერ ვუდსი ან სხვა გოლფის ლეგენდები არ არის რასაკვირველია, მაგრამ გოლფის ერთ-ერთ საუკეთესოდ მოთამაშედ ითვლება ოვალური კაბინეტის ბინადართა შორის.

ანუ ბაიდენისა და ტრამპის დაპირისპირებას ეს კონტურიც აქვს: - დონალდი ხომ დიდი გოლფერია და გოლფ-კლუბიც აქვს.

ეს დებატები კიდევ იმითაცაა უცნაური და უჩვეულო, რომ არც ტრამპს არც ბაიდენს არ ჰქონიათ დებატები სხვა პარტიულ კანდიდატებთან: წინა ათწლეულებში ან თუნდაც წინა წლებში, ანუ წინასაპრეზიდენტო რბოლის“ დროს რომდაეწყობოდნენ“ ხოლმე 10-15 ადამიანი სცენაზე და კამათობდნენ.

ახლა ორივე გუნდმა ეს მიზანშეუწონლად მიიჩნია Faithfull დებატების წინ.

 

კიდევ ერთი ტექნიკური დეტალი: როცა დონალდ ტრამპი 2016 წელსედებატებოდაჰილარი კლინტონს, კანდიდატებს მიკროფონები ხელში ეკავათ.

დონალდმა ამით ისარგებლა და როდესაც  ჰილარის კითხვა ან პასუხი არ მოსწონდა, იმ მიკროფონში ჩაილაპარაკებდა ხოლმე.

„ეს რა ბინძური ქალიაოერთი სეც ჩაილაპარაკა.

ჰილარიმ, როგორც კარგ ოჯახში გაზრდილმა ქალმა, ეს რასაკვირველია არ შეიმჩნია - ვითომ არ გაუგონია.

ახლა დებატებისას კანდიდატებს, წინასწარი მოლაპარაკების თანახმად მიკროფონები არ ექნებათ არც ხელში არც სამოსზე დამაგრებული: პიუპიტრებზე იქნება მიკროფონები და მოდერატორები (ალბათ სულ 3 მოდერატორი) ჩართავს მათ რიგ რიგობით.

 

ამერიკაში მიღებული რეიტინგული კლასიფიკაციით, ამ დებატების წინა დღეს ბაიდენის რეიტინგი არის 50 - ასიდან, ხოლო ტრამპის რეიტინგი, 49 - ასიდან.

მაშასადამე ბაიდენი ოდნავ, სუუუულ ოდნავ გავიდა წინ.

თუმცა ეს ბევრჯერ შეიცვლება - იმდენი რამ მოხდება კიდევ 5 ნოემბრამდე.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მარინ ლე პენის პარტიანაციონალური ერთიანობისლიდერმა, ჟორდან ბარდელამ (თვით მარინ ლე პენი ფორმალურად არ იკავებს ამ პარტიის ლიდერის პოსტს) საოცარი განცხადება გააკეთა უკრაინის თემაზე საუბრისას: უკრაინას იარაღით დავეხმარებით მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობას არ გააფუჭებსო

როგორია?!

ანუ პირდაპირ მაინც არ შეუძლიათ თქვან, რომ არ აპირებენ უკრაინის დახმარებას.

ესეც კარგია - ფრანგული საზოგადოების განწყობაზე ნამდვილად მეტყველებს.

ლე პენი თავად აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს 2027 წელს.

მაკრონმა საპარლამენტო არჩევნები კი დანიშნა, თუმცა ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში არ აპირებს გადადგეს თანამდებობიდან.

საფრანგეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა.

თუ ბარდელა გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს საფრანგეთში გამოიწვევს კოჰაბიტაციას პრეზიდენტსა და მთავრობას, პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის; მაგრამ საფრანგეთის პოლიტიკას უკრაინის მიმართულებით კარდინალურად ვერ შეცვლის.

 სულ სხვა საქმეა პრეზიდენტად ლე პენის არჩევა.

თუმცა იმედია 2027 წლამდე ევროპა, დასავლეთი პუტინს დაამარცხებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ბრიტანეთი ემზადება ახალი პრემიერ-მინისტრობისთვის.

ყველა გამოკითხვით, ლეიბორისტები იმარჯვებენ 4 ივლისს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერი გახდება ამ პარტიის ლიდერი, Keir Starmer (კეირ სტარმერი)

საინტერესო ბიოგრაფია აქვს: სტუდენტობისას, ძალიან დიდი ხნის წინ (ამჟამად 61 წლისაა) ანტიმონარქისტი იყო; ანუ მონარქიის გაუქმებას და დიდ ბრიტანეთში რესპუბლიკის დამყარებას მოითხოვდა;

თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ბრიტანული მონარქიის გაუქმებით The Nation უბრალოდ იდენტობას დაკარგავდა; ხოლო მონარქიის ინსტიტუტი არანაირად არ უშლის ხელს კონკურენტულ პოლიტიკურ ცხოვრებას, მათ შორისმემარცხენეპროექტების განხორციელებას.

