საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივნისი 2022 წელი-II

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივნისი 2022 წელი-II

აფხაზებმა საკუთარი საგადამხდელო სისტემა `აფრა` შექმნეს, რომელმაც, აფხაზეთის ცენტრალური ბანკის გათვლით, მომავალში არა მხოლოდ Visa და Mastercard არამედ რუსული МИР უნდა ჩაანაცვლოს. ლაპარაკია პლასტიკურ ბარათებზე.

ეს ბარათები თურქეთში დაბეჭდეს იქაური აფხაზური დიასპორას დახმარებით, რასთანაც თურქეთის ხელისუფლებას პირდაპირი კავშირი არა აქვს რასაკვირველია. ამგვარი პლასტიკური ბარათების დაბეჭდვა არც ისე ძნელია. ბუნებრივი ისინი არსად მოქმედებენ უშუალოდ აფხაზეთის გარდა.

ამასთანავე, აფხაზეთს უკვე დიდი ხანია გამოშვებული აქვს საკუთარი ფულადი ერთეული: აფსარი. სიმბოლურად მაგრამ მაინც დაბეჭდეს და ოფიციალურად თითქოს ბრუნავს აფხაზეთში, ოღონდ რეალურად, აფხაზეთში `ფული` რუბლია და მხოლოდ რუბლი.

დოლარი და ევროც რასაკვირველია, თუმცა მთავარია რუბლი.

რუბლის კუპიურებს აფხაზეთი რუსეთის ცენტრალური ბანკისგან იღებს ჯერ კიდევ 1993 წლიდან დაწყებული. ლაპარაკია უშუალოდ ფულად მასაზე და არა ფინანსურ დახმარებაზე. ეს ტავისტავად, თუმცა შიდა ბრუნვისთვის ხომ ფულის კუპიურები სჭირდებათ?

ეს გარემოებაც მოსკოვის ხელში სოხუმზე ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტია, რადგან თუ რუსეთმა რიბლის კუპიურათა მიწოდება შეუწყვიტათ, დოლაზრე და ევროზე ვერ გადავლენ - ფულადი მასა და მოენტები არ გააჩნიათ.

ეს ორი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზ სეპარატისტებს ე.წ. `სრულფასოვანი დამოუკიდებლობა` უნდათ (ვითომ)  და არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 86-ე სუბიექტად შესვლა. სიტყვიერად და სიმბოლური აქციების დონეზე მაინც.

განსხვავებით `სამხრეთ ოსეთისგან`, რომელიც რუსეთში შესვლას ცდილობს.- - -  ცხინვალში საკუთარი ფული არ მოუჭრიათ და არც აპირებენ.

. . . . . . . . . . 

`დიდი შვიდეულის` (G7) სამიტზე, რომელიც ბავარიაში იმართება, უკვე მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება: USA, UK, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის  ლიდერებმა გადაწყვიტეს, გამოჰყონ 600  მილიარდი დოლარი (აქედან 200 მილიარდი-ამერიკამ) რათა შექმნან ჩინური `ერთი სარტყელი ერთი გზის` ალტერნატივა.

როგორც ცნობილია, პეკინი დიდი ხანია ცდილობს ააგოს ევრაზიაში და წყნარი ოკეანის რეგიონში უზარმაზარი საკომუნიკაციო ქსელი, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ამ მზარდი ქვეყნის გავლენის გაძლიერებას მსოფლიოს ამ საკვანძო რეგიონში, რომელსაც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ `დიდი საჭადრაკო დაფა` უწოდა.

G7 შეთავაზებული საკომუნიკაციო ალტერნატივა გულისხმობს ისეთი ხაზების განვითარებას ლოჯისტიკისთვის, ტვირთების საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, რაც ერთის მხრივ ჩინურ კომუნიკაციებს `დაასწრებს`, მეორეს მხრივ კი ჩინეთის მოკავშირე  რუსეთის გზების ალტერნატივად იქცევა.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ამ ახალი დიდი საკომუნიკაციო პროექტის ტოპ-მენეჯმენტი (როგორც კი დაინიშნება) საქართველოთი არ დაინტერესდეს, თუმცაღა ამ შანსს გამოყენება სჭირდება. გამოყენებას - უნარიანი მთავრობა.

. . . . . . . . . . 

G7 სამიტის მსვლელობისას, აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა უახლოეს მომავალში მიაწვდის უკრაინას უახლეს ანტისარაკეტო სისტემებს.

ლაპარაკია იმ საზენიტო სისტემათა მიწოდებაზე, რომლებსაც შეეძლებათ რუსული რაკეტების ჩამოგდება.

