საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივლისი. 2024 წელი

კამალა (თუამალა - ეს ალბათ დასაზუსტებელია) ჰარისი ესაუბრა ექს-პრეზიდენტ ბარაკ() ობამას და მიიღო მისგან დაპირება, რომ ობამა მალე ღიად დაუჭერს მხარს, როგორცდემოკრატთასაპრეზიდენტო ნომინანტს.

 ბატონი ობამაფეხს ითრევსამასთან დაკავშირებით სხვა დემოკრატი ლიდერებისგან (მაგალითად კლინტონებისგან, ნენსი პელოსისგან) განსხვავებით, რისი მიზეზიც ცოტა არ იყოს გაურკვეველია.

ნუთუ იმის გამო, რომ მიშელ ობამას დასახელება უნდოდა კანდიდატადდემოკრატიული პარტიიდან?“

თუ ასეა, ღიმილის მომგვრელია ცოტა არ იყოს, თუმცა....რას ვიზამთ - კაცნი ვართ.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში სპექტაკლი დანიჭიერი კლოუნადა“ გრძელდება:

აფხაზეთისპარლამენტიდან“ გაწვეულია კანონპროექტი აღმოსავლეთ აფხაზეთის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ“, რომელიც გულისხმობდააპარტ-სასტუმროებისმშენებლობას აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში.

დავაკვირდეთ ერთ ძალიან ნიშანდობლივ ნიუანსს: ეს კანონპროექტი ინიციირებული იყო არა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, არა აფხაზეთისპრეზიდენტის“, არა აფხაზეთისმთავრობისმიერ, არამედ აფხაზეთის დეპუტატთა ჯგუფის მიერ.

რატომ?

იმიტომ და იმ მიზნით, რომ ამ დეპუტატებსსაჭირო მომენტში“ თვითონ  გაეწვიათ უკან ეს კანონპროექტი.

პრეზიდენტი და მთავრობა ვერ გაიწვევდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში უკვე მათ მოუწევდათ ეპასუხათ მოსკოველი პატრონებისკითხვებზე: თუკი შეგვპირდით ამ კანონს მივიღებთო,  მაშინ თავად რატომ გაიწვიეთო“.

იმთავითვე  ასე იყო ჩაფიქრებული: ჯერ დეპუტატებს შეეტანათ კანონპროექტი, მერე ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად დადგამდა სპექტაკლსსახალხო მღელვარების“, პარლამენტთანსროლის“, პრეზიდენტ ბჟანიას კანონის განხილვაზე ჯავშანჟილეტით მისვლისა და.....დეპუტატები მერე თვითონ გაიწვევდნენ კანონპროექტს.

სხვა ახსნა ამ უცნაურობას არა აქვს, როდესაც ამგვარ კანონს აინიცირებს არა აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ დეპუტატთა ჯგუფი პრო-საპრეზიდენტო პარტიიდან.

 

ამრიგად, კანონი გაწვეულია.

ამით გრძელდება პროცესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ აფხაზეთის სხვა პრეზიდენტის, რაულ ჰაჯიმბას მმართველობისას დაიწყო.

მაშინ ლაპარაკი იყო არა მხოლოდ აღმოსავლეთ აფხაზეთზე, არამედ მთელს აფხაზეთში ბინების (ქართველ ლტოლვილთა ბინების) ყიდვა-გაყიდვას მოითხოვდა პუტინისმარჯვენა ხელიპუტინი.

იმ დროს აფხაზურმა ელიტებმა არანაკლებ ეშმაკური გადაწყვეტილება მიიღეს დაკანონპროექტშიჩაწერეს, რომ ყიდვა-გაყიდვა დასაშვები იქნებოდა მხოლოდპირველადი ბინებისა“.

იგულისხმებოდა ბინები ახლადაშენებულ კორპუსებში. და არა ის ბინები, რაც ქართველ ლტოლვილებს წაართვეს და თურქეთში მცხოვრები აფხაზიმუჰაჯირებისთვისაქვთდარეზერვებული“.

არადა...... ესახალი კორპუსებიხომ ვინმეს უნდა აეშენებინა?

აფხაზეთის ადგილობრივ ხელისუფლებას ხომ ნებართვები უნდა გაეცა?