სწორედ პრინცმა ჩარლზმა, დედამისის, დედოფალ ელისაბედის დავალებით მიაკუთვნა კეირ სტარმერს რაინდის ხარისხი და ლორდთა პალატის წევრობა.

ახლა კი ბრიტანული პრესა წერს, რომ თურმე მეფე ჩარლზსა და ლეიბორისტთა ლიდერს რაღაც საიდუმლო კონტაქტები აქვთ და მონარქი მზად არის სტარმერის პრემიერობისას აქტიურად დაუჭიროს მხარი მის პროექტებს განსაკუთრებით ეკოლოგიური მიმართულებით.

ითვლება, თითქოს  მონარქს ბევრი არაფერი შეუძლია დიდ ბრიტანეთში.

ფორმალურად, „კონსტიტუციურად“ (თუმცა ბრიტანელებს კოდიფიცირებული კონსტიტუცია არ გააჩნიათ) ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რეალურად, თუკი მეფე ჩარლზ III პოლიტიკურ ამბიციებს გამოამჟღავნებს, მას ძალიან დიდი როლი შეუძლია შეასრულოსლეიბორისტთაპროექტების განხორციელებაში.

მათ შორის იგულისხმება, რომ ლეიბორისტები არ იყვნენ აღფრთოვანებულნი თავის დროზეკონსერვატორთაგადაწყვეტილებით, გამოეყვანათ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან, რისი ეკონომიკური შედეგებიც უკვე იგრძნობა ნამდვილად.

ის, რომ დედოფალი ელისაბედი მართლაც არ ერეოდა პოლიტიკაში, სულაც არ ნიშნავს თითქოს  მისი მემკვიდრე ჩარლზი ამ სტილს არ შეცვლის და გარკვეული ტექნოლოგიის დაცვით არ შეეცდება თავისი პოლიტიკური წონის გამოყენებას მის მიერ მხარდაჭერილი პროექტების განსახორციელებლად იმავე ეკოლოგიის, მიგრაციის და ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

ეს კი ბრიტანული პოლიტიკის მნიშვნელოვან კორექტირებას მოასწავებს.

არის კიდევ ერთი ფაქტორი: კონსერვატიული ადმინისტრაციები, მიუხედავად მათი პარტიის მხარდაჭერისა ბოლო 15 წლის განმავლობაში, საკმაოდ არამდგრადნი აღმოჩნდნენ. მეტისმეტად ხშირად იცვლებოდნენ პრემიერები იმის მიუხედავადაც კი, რომ მმართველი პარტია არ იცვლებოდა.

არ უყვართ ბრიტანელებს ასეთი სწრაფი ცვლილებები. მათი იმანენტური მისწრაფება უფრორე სტაბილურობაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მეინსტრიმული ლონდონური პრესა უკვე საუბრობს ჩარლზ-სტარმერის პოლიტიკურ ტანდემზე, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი იყო დედოფალ ელისაბედ II დროს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთმა დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება: „არდადეგები არმიასთან ერთად“.

18-35 წლის ახალგაზრდებს სთავაზობენ ხელფასს, თუ ზაფხულს გაატარებენ პოლონურ არმიასთან ერთად.

შემდეგ შეეძლებათ არმიაში დარჩენა ან ტერიტორიული თავდაცვის  რეზერვში გადასვლა

ეს მობილიზაციის ფორმაა!!!

ანუ პოლონეთი, ფაქტობრივად, ფარულ მობილიზაციას ახორციელებს, რაკი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირი ჩარევისთვის ემზადება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ბოლივიაში მოხდა სამხედრო გადატრიალებად შეფუთული კლოუნადა, რომელიც ადასტურებს, რატომ უწოდებენ ამერიკელები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსბანანის რესპუბლიკებს“.

ვინმე გენერალი ზანიგა, რამდენიმე ასეულ ჯარისკაცთან ერთად, შეიჭრა საპრეზიდენტო სასახლეში, ეს სასახლე ცარიელი დახვდა, გამოვიდა და....გაქრა.

მისი ჯარისკაცები მალე დაიშალნენ, ხოლო პუტჩისტი გენერალი ჩვეულებრივმა პოლიციამ დააპატიმრა.

ირკვევა, რომ ბოლოვიის სახელმწიფოს 200 წლიან ისტორიაში იქ 190-ჯერ (!!!) მომხდარა სამხედრო გადატრიალება.