ამ ომში რუსეთს უკრაინაზე მხოლოდ ორი სისტემური უპირატესობა აქვს შეიარაღებაში: არტილერია და რაკეტები. ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები ფრთოსან რაკეტებში რუსული ჯარის უპირატესობას შეამცირებს.

ოღონდ ამ ანტირაკეტებთან ერთად, ამერიკელებმა უკრაინას უნდა მიაწოდონ მათი გამშვები სისტემა Patriot-იც. ამის კი ამერიკელებს ეშინიათ, რათა ეს სისტემა რუსებს არ ჩაუვარდეთ ხელში.

. . . . . . . . . . 

G7 ლიდერები ცდილობენ იხუმრონ ამ უმძიმეს ჟამს, რათა მთელს მსოფლიოს უჩვენონ, რომ გლობალური დემოკრატიული `ლიდერშიპი` ფორმაშია და უკანდახევას არ აპირებს არც ერთი პოზიციიდან:

სამიტის მსვლელობისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა იხუმრა: `გახსოვთ, პუტინი რომ წელს ზემოთ შიშველი პოზირებდა? ჰოდა  ოფიციალურ ვახშამზე ჩვენც გავიხადოთ წელს ზემოთ, მერე ფოტოგრაფები შემოვუშვათ და გადაგვიღონო`.

ამაზე კანადის პრემიერმა მიუგო: პუტინი ტოპ-ლეს ფოტოსესიას რომ აწყობდა, ცხენზე იჯდა და რატომ ვახშამი, ბარემ ჩვენც ვიჯირითოთ წელს ზემოთ შიშვლებმაო.

ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სთხოვა ბიჭებს: კაით ახლა, ნუ გამხდით.... ცხენზე ჯირითით შემოვიფარგლოთ საკმაოდ კარგი ჯირითი ვიციო.

და ეს ყოველივე ხარხარით - ჟურნალისტების გასაგონად.

დიპლომატიაში და დიდ პოლიტიკაში ასეთი მესიჯები მიღებულია (`მოსულა`)  და ზოგჯერ აუცილებელიცაა, როცა ბოროტების მოციქული მსოფლიოს ცივილიზებული წესრიგის დანგრევას ცდილობს.

ასე გაიგო ეს გაფიარებული ხუმრობა ყველამ.

. . . . . . . . . . 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რამდენიმე დღის წინ ბაქოში იმყოფებოდა და ცდილობდა დაერწმუნებინა აზერბაიჯანის ხელისუფლება, ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე: ანუ  აზერბაიჯანმა გამოიყენოს საკუთარი ენერგეტიკული ბერკეტები და როგორმე დაითანხმოს საქართველო, შევიდეს 3+3 ფორმატში - თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი.

რასაკვირველია უარი მიიღო იმის მიუხედავად, რომ 3+3 იდეის ავტორი აზერბაიჯანისთვის მოძმე თურქეთია -   პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი.

საქართველო 3+3 ფორმატში არ შედის 2 მიზეზის გამო

ა) ამ ფორმატის წევრია ოკუპანტი რუსეთი

ბ) ამავე ფორმატის წევრია ირანი, ხოლო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ძალიან არ მოეწონებათ საქართველოს შესვლა რაიმე ფორმატში ისლამურ ირანთან ერთად, რომელიც ამერიკის და ისრაელის დაუძინებელი მტერია.

. . . . . . . . . . 

დღეს, 27 ივნისს ამოიწურა რუსეთის სუვერენული, სახელმწიფო ვალის გადახდის ვადა. ტრანში იყო 100 მილიონი დოლარი. ესაა სახელმწიფო ობლიგაციები და ა.შ.

მოსკოვმა სენსაციურად განაცხადა გუშინ, რომ ამ ვალს არ გადაიხდის. უფრო ზუსტად გადაიხდის რუბლებში, ესე იგი ფაქტიურად არ გადაიხდის -  აბა რუბლები ვის რად უნდა, როცა ვალი ევროში და დოლარშია გაცემული?

რუსეთი მევალეებს ეუბნება: ამერიკამ რომ ჩემი ოქრო-სავალუტო რეზერვი დააპატიმრა/დააყადაღა, იქედან მოგცენო.

ფაქტობრივად, პირველად 1918 წლის შემდეგ, მოსკოვი აცხადებს სრულ სახელმწიფო დეფოლტს. ანუ სახელმწიფო გაკოტრებას. ესე იგი უარს ამბობს ვალების გადახდაზე. `ვალაუვალ სახელმწიფოდ` ჩაითვლება ამიერიდან.