რამდენ ხანსგააჯანჯლებდნენ“?

და  რომც დაწყებულიყო კორპუსების მშენებლობა  შეაჩერებდნენ! უამრავი საბაბი მოიძებნებოდა ისე, რომრუსი ინვესტორები“, სულაცგაზპრომი“ რომ ყოფილიყო ავ-ბედს დაიწყევლიდა -  „ეს რა შარში ვდურთე თავიო“.

 

რაც მთავარია და უკვე ცხადად ერთმნიშვნელოვანია, არ უნდა აფხაზეთის ხელისუფლებას, აფხაზეთის ელიტებს (და არა მხოლოდ ოპოზიციას) რუსების ჩასახლება აფხაზეთში;

 არ უნდა ბინების ყიდვა-გაყიდვა;

 არ უნდა იმავე ბინების ყიდვა-გაყიდვა თუნდაც აპარტ-ჰოტელების სახით;

 არ უნდა სინამდვილეში ეს აპარტჰოტელები აღმოსავლეთ აფხაზეთშიც კი;

 არ უნდა სინამდვილეში ახალი ათონის მონასტრის რუსული ეკლესიისთვის გადაცემა;

 არ უნდა ენგურჰესის სამართავი პულტის (გალში რომაა) რუსული ენერგეტიკული კონცერნისთვის გადაცემა; არ უნდა რუსული კაპიტალისდიდი პრივატიზაცია“ ანუ ყველაფერ ღირებულის პუტინის მეგობარი რუსი ოლიგარქებისთვის მიყიდვა.......

 და რაკი არ უნდა, რაკი დროს უსასრულოდ ჭიმავენ, რაკი სარგებლობენ იმით, რომ როგორც არ უნდა გაბრაზდეს პუტინი, ვინც ამ სპექტაკლებს ხვდება და ამჩნევს (არამზადაა, მკვლელია, აგრესორია, თორემ სულელი კი არ არის-) ახლა აფხაზეთისთვის არ სცალია პუტინს და სოხუმთან ღია დაპირისპირება არ აწყობს!

ღია დაპირისპირებაკი აუცილებლივ მოჰყვება იმას, თუ აფხაზეთის საზღვარს ჩაკეტავს, თუ აფხაზურ მანდარინშიროსპოტრებნადზორიჭიებს აღმოაჩენს და ციტრუსის იმპორტი დაიბლოკება, თუ აფხაზეთში გაცემულ რუსულ პასპორტებს გააუქმებს.......

ასეთ შემთხვევაში აფხაზები და მათი მხარდამჭერები ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში და მედიაში აუცილებლად ატეხენ ისტერიკას პუტინმა მეგობარი აფხაზეთიც კი დაგვაკარგვინაო და ამით ისარგებლებს პუტინის ოპოზიცია.

პირველ რიგში ციხეში მოკლული ნავალნის ხალხი.

ამიტომაც იკავებს თავს ჯერ-ჯერობით პუტინი საპასუხო ზომების მიღებისგან, თუმცა ბოღმა და შხამი კი უგროვდება აფხაზების მიმართ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

NATO- განაცხადა, რომ ვერ ხედავს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ნიშნებს რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევთა ჩამოვარდნაში.

რუმინეთი რამდენიმე წლის წინ გახდა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

გუშინწინ რუსეთის არმიამ დაბომბა უკრაინული პორტი ისმაილი, ოდესის ოლქში, მდინარე დუნაის პირას ანუ ზედ საზღვართან, რაკი მდინარე დუნაი ყოფს უკრაინას მეზობელი, NATO- წევრი რუმინეთისგან.

რუსული დრონი უკრაინულმასაზენიტომჩამოაგდო. ნამსხვრევები რუმინეთის უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა.

ესეც აღნიშნულია განცხადებაში: უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა და არავინ დაშავებულაო და რომ დაშავებულიყო რუმინეთის რომელიმე მოქალაქე?

ალბათ რეაქცია ცოტა სხვა შეიძლება ყოფილიყო.

მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ რუსული დრონისგადასაჭერად“ (Intersept) რუმინეთის სამხედრო ბაზიდან ჰაერში აფრინდა.......ფინეთის (!!!) სამხედრო-საჰაერო ძალთა ორი F-18 - რუმინეთის ანუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საჰაერო სივრცის დასაცავად.

მაშასადამე, ფინეთი, რომელიც სულ მცირე ხნის წინ NATO- წევრი გახდა, უკვე სრულად ჩაერთო ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურაში ცნობილი პრინციპით ერთი-ყველასთვის და ყველა ერთისთვის ანუ ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“.

სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე, ფინური F-18 ისევე შეიძლება აღმოჩნდეს რუმინეთის საჰაერო სივრცეში, როგორც რუმინეთის არმიის რომელიმე სახმელეთო შენაერთი - ფინეთ-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან (ვან ) განაცხადა, რომ კიევი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის პუტინთან.

არაფერი დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც ჩანს იგულისხმება არაპირდაპირი მოლაპარაკებები, როდესაც მხარეებთან შუამავლებს მიაქვთ კონკრეტული წინადადებები და ისინი პასუხებსაც შუამავლების მეშვეობით აგზავნიან.

იმიტომ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით, პირდაპირი მოლაპარაკებები მოსკოვთან აკრძალულია.

ბუჩას საშინელი ნაცისტური დანაშაულის შემდეგ მოაწერა ხელი ზელენსკიმ ამ ბრძანებულებას.

პუტინის PR-მა პესკოვმა განაცხადა, რომვერ ხვდებარა იგულისხმება კულებას გამონათქვამში.

რეალურად ძალიან კარგად ხვდება, რომ იგულისხმება .. ცეცხლის შეწყვეტა ამჟამად არსებულ ხაზზე

აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკის ელემენტარული კანონებიდან გამომდინარე, რაც უფრო დიდხანს იქნება ეს ამჟამინდელიფრონტის ხაზი“გაყინული“, მით გაძლიერდება დასავლეთში გარკვეულ ძალთა ცდუნება, ეს ხაზიდააფიქსირონრაიმენაირად დე-იურედაც.

 

ამის კიდევ ერთი სამწუხარო ნიშანია დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადება FOX-News-თან ინტერვიუში და მივაქციოთ ყურადღება, რომ დონალდმა ეს განცხადება გააკეთა სწორედ იმ რესურსზე, სადაც მისი პერსონალური პოზიციები განსაკუთრებით ძლიერია.

(ციტატა) როგორც იცით, მე დამირეკა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ჩვენ კარგად ვილაპარაკეთ. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ეს კონფლიქტი უნდა დავასრულოთ. ეს სამხედრო მანქანაა....ჩვენს წინ სამხედრო მანქანაა.... (იგულისხმება რუსული არმია-). ესაა რასაც აკეთებენ.....მათ დაამარცხეს ჰიტლერი.....მათ დაამარცხეს ნაპოლეონი.....ისინი აწარმოებენ ომს......უკრაინული არმიის კონტრშეტევა უშედეგო აღმოჩნდა.......იმათ (რუსებმა-) დააყენეს მილიონი ნაღმი.....აქვთ ათასობით ტანკი....მე რუსებზე ვლაპარაკობ“.

გულწრფელად თუ ვიტყვით, კატასტროფული განცხადებაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა და ფრონტის ხაზის გაყინვა, როგორც ჩრდილო კორეასა და სამხრეთ კორეას შორის, არამედ უნდოდა და უნდა უკრაინის გამარჯვება და პუტინის რეჟიმის დამარცხება.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

გრძელდება ხმაურიანიდაჭერები“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა гендиректор Военно-строительной компании Минобороны России Андрей Белков-.

24 ივლისს დაუკავებიათ.

მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე და რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელიც დააპატიმრეს, ხოლო თავდაცვის მინისტრი შოიგუჩამოალაბორანტესუშიშროების საბჭოს მდივნის პოსტამდე.

კორუფციამ რომ იფეთქა რუსულ ძალისმიერ ბიუროკრატიაში, ეს პუტინის ანტიუკრაინული აგრესიის კიდევ ერთი შედეგია, რითაც ამ სახელმწიფოს ისტორიული, სისტემური მანკიერება მჟღავნდება.