პუტინს ეს დიდად არ ანაღვლებს; თუმცა მისი ნარატივი, რომ `იქედან აიღეთ რაც ფედ-რეზერვმა დააპატიმრაო`, მისთვისვეა სახიფათო და აი რატომ: რუსეთის სუვერენული სავალუტო/ოქროს რეზერვი ამერიკის ხელისუფლებამ, ფედერალურმა სარეზერვო  სისტემამ (პირობითად თუ ვიტყვით, ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, თუმცა ეს სრულად ზუსტი ფორმულირება მაინც არ არის) ჯერ მხოლოდ დააყადაღა, ანუ დააპატიმრა და მისი კონფისკაცია არ განუხორციელებია.

`დაყადაღება` და `კონფისკაცია` სხვადასხვა რამაა.

ახლა, თუკი პუტინის მთავრობა თვითონ ეუბნება მევალეებს - იქედან მოგცენო, - ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ქმნის პირობებს, რათა ამერიკამ და ევროპამ დაყადაღებული რესურსების კონფისკაცია მოახდინონ და იმ ფულს მოსკოვი უკვე ვეღარასოდეს დაიბრუნებს.

სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა პუტინის სახელისუფლებო კულუარებში ფარული კამათი: `გადავიხადოთ თუ არ გადავიხადოთ ვალი?`. მათ, ვინც ამბობდა `არ გადავიხადოთ და ვაიძულოთ ამერიკა ამ ვალის გადასახდელად დაყადაღებული ფული დაგვიბრუნოსო`, არ გაითვალისწინეს, რომ არსებობდა მეორე შეასძლებლობა: რამდენიმე ასეული მილიონი რუსული სახელმწიფო ობლიგაციების   ტრანშის დასაფარად ამერიკამ ასეულობით მილიარდი (!!!) რუსული რეზერვების კონფისკაცია მოახდონოს.

იმიტომ, რომ ამერიკა კანონისმიერი ქვეყანაა, სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველაფერს კანონიერი ფორმა უნდა ჰქონდეს: ამ შემთხვევაში  `დროებით ყადაღის ახსნა` არ არსებობს, მაშინ რუსულ რეზერვებს ან მთლიანად უნდა ახსნან ყადაღა, ან კონფისკაცია მოახდინონ.

ერთი სიტყვით, პუტინი დიდ რისკზე წავიდა ამ გადაწყვეტილებით, რომ არ გადაიხადოს სუვერენული ვალი და საკუთარი სახელმწიფო, პირველად 1918 წლის (ანუ ლენინის დეკრეტის) შემდეგ გაკოტრებულად, ვალაუვალად გამოაცხადოს.

სწორედ ამას ნიშნავს `სუვერენული დეფოლტი`. 

არადა, იმის ფული და ვალუტა რასაკვირველია აქვთ რუსეთში, რომ ეს ვალები გადაიხადონ ამერიკის მიერ დაყადაღებული თანხების გარეშეც. უბრალოდ, პუტინი  აშანტაჟებს კრედიტორებს, ესე იგი მოვალეებს! მათი უმრავლესობა დასავლურ ბანკთა ჩვეულებრივი მომხმარებელია და ბანკები საკმაოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუმცა ამით პუტინი მათ გაკოტრებას ვერ შეძლებს რასაკვირველია.

ბუნებრივია, ამ თავხედობის შემდეგ პუტინს ფულს აღარავინ, არც ერთი ბანკი, არც ერთი ჰოლდინგი, არც ერთი ტრასტი აღარ ასესხებს არასდროს - გამორიცხულია! თუმცაღა  პუტინმა იმდენად შორს შეტოპა უკვე, ამაზე აღარც ფიქრობს.

. . . . . . . . . . 

ბელორუსიის ხელმძღავნელობის აბსოლუტურად მტრულმა, ნაძირლურმა ქმედებამ აავსო უკრაინის პრეზიდენტის მოთმინების ფიალა! ბოლო წვეთი იყო გუშინ ბელორუსის საჰაერო სივრციდან ასევე ლვოვის შემოგარენის დაბომბვა.

ზელენსკი გუშინ გამოვიდა ტელევიზიით და საკმაოდ მკაფიოდ გააფრთხილა ბელორუსი, რომ რუსეთი მის ომში ჩათრევას ცდილობს და (ციტატა) `არ მისცეთ რუსეთს საშუალება, თქვენს ნაცვლად გადაწყვიტოს - უნდა დაიხოცოთ თუ არაო`.

ანუ დიპლომატიურად უთხრა: გონს მოეგეთ, თორემ ცეეცხლი და სიკვდილი თქვენთანაც მოვაო.